სარჩევი

სადამრიგებლო კლასის მასალები




            ჩემი კლასის მოსწავლეები
   
   მოსწავლის გვარი და
             სახელი        
გიორგაძე    გიორგი
კალმახელიძე   ანი
მელაძე   გიორგი
ქოქაშვილი  გიორგი
ქოქაშვილი  თემური
ქოქაშვილი   ირაკლი
ჩაგელიშვილი  ლანა
 ჩაგელიშვილი უჩა
 ჩაგელიშვილი   ზურა
ხათაშვილი  თემური
ჯავახიშვილი ქეთევანი
  






















               სადამრიგებლო პროგრამა

დამრიგებლის მუშაობის მიზანი
დამრიგებელი მოსწავლის მრჩევლად მოიაზრება. მისი მუშაობა უნდა ემყარებოდეს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და ხელს უწყობდეს მოსწავლეებში გონებრივი და ფიზიკური უნარების განვითარებას, მათ ჩაბმას სხვადასხვა კლუბსა თუ წრეში; ასევე, უნდა უწყობდეს ხელს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უნდა უვითარებდეს ლიბერალურ და დემოკრატულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათ ოჯახის, სადამრიგებლის მოვალეობები
ყველა კლასს თავისი დამრიგებელი უნდა ჰყავდეს. დამრიგებელი უნდა ასწავლიდეს თავის სადამრიგებლო კლასს.

დამრიგებელს ევალება:
სადამრიგებლო საათის ჩატარება თვეში მინიმუმ 4-ჯერ;
მოსწავლის დახმარება აკადემიური თუ სხვა პრობლემის გადაჭრაში;
მოსწავლეს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის შუამავლობა პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;
მშობლებისათვის შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების გაცნობა თვეში მინიმუმერთხელ; საკუთარი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების დასწრების აღრიცხვის ყოველდღიური შემოწმება;
სასწავლო წლის დასაწყისშივე მოსწავლისა და მისი მშობლების ინფორმირება მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის შემთხვევაში მოსალოდნელი სავარაუდო შედეგების შესახებ;
სადამრიგებლო კლასის მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, მისი მიმღები სკოლისათვის მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
ამ გეგმით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულება.

დამრიგებელი მშობლებს შვილის აკადემიური მოსწრების და ყოფაქცევის საკითხებს ინდივიდუალური შეხვედრების დროს უნდა აცნობდეს. დაუშვებელია ერთი მოსწავლის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების შესახებ სხვისი თანდასწრებით საუბარი.

თუ მოსწავლე სკოლას აცდენს, დამრიგებელი ვალდებულია, გაიგოს გაცდენის მიზეზი.

დამრიგებელი პერიოდულად უნდა ეკითხებოდეს საგნის მასწავლებლებს სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების აკადემიური მოსწრების, პიროვნული პრობლემებისა თუ ზოგადი წარმატებების შესახებ. სასწავლო წლის დასრულებისას მან უნდა გააკეთოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მოსწრების, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზი, რის საფუძველზეც დაწერს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათებას, სადაც აღწერს:
) მოსწავლის ძლიერ მხარეებს, მის წარმატებებს როგორც აკადემიური, ისე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მონაწილეობას წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებში.
) მოსწავლის აკადემიური, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს, რომელთა გათვალისწინებაც სასარგებლო იქნებოდა მოსწავლისათვის.

იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის საშუალო წლიური ნიშანი 5.1-ზე დაბალია, დამრიგებელი ვალდებულია, გააფრთხილოს მშობელი და მოსწავლე იმის შესახებ, რომ აუცილებელია მნიშვნელოვანი პროგრესი მომდევნო სასწავლო წლებში (თუ ეს არ არის საფეხურის ბოლო კლასი),რათა მოსწავლემ შეძლოს საფეხურის დაძლევა.

დამრიგებელი ვალდებულია შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს ინფორმაცია მისი შვილის აკადემიური მოსწრების, ქცევისა და გაცდენების შესახებ.


დამრიგებლის მუშაობის პრინციპები

დამრიგებლის სააღმზრდელო მუშაობა შემდეგ პრინციპებს უნდა ემყარებოდეს:
აღზრდის მთლიანობა - სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი განვითარებისაკენ. სააღმზრდელო მუშაობის მთავარი პრინციპი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდაა;
შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა - ყველა ბავშვი უნიკალურია. ისინი დაჯილდოებულნი არიან განსხვავებული ნიჭითა და შესაძლებლობებით. შესაბამისად, დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა;
მოსწავლეთა ჩართულობა - ეს პრინციპი ხელს უწყობს მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარებას. დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად საშუალება უნდა მისცეს მათ მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში. დამრიგებელმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები. ამგვარი ჩართულობა მოსწავლეებს გამოუმუშავებს ისეთ უნარ-ჩვევებს, რომლებიც დაეხმარება მათ დამოუკიდებლად მოაგვარონ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეები და ხელს შეუწყობს თავისუფალი პიროვნების ფორმირებას;
თანამშრომლობის პრინციპი - დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას. დამრიგებლის მუშაობის მიზანი უნდა იყოს კლასში თანამშრომლობითი გარემოს შექმნა.ზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.
კალენდარული    გეგმა     2013 -2014 წ.

