„ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასაწავლო პროცეში“
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ადგილი და ხანგრძლივობა: ქარელის № 2 საჯარო სკოლა; 39 საათის ხანგრძლივობით.
მიზანი : საქართველოს სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების შესაბამისად.
ამოცანები :
1. სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები და საინფორმაციო ტექნოლოგიები;
2. გაკვეთილის ორგანიზება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;
3. სასწავლო პროექტის ორგანიზება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;
4. თვითშეფასება და პროფესიული განვითარება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით
რეზიუმე : აღნიშნული ტრენინგ-კურსი მოიცავდა ოთხ მოდულს. კურსის სრული ხანგრძლივობა იყო ცამეტი სამსაათიანი ტრენინგი.
პირველი დღის პირველ სესიაზე ტრენინგის მონაწილეებმა გავიცანით ერთმანეთი. ტრენერმა მაია ჯოხაძემ გაგვაცნო კურსის მიზანი, შედეგები, განრიგი, საორგანიზაციო საკითხები, მუშაობის ფორმები, სამუშაო წესები, მონაწილეთა შეფასების საკითხები. ისაუბრა ისტ-ის ( ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები) როლსა და მიზნებზე სასწავლო პროცესში; სწავლება-სწავლის თანამედროვე მიდგომებსა და საინფორმაციო ტექნოლოგიებზე; მასწავლებლის კომპეტენციების სტანდარტზე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში; სასწავლო პროცესის ძირითადი ერთეულებსა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებაზე.ჩაგვიტარა ლექცია PowerPoint პრეზენტაციის გამოყენებით, გაგვაცნო კურსის სილაბუსი. ტრენინგ-მოდულის ბოლოს შევავსეთ შეფასების კითხვარები.
მეორე მოდულის პირველ დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგი და გავეცანით მოცემული ტრენინგის ამოცანებსა და შედეგებს, კერძოდ: გაკვეთილის ორგანიზების ძირითად საფეხურებს: დაგეგმვა, მომზადება, წარმართვა, შეფასება. აგრეთვე გაკვეთილის სამფაზიან მოდულს, გაკვეთილის დაგეგმვას და გეგმის ელექტრონული ვერსიის მომზადებას. ტრენინგ-დღის ბოლოს შევავსეთ შეფასების კითხვარები.
მეორე მოდულის მეორე დღეს გავაგრძელეთ ისტ-ის გამოყენება გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში, ვისწავლეთ გაკვეთილის დაგეგმვისა და ჩატარებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება ინტერნეტ ბრაუზერისა და საძიებო სისტემის საშუალებით. გავეცანით ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის დაგეგმვის ხერხებს. ტრენინგ-დღის ბოლოს შევავსეთ შეფასების კითხვარები.
მეორე მოდულის მესამე დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგი და გავეცანით მოცემული ტრენინგ-დღის ამოცანებსა და შედეგებს, კერძოდ: დისკუსია: რატომ არის მნიშვნელოვანი ვიზუალური მასალის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში? რა მახასიათებლები აქვს ეფექტიან ვიზუალურ მასალას; სასწავლო პრეზენტაციის მომზადება საპრეზენტაციო პროგრამაში; MS PP პროგრამა ტრენინგ-დღის ბოლოს შევავსეთ შეფასების კითხვარები.
მეორე მოდულის მეოთხე დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგი და გავეცანით მოცემული ტრენინგ-დღის ამოცანებსა და შედეგებს, კერძოდ: მუშაობა მცირე ჯგუფებში: პრეზენტაციის მომზადება შერჩეულ თემაზე; პრეზენტაციის წარმართვა; მოვამზადეთ სამოდელო პრეზენტაცია და წარვუდგინეთ აუდიტორიას, რის შემდეგაც შევავსეთ შეფასების ბარათები.
მეორე მოდულის მეხუთე დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგი და გავეცანით მოცემული ტრენინგ-დღის ამოცანებსა და შედეგებს, კერძოდ: ვირტუალური ლაბორატორია და ელექტრონული თამაშები; აუდიო და ვიდეო საშუალებების ეფექტიანი გამოყენება სასწავლო პროცესში; აუდიო და ვიდეოფაილების მოძიება და ჩამოტვირთვა.
მეორე მოდულის მეექვსე დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგი და გავეცანით მოცემული ტრენინგ-დღის ამოცანებსა და შედეგებს, კერძოდ: ფიზიკური გარემოს მოწყობა, ტექნიკური აღჭურვილობის გამართვა, სასწავლო მასალის/რესურსების დამზადება, მცირე და მრავალკომპიუტერიანი კლასის მართვა, ელექტრონული რესურსების საცავი, Lemill-ის მიმოხილვა.
მეორე მოდულის მეხუთე დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგი და გავეცანით მოცემული ტრენინგ-დღის ამოცანებსა და შედეგებს, კერძოდ: სწავლის შეფასება ( შეფასების ძირითადი პრინციპები და მეთოდები) გაკვეთილის შეფასება ( რუბრიკის დამზადება, პრეზენტაციები).
მეორე მოდულის მერვე დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგი და გავეცანით მოცემული ტრენინგ-დღის ამოცანებსა და შედეგებს, კერძოდ: ისტ-ის გამოყენება მრავალკომპონენტიანი შეფასებისათვის; პირადი ელექტრონული დღიური ( ბლოგი); სემესტრული ნიშნის გამოყვანა ელექტრონული ცხრილის გამოყენებით, ბლოგის დარეგისტრირება. ტრენინგ-მოდულის ბოლოს შევავსეთ შეფასების კითხვარები.
მესამე მოდულში გავეცანით სასწავლო პროექს და ეფექტური სასწავლო პროექტის ძირითად მახასიათებლებს, პროექტის დაგეგმვასა და აღწერას, თანამშრომლობითი საწავლო პროექტის დაგეგმვას ისტ-ის გამოყენებით. ტრენინგ-მოდულის ბოლოს შევავსეთ შეფასების კითხვარები.
