სარჩევი

понедельник, 3 июня 2019 г.

პროექტი,,რადიაცია და ადამიანის ჯანმრთელობა"























                            სასწავლო პროექტი ,,რადიაცია და ჯანმრთელობა“     
1
პროექტის თემა
პროექტის მთავარი იდეა
,,რადიაცია და ჯანმრთელობა
მოსწავლეები გაეცნობიან უფრო მეტ ინფორმაციას თუ რა არის რადიაცია,როგორია მისი უარყოფითი მოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე
2
კლასი
VI კლასი
3
მოსწავლეთა ასაკი
12-13 წელი
4
პროექტის აქტუალობა
პროექტის  აქტუალობა გამოიწვია მოსწავლეთა ინტერესებმა იმ ფოტოსურათებზე,რომლებზეც გამოსახული იყო ადამიანები სხვადასხვა ანომალიებით (ახალშობილი შეზრდილი კიდურებით,თითო ფეხზე რვა თითის ქონა და სხვა ) აღმოჩნდა, რომ მათ ნაკლები ინფორმაცია ჰქონდათ რადიაციული დაბინძურების შესახებ და მის შედეგებზე ,რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენდნენ ადამიანის ჯანმრთელობაზე.
მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით დავგეგმეთ ერთობლივად პროექტი,რომლის განხორციელების შემდეგ გაიზრდება მოსწავლეთა ცოდნის დონე რადიაციის გამომწვევი მიზეზების, გავრცელების და იმ სავალალო შედეგებზე,რომლებიც მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე,ასევე გაეცნობიან იმ პრევენციულ ღონისძიებებს ,რომლებიც დაეხმარებათ მომავალში  რადიაციისაგან თავდაცვაში
5
სტანდარტი(საგნობრივი სტანდარტის შედეგები და ინდიკატორები,რომელზეც გადის პროექტი)
bun.VI. 3moswavlem unda SeZlos adamianis janmrTelobaze sxvadasxva faqtoris
gavlenis Sesaxeb msjeloba.
Sedegi TvalsaCinoa, Tu moswavle:
• asaxelebs adamianis janmrTelobaze uaryofiTad moqmed faqtorebs (mag., momatebuli radiacia, dabinZurebuli garemo, arajansaRi kveba, xmauri, nikotini, narkotikebi);
6
პროექტის მიზანი
ინფორმაციულ ტექსტებზე დაყრდნობით მოსწავლე შეძლებს შეისწავლოს რა არის რადიაცია ,იმსჯელოს მის გამომწვევ მიზეზებზე ,გავრცელებაზე,რადიაციის შედეგებზე .დაადგენს ფაქტორებს ,რომლებიც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
შეძლებენ დასახონ პრევენციის გზები.
გამოუმუშავდებათ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების ,დახარისხების, მსჯელობისა და ანალიზის უნარები.
7
სასწავლო რესურსები
ბუნებისმეტყველების სახელმძღვანელო,დამხმარე სახელმძღვანელოები,ინტერნეტიდან მოძიებული მასალები, მარკერები, ფორმატი,ფერადი ფურცლები,პროექტორი, კომპიუტერი, თაბახის ფურცლები, ფლიპჩარტები.

8
პროექტის განხორციელებისათვის საჭირო დრო
2 კვირა
9
მოსალოდნელი შედეგი
მოკლევადიანი: ინფორმაციულ ტექსტებზე დაყრდნობით მოსწავლეები   შეისწავლიან თუ  რა არის რადიაცია ,იმსჯელებენ  მის გამომწვევ მიზეზებზე ,გავრცელებაზე,რადიაციის შედეგებზე .დაადგენენ  ფაქტორებს ,რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ  ადამიანის ჯანმრთელობაზე. დასახავენ პრევენციულ ღონისძიებებს.
გრძელვადიანი: SeZleben aRmoaCinon radiaciis kerebi .დაიცავენ რადიაციული უსაფრთხოების წესებს და დაეხმარებიან სხვებსაც თუ მოხვდნენ დაბინძურების ზონაში.

10
აქტივობების აღწერა
პროექტის დასაწყისი-პრობლემის დანახვა და პროვეცირება,ასევე მოკლე მონახაზს გავაკეთებ მათთან ერთად ,გავითვალისწინებ მათ აზრებს და ასევე რეკომენდაციებსაც  მივცემ.
შეთანხმდით  პროექტზე მუშაობაზე.
მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ინფორმაცია  და გავმართოთ  დისკუსია ამ თემაზე.
ჩაატარონ   გამოკითხვა მოსახლეობაში ( რა იციან რადიაციის შესახებ) დაამზადებენ გამაფრთხილებელ ნიშნებს და ლოგოს . შეასრულებენ ჩანახატებს.
 შექმნიან პოსტერს .  გააკეთებენ პრეზენტაციას.
აქტივობა -1
მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე   ვესაუბრები  მოსწავლეებს ჯანმრთელი ცხოვრების წესის შესახებ. შემდეგ წყვილებში ვაძლევ დავალებას უნდა წაიკითხონ ტექსტი  ,,ამბავი ჯადოსნური ფხვნილის შესახებდა უპასუხონ  კითხვებს:
1რა გამაფრთხილებელი ნიშანი უნდა ყოფილიყო საავადმყოფოში ნაპოვნ ყუთზე?
2. შენ როგორ მოიქცეოდი ჯადოსნური ფხვნილის ჩუქების შემთხვევაში?
3. შენი აზრით , ვინ იქნებოდა ის ოთხი გარდაცვლილი ადამიანი?
4. რადიაქტიური ნივთიერებებთან მოქცევის რა წესები არ დაიცვეს ადამიანებმა? და . 
გაიმართება  დისკუსია. იმსჯელებენ ,გამოიტანენ დასკვნებს .ამით უზრუნველყოფილი იქნება მოსწავლის ჩართულობა და დაინტერესება
პროექტის დაწყებისას.