##
შესასრულებელი   საკითხები
          შესრულების
                   დრო
              
შენიშვნა
კლასის კონტიგენტის დაზუსტება,
 ჟურნალის  და სასკოლო დოკუმენტაციის წარმოება
                 სექტემბერი
 წლიური სამუშაო გეგმის  შედგენა                        
სექტემბერი
მშობელთა კრება ორგანიზაციულ საკითხებზე
სექტემბრის ბოლოს
კლასის საათი ორგანიზაციულ
საკითხებზე
სემესტრის
დასაწყისში
მოსწავლეთა გამოცხადების და დაგვიანე-
ბის ყოველდღიური  აღრიცხვა
მთელი წლის
მანძილზე
ინდივიდუალური შეხვედრები  მშობლებთან
მთელი წლის
მანძილზე
მინდა ვიყო ჯანმრთელი ადამიანი, რას ნიშნავს ჯანმრთელი ადამიანი?
ოქტომბერი
საუბარი  ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ
ოქტომბერი
საუბარი : „როგორ ვიქცევით შინ, გარეთ და სკოლაში“
ნოემბერი
არასტანდარტულ სიტუაციაში ადეკვატური
მოქმედება, სიფრთხილის გამოჩენა უცნობ ადამიანებთან, მათ შორის, ვირტუალურ
 მეგობრებთან.
ნოემბერი
კლასის კრება: „როგორი შედეგები გვაქვს სემესტრის დასრულებამდე“
დეკემბერი
კლასის საათი: 1- დეკემბერი- შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. დისკუსია ამ თემაზე.
დეკემბერი
მშობლებთან  ინდივიდუალური შეხვედრები   I   სემესტრის შედეგების გაცნობა.
დეკემბერი
კლასის საათი:
1 სემესტრის შედეგების განხილვა
იანვარი
საუბარი: „იყავით ის, რაც ხართ
იანვარი
საუბარი : „ვალენტინობა“
თებერვალი
ვიცხოვროთ მავნე ჩვევების გარეშე
თებერვალი
როგორ გესმით თანამშრომლობა. თანამშრომლობთ თუ არა თქვენს კლასელებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან.
თებერვალი
გართობის საშუალებები: კომპიუტერული
 თამაშები, ინტერნეტი, მათი დადებითი და
 უარყოფითი მხარეები.
მარტი
კლასის საათი---- უსიყვარულოდ...“
მარტი
საუბარი ლიდერობა“ როგორი ადამიანები ხდებიან ლიდერები.
აპრილი
საუბარი საინტერესო პროფესიების შესახებ. „ჩემი მომავალი პროფესია“
აპრილი
ჩვენი უფლება-მოვალეობები
მაისი
საუბარი : „როგორ ვემზადებით გამოცდებისათვის არის თუ არა სირთულეები; როგორი სახის ? მსჯელობა, ანალიზი თემის ირგვლივ.
მაისი
საუბარი თემაზე:  „საქართველოს დამოუკიდებლობის დღე“
მაისი
კლასის საათი:  გამოცდების შედეგები შესახებ.
ივნისი
ექსკურსია :
ივნისი
მიმოხილვა- წლის შედეგების გაცნობა
ივნისი
მშობლებისათვის შედეგების გაცნობა
                       
                             მიზნები და ამოცანები...
   

დამრიგებლის უმთავრესი მიზანია, ბავშვებთან კონტაქტის  დამყარება, მეგობრული ,თბილი და უსაფრთხო გარემოს შექმნა...
   მე,როგორც მე  -11   კლასის დამრიგებელმა ყოველდღიური საქმოანობა წარვმართე, საქ განათლების კანონის, სკოლის წესდების,შინაგანაწესის მოთხოვნითა და მოსწავლეთა ქცევის კოდექსის გათვალისწინებით წლის  დასაწყისშივე შევადგინე კლასის სააღმზრდელო გეგმა, რომლის შინაარსი განვსაზღვრე სკოლის ამოცანების, ასევე მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების, სასკოლო ცხოვრების მიმდინარე  მოთხოვნათა  გათვალისწინებით.
ასევე ჩემი მიზანი  იყო
Ø   გადამეცა მოსწავლეებისათვის  საგნობრივი ცოდნა და შევძინო ,გამოვუმუშავო ცხოვრებაში გამოსადეგი უნარ-ჩვევები
Ø  შევქმნა კლასში სამუშაო და კეთილგანწყობილი ატმოსფერო, ასევე
Ø  დავეხმარო მოსწავლეებს საკუთარი თავის უკეთ შეცნობასა და მიზნებისა და მისწრაფებების აღმოჩენაში
     