მეოთხე მოდულში ვისწავლეთ მასწავლებლის თვით შეფასების ფორმები და ისტ ინსტრუმენტები, სლაიდშოუს გამოყენება, მასწავლებლიოს პორტფოლიო; Google სერვისები: ბლოგი, ფორუმი, საიტი, თარჯიმანი, Lemill. მოდულის დამთავრების შემდეგ შევავსეთ შეფასების ბარათები.
მნიშვნელობის დასაბუთება - ტრენინგი ჩემთვის მეტად ნაყოფიერი იყო. ტრენინგის დახმარებით ჩემი ზედაპირული ცოდნა ამ საკითხებთან დაკავშირებით უფრო საფუძვლიანი გახდა, დავრწმუნდი მათი გამოყენების აუცილებლობა - საჭიროებაში. მივხვდი, რომ მასწავლებელს სჭირდება მუდმივ დინამიკაში ყოფნა, რათა არ შეჩერდეს მისი პროფესიული ზრდა - განვითარება. ტრენინგის დასრულების შემდეგ გავაცნობიერე ისტ-ის გამოყენების მნიშვნელობა თანამედროვე, კონსტრუქტივისტულ პედაგოგიურ მიდგომებზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესში;
ამ ტრენინგზე მიღებული ცოდნის საშუალებით შევძლებ ისტ-ის გამოყენებას სასწავლო ერთეულის (გაკვეთილი ან თანამშრომლობითი სასწავლო პროექტი) ამოცანების შესაბამისად, კერძოდ:ისტ-ის გამოყენებას სასწავლო პროცესის დასაგეგმად;ისტ-ის გამოყენებას სასწავლო რესურსების მოსამზადებლად (შემუშავება, ადაპტირება, რედაქტირება და სხვ.);
სწავლა-სწავლების წარმართვას ისტ-ით გამდირებულ სასწავლო გარემოში; მოსწავლეთა შეფასების მეთოდების/ინსტრუმენტების გამოყენებას ისტ-ის საშუალებით;მოსწავლეთა მიერ ისტ-ის გამოყენების შეფასებას;·აუცილებლად გამოვიყენებ ისტ-ს მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან კომუნიკაციისათვის; შევძლებ მასწავლებლის პორტფოლიოს წარმოებას ისტ-ის გამოყენებით; შევძლებ ისტ-ის გამოყენებას პროფესიული თვითგანვითარების პროცესში. შვქმნი პერსონალურელ-პორტფოლიოს, რომელიც მოიცავს: გაკვეთილის გეგმას შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტით (მაგ., პრეზენტაცია, ცხრილი, რუბრიკა/შეფასების სქემა, ბლოგი, საიტი და სხვ.) სასწავლო პროექტს, შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტით (მაგ., პრეზენტაცია, ცხრილი, რუბრიკა/შეფასების სქემა, ბლოგი, საიტი და სხვ.) გავეცანი სწავლა- სწავლების ეფექტურ სტრატეგიებს ისტ-ის გამოყენებით: ვისწავლე ცნების რუკის შექმნა; ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე სტრატეგია; ვენის დიაგრამას, T- სქემას; სკოლაში დაბრუნების შემდეგ ვგეგმავ, მიღებული ცოდნა და გამოცდილება ჩემს კოლეგებს გავუზიარო, კერძოდ: კათედრის სხდომაზე წავიკითხავ მოხსენებას თემაზე: „ ისტ-ის გამოყენება სასწავლო რესურსების მომზადებაში”, „ როგორ გამოვიყენოთ ისტ-ი მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან კომუნიკაციისათვის“; „თანამშრომლობითი სასწავლო პროექტის დაგეგმვა და განხორციელება“
სწავლა-სწავლების წარმართვას ისტ-ით გამდირებულ სასწავლო გარემოში; მოსწავლეთა შეფასების მეთოდების/ინსტრუმენტების გამოყენებას ისტ-ის საშუალებით;მოსწავლეთა მიერ ისტ-ის გამოყენების შეფასებას;·აუცილებლად გამოვიყენებ ისტ-ს მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან კომუნიკაციისათვის; შევძლებ მასწავლებლის პორტფოლიოს წარმოებას ისტ-ის გამოყენებით; შევძლებ ისტ-ის გამოყენებას პროფესიული თვითგანვითარების პროცესში. შვქმნი პერსონალურელ-პორტფოლიოს, რომელიც მოიცავს: გაკვეთილის გეგმას შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტით (მაგ., პრეზენტაცია, ცხრილი, რუბრიკა/შეფასების სქემა, ბლოგი, საიტი და სხვ.) სასწავლო პროექტს, შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტით (მაგ., პრეზენტაცია, ცხრილი, რუბრიკა/შეფასების სქემა, ბლოგი, საიტი და სხვ.) გავეცანი სწავლა- სწავლების ეფექტურ სტრატეგიებს ისტ-ის გამოყენებით: ვისწავლე ცნების რუკის შექმნა; ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე სტრატეგია; ვენის დიაგრამას, T- სქემას; სკოლაში დაბრუნების შემდეგ ვგეგმავ, მიღებული ცოდნა და გამოცდილება ჩემს კოლეგებს გავუზიარო, კერძოდ: კათედრის სხდომაზე წავიკითხავ მოხსენებას თემაზე: „ ისტ-ის გამოყენება სასწავლო რესურსების მომზადებაში”, „ როგორ გამოვიყენოთ ისტ-ი მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან კომუნიკაციისათვის“; „თანამშრომლობითი სასწავლო პროექტის დაგეგმვა და განხორციელება“
ჩავატარებ პრეზენტაციას: „ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესის დასაგეგმად;“ „ მოსწავლეთა შეფასების მეთოდების/ინსტრუმენტების გამოყენება ისტ-ის საშუალებით;“ „გაკვეთილის დაგეგმვა“, „სასწავლო პროექტის დაგეგმვა“ვითანამშრომლებ ადმინისტრაციასთან სკოლაში ისტ-ის კულტურის დასანერგად. ძალიან დიდი მადლობა მასწავლებლის სახლსა და ქალბატონ მაია ჯოხაძეს საინტერესო ტრენინგისთვის.