აქტივობა -2
გაეცნობიან ინფორმაციას რადიაციის შესახებ შეავსებენ სქემებს.(წყვილებში)

აქტივობა -3
დაკვირვებების საფუძველზე გაარკვიონ თუ როგორ ხვდება რადიაცია კვებით ჯაჭვში.(წყვილებში)
მეთოდებთან დაკავშირებით.
აქტივობა -4
,,არ დაგვავიწყდეს ატომური აფეთქების შედეგი
მოიძიებენ ინფორმაციას სხვა წლებში მომხდარი რადიაციით გარემოს  დაბინძურების შესახებ და რა პრევენციული ღონისძიებებია საჭირო.

აქტივობა-5
შექმნიან თემის შესაბამის პოსტერს და ბროშურებს მშობლებისათვის
გააკეთებენ პრეზენტაციას.

11
მონიტორინგი და შეფასება
შუალედური მონიტორინგი  და შეფასება შეფასების კრიტერიუმების გამოყენებით
12
პროექტის პრეზენტაცია
 პროექტი ეტაპობრივი პრეზენტაციები და ბოლოს პოსტერის შექმნა და პრეზენტაცია































































































































































      მოსწავლის ურთიერთშეფასების რუბრიკა (განმავითარებელი შეფასებისათვის)
   კრიტერიუმები
ცუდად
საშუალოდ
კარგად
საუბრობს რადიაციის გამომწვევ მიზეზებზე /გავრცელებაზე



საუბრობს რადიაციის შედეგებზე



ასახელებს ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედ ფაქტორებს




               შეფასება პროექტის მსვლელობებისას
         კრიტერიუმები
ცუდად
საშუალოდ
კარგად
იცავენ წყვილებში მუშაობის წესებს



წყვილებში ერთად მუშაობენ დასახული მიზნის მისაღწევად



თანაბრად ინაწილებენ ფუნქციებს



უსმენენ ერთმანეთს და იზიარებენ ერთმანეთის მოსაზრებებს



ისმენენ მასწავლებლის ინსტრუქციებს და თავს ართმევენ მიცემულ დავალებებს



ამზადებენ პრეზენტაციას ,წარმოაჩენენ მთავარ საკითხს/აზრს



პრეზენტაციისას იცავენ დროის ლიმიტს






სასწავლო   პროექტის ,,რადიაცია და ჯანმრთელობა“
რეფლექსია
      სასწავლო პროექტის ჩატარების იდეა ეკუთვნოდათ მოსწავლეებს ,რომლებმაც დიდი ინტერესი გამოიჩინეს  აღნიშნული საკითხის მიმართ. საკითხი აქტუალურია და ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანი.
       ვფიქრობ, რომ სასწავლო პროექტის მიზანს მივაღწიე, რადგან მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთვნენ აქტივობებში და კარგად იმუშავეს, როგორც ინდივიდუალურად, ისე წყვილებში . მიზანს მიღწეულად ვთვლი იმ მხრივაც, რომ შედარებით პასიური მოსწავლეები ყველაზე მეტად აქტიურობდნენ და გამოავლინეს დამოუკიდებელი აზროვნება, რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა პროექტის ეფექტიანობაში.
    გეგმის შესაბამისად წარიმართა პოსტერების შექმნა და გამოფენის მოწყობა.
     პროექტი ყველაზე წარმატებული იყო პოსტერების შექმნის პროცესში, საკმაოდ საინტერესო და სასიამოვნო სამუშაო გარემო იყო მთელი ეს დღეები, როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ. აქტივობები ინფორმაციული  სიმძიმიდან  გამომდინარე ვეცადე მათი ასაკისათვის შესაფერისი და  სახალისო გამეხადა.  ეს ყველაფერი კი  ავითარებს მოსწავლის კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას. პოსტერები გამოვფინეთ , მონაწილე მოსწავლეებმა მიიღეს გამოცდილება ამ ტიპის რესურსების შექმნაში, მიიღეს ინფორმაცია დამატებით რადიაციული უსაფრთხოების წესების შესახებ,ასევე როგორ უნდა მოიქცეს რადიაციულად დაბინძურებულ ადგილებში.  გამოავლინეს კრიტიკული და ანალიტიკური მსჯელობა/ აზროვნება, ხალისით გაეცნენ ,,ამბავს ჯადოსნურ ფხვნილზე“ .
    მსგავს პროექტებზე მუშაობის დროს გავითვალისწინებ, რომ  პრეზენტაცია მოეწყოს უფრო ფართო მასშტაბის ,  რაც გააუმჯობესებს მოსწავლეთა საპრეზენტაციო უნარებს და მეტად დაინტერესდებიან/ მოისმენენ სხვა მოსწავლეებიც  საჭირო ინფორმაციებს. ასევე გავამრავალფეროვნებთ ფოტოებით, ვიზუალური მასალით, რომელიც იქნება მოსწავლეების მიერ გადაღებული ახალ- ახალ თემებზე და მიმდინარე სიახლეებზე.
რაც შეეხება პროექტზე მუშაობის პროცესს,   პოსტერის შექმნის  ფოტოკოლაჟი შეგიძლიათ იხილოთ ბლოგის მისამართზე: 



                                       პროექტის ხელმძღვანელი : ია გიგუაშვილი




Комментариев нет:

Отправить комментарий