                         მე და ჩემი კლასი   
უკვე მეორე წელია ერთად ვართ. კარგად გავუგეთ და გავიცანით ერთმანეთი.  კლასში 11 მოსწავლეა, ისინი ახლა იმ ასაკში არიან, როცა ადამიანები თვითდამკვიდრებასა და  საკუთარი პიროვნული ღირსებების გამოვლინებას  ცდილობენ, მწვავედ განიცდიან  შენიშვნებს და უხარიათ შექება- წახალისება.ვცდილობ მაქსიმალურად ლოიალური ვიყო  მათ მიმარტ და პრობლემურ სითუაციებში მათთან ერთად  გამომენახა  გამოსავალი ან დავხმარებოდი თავად მიეგნოთ მათ.
     ძალიან უყვართ  ექსკურსიები, ლაშქრობები, ერთად შეკრება და გართობა. ვცდილობდი ყველანაირ სიტუაციაში  მათთან ერთად ვყოფილიყავი, დავხმარებოდი ,რჩევა მიმეცა და მხარში ამოვდგომოდი მათ...
     მაქსიმალურად ვფლობ ინფორმაციას თითოეული მოსწავლის აკადემიური მოსწრების, დისციპლინის შესახებ. შევქმენი თითოეული  მოსწავლის ფსიქოლოგიური პორტრეტი...
   შევადგინე კითხვარები,როგორც მოსწავლეების ასევე მათი მშობლებისათვის და ინფორმაციების მიწოდების მიხედვით გავაკეთე ანალიზი და თითოეული მოსწავლის დახასიათება. ყოველდღიურად ვადევნებდი თვალყურს მოსწავლეთა დასწრებას, თუ მოსწავლე არ იყო შესაბამისად ვარკვევდი მიზეზს.
    კლასში უმრავლესობა ცოცხალი, ცელქი მოსწავლეები არიან, ამიტომ ვზრუნავდი  ჩემი აღსაზრდელებისათვის გამომემუშავებინა კულტურული უნარ-ჩვევები და ყოფილიყვნენ უფრო ზრდილობიანები;
   მუდმივად  ვატარებდი კლასთან შეხვედრებს, დიალოგებს,  კლასის საათებს დაგეგმილ თემებზე. ასევე ინდივიდუალურ  საუბრებს, როგორც მოსწავლეებთან ,ასევე  მშობლებთანაც. ვთანამშრომლობდი მასწავლებლებთან ,რომლებიც შედიოდნენ ამ კლასში და ვიღებდი ინფორმაციებს მოსწავლეთა , როგორც დისციპლინური,ასევე აკადემიური ჩამორჩენისა და სიზარმაცის შესახებაც. ამ ინფორმაციებს ინდივიდუალურად ვაცნობდი მშობლებს...
    შევქმენით  ერთობლივად  კლასის  აქტივი,  რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ,  როგორც კლასის ასევე სკოლის ღირსების დაცვასა და ღირებულებების დაცვაზე. ამ მიზნით ისინი მონაწილეობას იღებდნენ, როგორც სასკოლო, ასევე სკოლისგარეთ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში. ხშირად გამარჯვებებით ბრუნდებოდნენ, რაც სტიმულს მაძლევდა მეც და მათაც მომავალი მუშაობისათვის.
   ვფიქრობ ჩემი მცირე წვლილი შევიტანე ჩემს სადამრიგებლო კლასში მუშაობით, როგორც დემოკრატიული  ღირებულებების ,სამოქალაქო ცნობიერებისა და საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება- მოვალეობების გააზრებაში...


                          კლასის ხელ-ლი :           ია    გიგუაშვილი 

                     

                     დახასიათების ფორმა

მოსწავლის გვარი, სახელი,მამის სახელი:


ფიზიკური და  გონებრივი მონაცემები:




ოჯახური პირობები :




მოსწავლის ფსიქოლოგიური თვისებები :




განსაკუთრებული მიდრეკილებები რომელიმე საგნისადმი:




კომუნიკაბელურობა:


განსაკუთრებული მახასიათებლები:




მოსწავლის აკადემიური მოსწრება კლასში:






შენიშვნა




კლასის ხელმძღვანელი:  
სკოლის დირექტორი:
                   


                         ქცევის წესებ
             (  XI    კლასის  მოსწავლეების მიერ შემუშავებული)
1)    მოსწავლე დროულად უნდა გამოცხადდეს სკოლაში და გაკვეთილებზე;
2)     მოსწავლე არ უნდა ატარებდეს ზედმეტ ნივთებს და „ტატუს“;
3)    მოსწავლე უნდა იყოს თავაზიანი მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან;
4)    დაიცვას სისუფთავე სკოლაში და კლასში;
5)    გაუფრთხილდეს სკოლის ინვენტარს და სახელმძღვანელოებს;
6)    მოსწავლე არ უნდა იყენებდეს უცენზურო სიტყვებს და გამოთქმებს;
7)    არ შეიძლება თანაკლასელის ნივთების დაუკითხავად აღება;
8)    არ შეიძლება ისე გავეხუმროთ თანაკლასელს, რომ მას მიაყენოთ ფიზიკური ზიანი, რომელიც  მისი  სიცოცხლის ხელყოფას გამოიწვევს:  

Комментариев нет:

Отправить комментарий