ბ.კაპანაძის სახელობის სოფ ძლევიჯვარის
საჯარო სკოლის მასწავლებელი: ია გიგუაშვილი :
5/11/2012 წ
ტრენინგი: ,,ვიდეო, როგორც სასწავლო რესურსი“
ანგარიში
თარიღი ---24/03/2013
1. ტრენინგის შესახებ:
- ტრენინგის დასახელება: ,,ვიდეო, როგორც სასწავლო რესურსი“
- ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო).
- ტრენინგის ჩატარების ადგილი: სსიპ ქარელის № 2 საჯარო სკოლა.
- ტრენინგის ხანგრძივობა: 1 დღე (4 საათი).
2. მიზანი და დღის წესრიგი:
- მიზანი: მასწავლებლები გაეცნობიან სასწავლო პროცესში ვიზუალური მასალის გამოყენების მეთოდოლოგიას, ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილების თავისებურებებსა და სწორ მიდგომებს. შეისწავლიან ვიდეო - კლიპების მომზადებას პროგრამა „Movie Maker“ - ის გამოყენებით, ასევე ვიდეოს განთავსებას სასწავლო მეთოდური მასალების პორტალში.
- დღის წესრიგი:
Ø წარდგენა, გაცნობადა მონაწილეთა მოლოდინების განსაზღვრა- 20 წთ
Ø ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები, განრიგი, მუშაობის ფორმები და წესები, საორგანიზაციო საკითხები - 10 წთ
Ø ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილის ზოგადი თავისებურებანი და მიდგომები (დისკუსია) - 10 წთ
Ø რა ტიპის სასწავლო მასალა შეიძლება შეიქმნას პროგრამა Movie maker-ში. - 10წთ
Ø D-GP-IP -პროგრამა Movie Maker-ისძირითადიინსტრუმენტები, როგორიქმნებავიდეო-კლიპი. - 45 წთ
Ø შესვენება -20წთ
Ø ნასწავლი მასალის შეჯამება - 10წთ
Ø ვიდეო - კლიპისთვის შესაბამისი მასალის მოძიება ინტერნეტში - 15წთ
Ø პრაქტიკული ინდივიდუალური სამუშაო- 30წთ
Ø შესრულებული დავალებების პრეზენატაცია, ტრენერისა და აუდიტორიის უკუკავშირი - 20 წთ.
Ø D–GP–IP - როგორ ხდება ვიდეო -მასალის ატვირთვაYoutube-ში,ინსტრუმენტების გაცნობა- 30წთ
Ø გონებრივი იერიში “რა ვისწავლეთ? როგორ გამოვიყენებ შეძენილ კომპეტენციებს საგაკვეთილო პროცესში?” - 10წთ
Ø ტრენინგის შეფასება - 10 წთ
3. ტრენინგის მსვლელობა:
- წარდგენა და გაცნობა: ტრენერი ტრენინგის დაწყებისთანავე გაგვეცნო და ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ მოკლედ წარმოადგინა საკუთარი თავი. ასევე თითოეულმა მასწავლებელმა უპასუხა ტრენერის მიერ დასმულ 2 შეკითხვას ,,ჩატარებული ჰქონდა თუ არა ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილი და რა ფორმით?“ და ,,რა მოლოდინი ჰქონდა ტრენინგისგან?“
· ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები, განრიგი, მუშაობის ფორმები და წესები, საორგანიზაციო საკითხები : ტრენერმა წარმოგვიდგინა პროგრამის პრეზენტაცია: ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები (ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ პროგრამა Movie Maker -ის საშუალებით სასწავლო რესურსების შექმნას და ეფექტურად გამოყენებას სასწავლო პროცესში და შეძლებენ შექმნილი მასალის ვიდეო -ფაილების საცავში ატვირთვას), მოკლედ გაგვაცნო დღის წესრიგი, კომპიუტერებთან მუშაობის ფორმები და წესები, ასევე ვისაუბრეთ საორგანიზაციო საკითხებზე და აქტივობებზე (აქტიური ლექცია, გონებრივი იერიში, დემოსტრირება - მართული პრაქტიკა - დამოუკიდებელი ვარჯიში (D – GP - IP), პრეზენტაცია, პრაქტიკული მეცადინეობა). ტრენინგის მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება დაესვათ ტრენერისთვის სასურველი და მნიშვნელოვანი კითხვები
- ისტ-თი გამდიდრებული გაკვეთილის ზოგადი თავისებურებანი და მიდგომები : ტრენერმა ისაუბრა ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილის თავისებურებებზე და შემდეგ დისკუსიაში ჩაგვრთო მონაწილეები: ,,რა უპირატესობა აქვს ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილის ჩატარებას?“. გამოითქვა სხვადასხა მოსაზრებები, მაგრამ ყველა მასწავლებლის აზრი იყო ერთნაირი იმაზე, რომ ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილზე მოსწავლე უფრო მეტად მოტივირებულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თვითონაც მონაწილეობს სასწავლო მასალის შექმნაში, ასევე გაკვეთილი არის უფრო საინტერესო, ვიზუალური მასალა ეხმარება მოსწავლეს ინფორმაციის უკეთ აღქმაში და გაგებაში.
· რა ტიპის სასწავლო მასალა შეიძლება შეიქმნას პროგრამა Movie maker - ში. ტრენერმა პროექტორის საშუალებით გვიჩვენა თავის მიერ შექმნილი ვიდეო - მასალა ,,სვანეთი“, ჩვენების დროს თან დაურთო კომენტარები, რა ტექნიკურ მხარეზე უნდა გამახვილდეს ყურადღება ვიდო - მასალის შექმნის დროს.
· D - GP - IP -პროგრამა Movie Maker-ის ძირითადი ინსტრუმენტები, როგორ იქმნება ვიდეო - კლიპი. ტრენერმა განმარტა, რომ movie maker არის ვიდეო კლიპების დამზადების Micro Soft - ის უფასო პროგრამა და windows XP – ს ვერსიას იგი ავტომატურად მოყვება. Windows 7 - ის ზოგ ვერსიას შეიძლება არ მოყვეს, ამიტომ ტრენერმა დაწვილებით აგვისხსნა და გვაჩვენა როგორ უნდა მოხდეს Micro Soft - ის საიტიდან მისი გადმოწერა და დაინსტალირება. ამის შემდეგ გაგვაცნო პროგრამა movie maker - ის ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლის საშუალებითაც ხდება ვიდეო - კლიპების შექმნა: მედია, აუდიო და ვიდეო ფაილების ჩასმა, სხვადასხვა ანიმაციური ეფექტებით გაფორმება, სატიტულეე კადრების შექმნა, ვიდეო - ფაილების დაჭრა და ერთმანეთზე გადაბმა, შექმნილი მასალის შენახვა დასრულებული პროექტის და დასრულებული სახით. აგვიხსნა განსხვავება ამ 2 სახის შენახვას შორის. პარალელურად თითოეული მონაწილე ინდივიდუალურად მუშაობდა კომპიტერთან ახსნილი მასალის გაგება - განმტკიცებაზე. ტრენერი პასუხობდა თითოეული მასწავლებლის შეკითხვას.
- შესვენება: ტრენერმა გამოაცხადა 20 წუთიანი შესვენება.
- ნასწავლი მასალის შეჯამება: შესვენების მერე პროექტორის საშუალებით მსმენელების აქტიური ჩართულობით მოხდა ნასწავლი მასალის გამეორება - შეჯამება
- ვიდეო - კლიპისთვის შესაბამისი მასალის მოძიება ინტერნეტში ტრენერმა მოგვცა დავალება, მოგვეძებნა ის მასალა ინტერნეტში, რომლის საშუალებითაც მოვამზადებიდით ვიდეო - კლიპს და ყველაფერი ეს მოგვეთავსებინა ჩვენს საქაღალდეში. გარდა ამისა, ტრენერს წინასწარ ჰქონდა კომპიუტერებში ჩაწერილი ტრენინგის მასალა (სხვადასხვა ვიდეო და აუდიო ფაილები), გვაჩვენა სად იყო ჩაწერილი ეს მასალა და გვითხრა, რომ სავარჯიშო ვიდეო - მასალის შექმნისთვის შეგვეძლო გვესარგებლა ამითაც.
- პრაქტიკული ინდივიდუალური სამუშაო: ინტერნეტში მოძიებული და ტრენერის მიერ წინასწარ ჩაწერილი მასალით დავიწყეთ ინდივიდუალური დამოუკიდებელი პრაქტიკული მუშაობა. რაიმე შეკითხვის წარმოშობის შემთხვევაში ტრენერი ინდივიდუალურად მიდიოდა თითოეულ მსმენელთან და ამომწურავად პასუხობდა ყველა კითხვას. ტრენერმა გვთხოვა, მაქსიმალურად გამოგვეყენებენი ყველა ის ინსტრუმენტი, რაც ვისწავლეთ.
- D – GP – IP - როგორ ხდება ვიდეო - მასალის ატვირთვა Youtube - ში, ინსტრუმენტების გაცნობა: ვინაიდან სკოლის კომპიუტერულ ლაბორტორიებში დაბლოკილია ვიდეო - ფაილების საცავი Youtube, ტრენერმა საპრეზენტაციო პროგრამის საშუალებით გაგვაცნო ის მარტივი ინსტრუმენტები, როგორ შეიძლება აიტვირთოს შექმნილი ვიდეო - მასალა Youtube - ში და უპასუხა ჩვენს მიერ დასმულ ყველა შეკითხვას.
- შესრულებული დავალებების პრეზენატაცია, ტრენერისა და აუდიტორიის უკუკავშირი : თითოეულ მონაწილეს დავალების პრეზენტაციისთვის მიეცა 2 – 3 - წთ. პრეზენტატორი მოკლედ მომოიხილავდა თავის ნამუშევარს, ხოლო შემდეგ აუდიტორია და ტრენერი აჯამებდნენ წარმოდგენილ ნამუშევარს.
- დებრიფინგი “რა ვისწავლეთ? როგორ გამოვიყენებ შეძენილ კომპეტენციებს საგაკვეთილო პროცესში? ” ტრენინგის მიწურულს მოხდა ნასწავლი მასალის შეჯამება. თითოეულმა ჩვენთაგანმა აღნიშნა, გაკვეთილის რომელ ფაზაზე და როგორ გამოიყენებდა ტრენინგზე ნასწავლ მასალას სასწავლო პროცესში.
- ტრენინგის შეფასება: ტრენერის შეკითხვაზე გაამართლა თუ არა ტრენინგმა მათი მოლოდინი, ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ტრენინგმა მოლოდინს გადააჭარბა, იყო მეტად საინტერესო, პროდუქტიული. ასეთი პრაქტიკული დანიშნულების ტრენინგები საჭიროა ხშირად ჩატარდეს საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის. აღნიშნეს, რომ ის რისი გაკეთებაც მატთვის წარმოუდგენელი იყო საკუთარი ძალებით სხვისი დახმარების გარეშე, ახლა ტრენინგის გავლის შემდეგ ეს უკვე მეტად იოლი იქნება.
4. ტრენინგის მნიშვნელოვნების დასაბუთება:
აღნიშნული ტრენინგისას ჩემთვის მნიშვნელოვანი და ახალი იყო ყველაფერი. ძალიან მომეწონა პროგრამა Movie Maker და მისი შესაძლებლობები. ტრენინგში მონაწილეობამ მომცა სტიმული და გამიზარდა ახალი იდეების, ინოვაციების განხორციელების მოტივაცია.
აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგში ათვისებულ სიახლეებს სასწავლო პროცესში. გავამდიდრებ ჩემს გაკვეთილებს ვიდეო - მასალითაც. გარდა ამისა, ამ ტრენინგმა საშუალება მომცა და დამანახა, როგორ გავამდიდრო ჩემი ელ. პორტფოლიო.
კოლეგებს შევთავაზებ ჩემ მიერ შეძენილი ცოდნისა და უნარების გაზიარებას ტრენინგის სახით და დავარწმუნებ, რომ ეს სიახლე დადებითად იმოქმედებს მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობაზე.
5. ტრენინგის შემდეგ:
ტრენინგის შემდეგ ტრენერმა ელ. ფოსტით პერსონალურად გამოგვიგზავნა ტრენინგის მასალა (handout), რომელიც ძალიან დამეხმარა დამოუკიდებლად გამემტკიცებინა ტრენინგზე ნასწავლი მასალა. ტრენინგის შემდეგ შევქმენი სასწავლო ვიდეო - ფაილი, რომელიც ავტვირთე Youtube - ში. დიდი მადლობა ქ-ნ ქეთი ცერაძეს საინტერესო ტრენინგისათვის...
ბ.კაპანაძის სახელობის სოფ ძლევიჯვარის
საჯარო სკოლის მასწავლებელი: ია გიგუაშვილი :
თარიღი ---24/03/2013 წ
Intel -ანგარიში
ბ.კაპანაძის სახელობის სოფ ძლევიჯვარის
საჯარო სკოლის მასწავლებელი: ია გიგუაშვილი :
თარიღი ---24/03/2013 წ
Intel -ანგარიში
ტრენინგის
დაწყება და დამთავრება:
1. ტრენინგის შესახებ:
- ტრენინგის
დასახელება: პროექტებით სწავლება
- Intel.
- ტრენინგის
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრი -საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
- ტრენერი
: ნათია მაისურაძე
- ტრენინგის
ჩატარების ადგილი: ქარელი.
ქარელის № 1 საჯარო სკოლა:
- ტრენინგის
ხანგრძივობა: 9
დღე (36 საათი)
2.
ტრენინგის მიზანი და ამოცანები: პროექტებით სწავლების მიზანია აქტივობები
დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი
სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.
·
როგორ შეიძლება ტექნოლოგიების ყველაზე ეფექტური გამოყენება
სწავლის პროცესის ხელშეწყობისათვის და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად?
·
ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის დაგეგმვა,
რომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნო და 21-საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება.
·
პროექტების გამოქვეყნება სხვებისთვის გასაზიარებლად.
·
რეფლექსია სწავლაზე.
ტრენინგი მოიცავს
8 მოდულს.
მოდული
1. დღე 1-2. პროექტებით სწავლება.
1 მოდულის
საკვანძო კითხვები:
·
როგორ დაეხმარება პროექტები ჩემს მოსწავლეებს სასწავლო
სტანდარტის მიღწევასა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში?
·
როგორ გამოვიყენოთ პროექტების სწავლის პროცესის გაუმჯობესებისათვის?
1 მოდულის
ძირითადი აქტივობები:
·
პორტფოლიოს კომპონენტების გაცნობა.
·
სტატიის მომზადება პროექტით სწავლების თემაზე და მისი
გამოცემა.
·
ჩვენი პროექტის შესაბამისი 21-საუკუნის უნარ-ჩვევების
შერჩევა.
·
საპროექტო იდეების გენერირება.
·
რეფლექსია ჩვენ ბლოგზე.
ტრენინგის პირველი დღე ტრენერმა დაიწყო ვიდეოს ჩვენებით რომელიც
პროექტზე დაფუძნებულ საწვლებას ეძღვნებოდა, ვიდეო იყო ძალიან შთამბეჭდავი და ინოვაციური.
შემდეგ გაგვეცნო და თითოეულმა მონაწილემ გავაცანით თავი ჯგუფის წევრებს, ვისაუბრეთ
თუ რომელ კლასებს ვასწავლით, რა საგანს და რა მოლოდინი გვაქვს ამ ტრენინგიდან. შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო კურსის
თითოეული მოდულის აქცენტები და მოსალოდნელი შედეგები გაგვაცნო Intel-ის სახელმღვანელო
Viewer-ი, დავათვალიერებინა პროგრამის ინტერფეისი, გაგვაცნო სამუშაო ინსტრუმენტები,
გვაჩვენა დამხმარე გზამკვლევი და დავათვალირეთ სხვადასხვა რესურსები (პროექტის გეგმები
და დამხმარე მასალები).
გავიხსენეთ ტექსტური რედაქტორიWord-ი და გავაკეთეთ ელექტრონული
საქაღალდე და ქვესაქაღალდეები რომლებიც მოვათავსეთ ძირითად საქაღალდეში, შესაბამისად
ტრენინგის განმავლობაში მოვათავსებთ ყველა
იმ დოკუმენტს რომელსაც ჩვენი პროექტისთვის შევქმნით, რაც გაგვიიოლებს მასალების მოძებნას.
ასევე გავეცანით პორტფოლიოს ჩეკლისტს, 21-საუკუნის უნარ-ჩვევებს, პროექტის მახასიათებლების
ჩეკლისტს, პროექტის გეგმის შაბლონს, განვიხილეთ პორტფოლიოს რუბრიკა, რომლებსაც კიდევ დავუბრუნდებით პროექტზე მუშაობის
პერიოდში. დავათვალიერეთ ინტელის ელ. სახელმძღვანელოში რამდენიმე პროექტი, ასევე გავიარეთ რეგისტრაცია ბლოგზე, სადაც გავაკეთებთ
რეფლექსიას ყოველი ტრენინგ დღის ბოლოს.
ტრენინგის მეორე
დღეს დავალებად გვქონდა მოგვეფიქრებნა საპროექტო იდეა რომელსაც გავახორციელბთ უახლოეს
მომავალში. მე მოვიფიქრე გავაკეთო პროექტი სახელწოდებით
„ ნარკომანია -- მსოფლიო სენი “ VIII კლასში.
ჯგუფის წევრებმა
ერთმანეთს გავაცანით ჩვენი პროექტების ზოგადი თემა.
ტრენერი გვესაუბრა საგამომცემლო პროგრამის სასარგებლო
თვისებებზე სასწავლო პროცესში, რომ
ბეჭდვითი გამოცემები ეფექტურია სამიზნე აუდიტორიასთან მუშაობაში. ამ გზით შესაძლებელი ხდება ინფორმაციის
ზუსტი გაცვლა და მოსწავლეებისთვის კომუნიკაციის ეფექტური მეთოდის დემონსტრირება.ასევე აგვიხსნა, რომ სტატიის გამოცემისთვის
შეგვიძლია ერთი რომელიმე ფორმატი შევარჩიოთ - ახალი ამბების ბიულეტენი, გაზეთი, ბროშურა, პლაკატი ან სხვა ბეჭდვითი მედია.გვასწავლა როგორ დაგვემზადებინა ბუკლეტები ჩვენი ფანტაზიის
საშუალებით Microsoft Word-ში, გვასწავლა Microsoft Word-ის მზა შაბლონის დახმარებით
ბროშურების შექმნა, ამავე დროს Intel-ის ელექტრონულ სახელმძღვანელო Viewer -ში გვაჩვენა ბუკლეტის და გაზეთის შაბლონები. დავიწყეთ
ბუკლეტებზე მუშაობა, ინტერნეტში მოვიძიეთ პროექტის შესაბამისი სურათები და ბუკლეტში
ჩავსვით, რომელიც მოთავსებული გვქონდა პორტფოლიოს საქაღალდეში_სასწავლო პროექტის დამხმარე.
ტრენინგის
დღის ბოლოს ტრენერმა საშინაო დავალებად მოგვცა ბუკლეტი სახლში დასასრულებლად და დასახვეწად.
ტრენინგის მონაწილეებმა გავაკეთეთ რეფლექსია და მინიმუმ სამ ჯგუფის წევრს დავუწერეთ
კომენტარი ბლოგზე.
მოდული
2. დღე 3-4.სასწავლო
პროექტის დაგეგმვა.
მოდული
2-ის საკვანძო კითხვები:
·
როგორ
შეუწყობს ხელს სასწავლო პროცესს მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები?
·
როგორ
შეიძლება დავგეგმოთ მოსწავლეზე ორიენტირებული მიმდინარე შეფასება?
2 მოდულის
ძირითადი აქტივობები:
·
სტანდარტის
განაზღვრა სასწავლო პროექტისთვის.
·
მიზნების
შემუშავება სასწავლო პროექტისთვის.
·
მიმართულების
მიმცემი კითხვების შემუშავება და განხილვა.
·
შეფასების
მეთოდების და სტრატეგიების განხილვა.
·
სასწავლო
პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციების შექმნა.
მეორე
მოდულზე გადასვლის შემდეგ პროექტის ეფექტურად დაგეგმვისთვის, გადავხედეთ ჩვენ საგნობივ
სტანდარტებს და განვსაზღვრეთ, საგნის სტანდარტის რომელი შედეგის/ინდიკატორის მიღწევად და შეფასება გვსურს ჩვენი თემის ფარგლებში, პარალელურად გამოვიყენეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების
დოკუმენტი რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო დონის უნარ-ჩვევების განვითარებას.
შემდეგ ტრენერმა
გვაჩვენა პრეზენტაცია მიმრთულების მიმცემი კითხვების შესახებ, გვესაუბრა და ჯგუფში
განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები,
Google doc-ების საშუალებით ტრენერმა გაგვიზიარა ჯგუფს სავარჯიშო
„გონებრივი იერიშის კითხვები“ მსმენელები დაგვყო წყვილებად და თოთოეულ წყვილს მოგვცა
შესაბამისი დავალება, ამ აქტივობით ჩვენ უკეთ გავერკვიეთ როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ
მიმართულების მიმცემი შეკითხვები და პარალელურად ვისწავლეთ დოკუმენტის გაზიარება google doc-ების საშუალებით და გაზიარებულ დოკუმენტებში მუშაობა. შემდეგ, ჩვენი
პროექტისთვის ჩამოვაყალიბეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვა და ჩავწერეთ
პროექტის პროექტის გეგმის შაბლონში. ეს შეკითხვები ხელს შეუწყობს მოსწავლეებს, გამოიყენონ
მაღალი დონის სააზროვნო უნარები, სრულყოფილად გაიგონ ძირითადი ცნებები და სისტემატურად
გაუკეთონ ორგანიზება ინფორმაციას.
ასევე
დავიწყეთ მუშაობა შეფასების ფორმებზე. პროექტზე დაფუძნებული სწავლებისათვის უნდა შეგვერჩია
ისეთი შეფასების ფორმები რომელიც შეაფასებს თემის მნიშვნელოვან ამოცანებს, ჩართავს
მოსწავლეებს შეფასების პროცესში, აწარმოებს პროგრესის მონიტორინგს, ხელს შეუწყობს გაგების
ხარისხის მონიტორინგს, ნასწავლი მასალის და უნარ-ჩვევების დემონსტრირებას, წაახალისებს
მეტაკოგნიტურ აზროვნებას.
მოდულის
ბოლოს გავაკეთეთ პროექტის გეგმის პრეზენტაცია. პრეზენტაცია მოიცავს პროექტის მოკლე
აღწერას, სამიზნე სტანდარტებს და მიზნებს, მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს და
შეფასების დროში გაწერილ გეგმას. დასრულებული პრეზენტაცია გადავიტანეთ საქაღალდეში
_სასწავლო პროექტის გეგმა და ავტვირთეთ ბლოგზე.
მოდული
3. დღე 5. კავშირები.
3მოდულის
საკვანძო კითხვები:
·
როგორ
უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლების შეფასების მიზნით?
3 მოდულის
ძირითადი აქტივობები:
მოდულის მიმდინარეობისას:
·
შეივისწავლეთ
და განვიხილეთ საავტორო უფლებების კანონმდებლობა და სამართლიანი გამოყენების წესები
განათლების სისტემაში.
·
შევქმენით ბიბლიოგრაფია.
·
გავეცანით
ინტერნეტ რესურსებს, რომელთაც გამოიყენებთ
კვლევაში, კომუნიკაციასა და თანამშრომლობის პროცესში.
·
შევაფასეთ ინტერნეტ
რესურსები.
·
გავაუმჯობესეთ
სასწავლო პროექტის გეგმა.
·
გავაკეთეთ რაფლექსია ბლოგზე.
ტრენინგ დღის დაწყების წინ შევაჯამეთ წინა ტრენინგ დღეები
და განვიხილეთ საავტორო უფლებების კანონმდებლობით და სამართლიანად გამოყენების წესები
განათლების სისტემაში. თითოეულმა ჩვენგანმა პროექტისთვის გამოყენებული მასალებისთვის
გავაკეთეთ ბიბლიოგრაფია, Viewer-ის სახელმღვანელოს რესურსებიდან გამოვიყენეთ დოკუმენტი
„გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი“
სადაც მივუთითეთ ჩვენ მიერ გამოყენებული სურათების URL მისამართები, რომელიც
მოვათავსეთ საქაღალდეში სურათები აუდიო ვიდეო
- საავტორო უფლებები.
ეს საკითხი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა,რადგან მოსწავლეებს
უნდა ვასწავლოთ სხვისი ნამუშევრის პატივისცემა და საავტორო უფლებების გამოყენება, ასევე
ინტერნეტრესურსების სწორად გამოყენება.
გავეცანით მოსწავლეთა კომუნიკაციისათვის ხელშეწყობისთვის
ონლაინ პროგრამებს: ელ.ფოსტა, ონლაინჩატი, სწრაფი
შეტყობინება, ინტერნეტ გაზეთები.
განვიხილეთ
ინტერნეტ თანამშრომლობითი სასწავლო რესურსების გამოყენების დადებითი და უარყოფითი მხარეები,
ონლაინ კოლაბორაციული სასწავლო რესურსები, რომელიც განთავსებულია რესურსების ჩანართის
ჯგუფში ინტერნეტ რესურსები/ვებ 2.0 კოლაბორაციული რესურსები.
მოდული
4. დღე 5. სასწავლო ნიმუშების შექმნა.
4 მოდულის
საკვანძო კითხვები:
·
რამდენად
დამეხმარება მოსწავლის ნიმუშის შექმნა პროექტის ფარგლებში ჩემი მოლოდინების გამოკვეთასა
და სასწავლო პროცესის დაგაგმვაში?
·
პროექტზე
მუშაობისას როგორ უზრუნველვყო მოსწავლეთა მიერ სასწავლო მიზნების მიღწევა?
4 მოდულის ძირითადი აქტივობები:
·
მონაწილეები
შექმნიან და შეაფასებენ მოსწავლეთა ნაშრომების სავარაუდო ნიმუშებს: პრეზენტაციებს,
პუბლიკაციებს და ბლოგებს.
·
პროექტის
გეგმებში შეიტანენ საჭირო ცვლილებებს.
·
გააკეთებენ
რეფლესიას.
მეოთხე
მოდულზე მუშაობისას დავიწყეთ მოსწავლის ნაშრომის სავარაუდო ნაშორმის მომზადება, ვმუშაობდით
ტექსტურ რედაქტორ Word-ში და საპრეზენტაციო პროგრამა Power
Point-ში, მოსწავლის თვალით დანახული სავარაუდო ნაშრომის შექმნა
დამეხმარება, განვსაზღვრო, რამდენად შეესაბამება პროექტი მოსწავლეთა საჭიროებებსა და
ინტერესებს. ეს ასევე დამეხმარება გავარკვიო სწავლების საჭირო რესურსების ხელმისაწვდომობის
საკითხი, შინაარსი და აქტივობები. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი შევინახეთ საქაღალდეში
_მოსწავლის
ნიმუში
მოდული
5. დღე 6. მოსწავლეთა პროექტების შეფასებაა.
მოდულის
მთავარი კითხვა:
·
როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად,სწავლის
პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით?
მოდულის
ამოცანები:
მოდულის
განმავლობაში მონაწილეები:
·
ერთმანეთს
გავუზიარებთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ვერსიებს.
·
დავხვეწავთ
შეფასების გეგმებს.
·
შევქმნით
შეფასების ფორმებს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასებისთვის.
·
ცვლილებებს
შევიტანთ პროექტის გეგმაში.
·
გავაკეთებთ
რეფლექსიას ბლოგზე.
დღევანდელ ტრენინიგ დღეს ვიმუშავეთ ვორდში და power
point-ში კომენტარების დაწერაზე. ვისწავლეთ ბლოგზე ჩანართების გაკეთება. ეს საკითხი
ძალიან მომეწონა. უკვე გავაკეთე ჩემი პროექტების ჩანართები.გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო
ნაშრომის შეფასების რუბრიკა და შევინახეთ საქაღალდეში _შეფასებები. დავათვალიერეთ და
გავეცანით Viewer -ის
სახელმძღვანელოში მოცემული სხვადასვა შეფასების რუბრიკის ნიმუშები, ცვლილებები შევიტანე
პროექტის გეგმაში და გავაკეთე რეფლექსია ბლოგზე.
მოდული 6. დღე 7. დაგეგმვა
მოსწავლეთა წარმატებისათვის.
მოდულის საკვანძო კითხვა:
·
როგორ
დავაკმაყოფილოთ მოსწავლეების განსხვავებული საჭიროებები?
·
როგორ
შემიძლია შევუწყო ხელი ჩემს მოსწავლეებს, რომ ისინი თვითრეგულირებად მსწავლელებად იქცნენ?
მოდულის
ამოცანები:
მოდულის
განმავლობაში მონაწილეები:
·
ერთმანეთს
გავუზიარებთ სავარაუდო ნაშრომებს და რუბრიკებს.
·
ვიმსჯელებთ,
როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეების თვითრეგულირებად სწავლას.
·
მოვძებნით
დიფერენცირებული სწავლების გზებს ყველა ტიპის მოსწავლისთვის.
·
შევქმნით
დამატებით მასალებს მოსწავლეთა გეზის მისაცემად (სკაფოლდინგი)
·
გავაკეთებთ
რეფლექსიას ბლოგზე.
დღევანდელ
ტრენინგ დღეს შევქმენით მოსწავლის დამხმარე რესურსი_პროგრამა PowerPoint-ში,
შევავსეთ შეფასებების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი პროექტის გეგმაში, გავაკეთეთ მოსწავლის
თვითშეფასების ნიმუში, ტრენერმა გაგცავნო სწავლის სტილისა და მრავალმხრივი ინტელექტის
თეორია, გვაჩვენა საინტერესო პრეზენტაცია, ჯგუფში ვიმსჯელეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე,
გვთხოვა შეგვეფასებინა საკუთარი პრაქტიკა დიფერენცირებული სწავლების შემთხვევაში, რის
შემდეგაც პროექტის გეგმაში დეტალურად გავწერეთ განსაკუთრებული მიდგომების მქონე მოსწაველეებისათვის
საჭირო აქტივობები და რესურსები რაც ხელს შეუწყობს პროექტზე მუშაობის პროცესში მათ მაქსიმალურ ჩართულობას.
მოდული 7. დღე 8. ფასილიტაცია
ტექნოლოგიებით.
მოდულის საკვანძო სიტყვები:
·
როგორ
გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში?
·
როგორ
გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად?
მოდულის ამოცანები:
·
როგორ
გამოვიყენოთ კითხვების დასმის ტექნიკა.
·
შევქმნით
პრეზენტაციებს, დოკუმენტებს, ცხრილებსა და ვებრესურსებს, მოსწავლეზე ორიენტირებული
სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად.
·
მოდიფიცირებას
გავუკეთებთ სასწავლო პროექტის გეგმას.
·
შევქმნით
მასალებს.
·
გავაკეთებთ
რეფლექსიას ნასწავლ მასალაზე.
მოსწავლეზე
ორიენტირებულ სწავლის შემთხვევაში მასწავლებელი ფასილიტატორის
რესურსებს ისე უკეთებს ორგანიზებას, რომ
სწორი მიმართულება მისცეს
მოსწავლეებს და ასწავლოს მათ, თუ როგორ ისწავლონ, დღევანდელ ტრენინგ დღეს გავაკეთე ფასილიტაციის რესურსი
ჩემი მოსწავლეებისათვის power point-ში პრეზენტაციის
სახით და შევინახე საქაღალდეში _სასწავლო
პროექტის დამხმარე.
სასწავლო პროექტის ჩეკლისტში მოვნიშნეთ ყველა ის რესურსი
რაც შევქმენით სასწავლო პროექტისთვის ამ ტრენინგის მანძილზე, პარალელურად გადავამოწმეთ
პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი და აღვნიშვნა გავუკეთეთ ყველა იმ მახასიათებლებს
რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სკოლებში განხორციელებული სასწავლო პროექტი.
ვიმუშავეთ ბლოგებზე, ჩავსვით გაჯეტები და გავეკეთეთ
რეფლექსია ბლოგზე.
მოდული
8. დღე 9. სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ჩვენება.
მოდულის
საკვანძო კითხვები:
·
როგორ
წარმოვადგინო და მოვამზადო ჩემი ნამუშევრები ეფექტურად?
·
როგორ
გავუზიარო ჩემს კოლეგებს კონსტრუქციული უკუკავშირი?
მოდულის
ამოცანები:
·
მოამზადონ
და წარმოადგინონ სასწავლო პროექტის პორტფოლიო.
·
შეაფასონ
ინტელის ძირითადი კურსი.
·
მიიღონ
კონკურსში მონაწილეობის სერთიფიკატები
Intel -ის ტრენინგის ბოლო დღეს ჯგუფის წევრებმა წარმოვადგინეთ
ჩვენი სასწავლო პროექტის პრეზენტაცია. ჩვენი ელექტრონული პორტფოლიოები გამოვაქვეყნეთ
ბლოგზე და გავაკეთე რეფლექსია.
ტრენინგზე მიღებული
ცოდნა დიდ დახმარებას გამიწევს სასწავლო პროექტებზე მუშაობისას...
3.
ტრენინგის მნიშვნელოვნების დასაბუთება.
აღნიშნულ ტრენინგზე ჩემთვის
მნიშვნელოვანი და ახალი იყო ძალიან ბევრი. მიუხედავად
იმისა, რომ უკვე მქონდა
გამოქვეყნებული პროექტი ბლოგზე,
ბევრი რამ ვისწავლე და
დავხვეწე. ვისწავლე
სასწავლო პროექტების გეგმებზე,ბროშურაზე, ელექტრონულ გაზეთზე და შაბლონებზე მუშაობა,
დავხვეწე ელ. ფოსტაზე და ბლოგზე მუშაობა.
ტრენინგში მონაწილეობამ მომცა სტიმული და გამიზარდა ახალი იდეების,
ინოვაციების განხორციელების მოტივაცია.
აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგზე ათვისებულ სიახლეებს სასწავლო
პროცესში.
ვაპირებ აქტიურად ვიმუშავო მოსწავლეებთან აღნიშნულ თემაზე
და მისი გამოყენებით გავაძლიერო მოსწავლეებში ინტერესი სწავლისადმი.
გავიცანი ბევრი
საინტერესო კოლეგა, მათთან გავაგრძელებ საქმიან ურთიერთობებს.
ვისწავლე ბევრი ახალი ტერმინი.
კოლეგებს შევთავაზებ ჩემ მიერ შეძენილი ცოდნისა და უნარების გაზიარებას
კონსულტაციის სახით და დავარწმუნებ,
რომ ეს სიახლე დადებითად
იმოქმედებს მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობაზე.
და ბოლოს... ვიმუშავე საუკეთესო ტრენერთან, რომელიც ყოველთვის
მზადაა დახმარება გაგვიწიოს პროფესიულ ბილიკებზე და ასევე საუკეთესო პიროვნებაა...
ბ.კაპანაძის სახელობის სოფ ძლევიჯვარის
ბ.კაპანაძის სახელობის სოფ ძლევიჯვარის
საჯარო სკოლის მასწავლებელი: ია გიგუაშვილი :
7/07/ 2014 წ
Комментариев нет:
Отправить комментарий