სარჩევი

.კათედრის სხდომაზე მასწავლებლის გაკეთებული პრეზენტაციის ან მონაწილეობის ამსახველი მასალა

                           კათედრაზე  გაკეთებული თემის  პრეზენტაცია

            ბესიკ კაპანაძის სახელობის ქარელის მუნიციპალიტეტის
                                          სოფელ ძლევიჯვარის საჯარო  სკოლა
                                                                  2014 წელი
                 მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა
             საგაკვეთილო პროცესში  ბიოლოგიის სწავლებისას
      საბუნებისმეტყველო  საგნების სწავლებისას, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება შემეცნების პროცესში მოსწავლის აქტიურად ჩართვას. ეს მოსწავლეებს საშუალებას აძლევს ,მიღებული ცოდნა და შეძენილი უნარ-ჩვევები კონკრეტულ სიტუაციას მიუსადაგოს, პრაქტიკულად გამოიყენოს და გადაჭრას მის წინაშე მდგომი პრობლემები. ამ მიზნის მისაღწევად საჭირო ცოდნის მიღება და უნარ-ჩვევების განვითარება სწავლების პროცესის გარდაქმნას მოითხოვს.
     სიახლეები სხვა მრავალ ასპექტთა შორის, გულისხმობს ყურადღების გამახვილებას კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებაზე. თუ აქამდე გაკვეთილზე მუშაობის დროს მოსწავლე ძირითადად დამკვირვებლის როლში გამოდიოდა, ხოლო შემსრულებელი მასწავლებელი იყო, ახლა თითოეულმა  მოსწავლემ  უნდა შეძლოს გაკვეთილზე მაქსიმალურად მუშაობა, კვლევების ჩატარება, მისი შედეგების აღრიცხვა და  გაანალიზება,  სათანადო დასკვნების გამოტანა. 
      სწავლების ნებისმიერ საფეხურზე   ბიოლოგიის  გაკვეთილები საინტერესო და შთამბეჭდავი რომ იყოს  გთავაზობთ ჩემს მიერ  გამოცდილ ორ  საუკეთესო მეთოდს :  პირველი-ინფორმაციული- საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში და მეორე _ კონკურსი / ვიქტორინა. 
    ისტ-ის გამოყენებით იცვლება სასწავლო გარემოს ხედვა.  ბუნებრივია მოსწავლეთა დაინტერესება და ჩართულობა მატულობს  თუ მასწავლებელი წარმოადგენს თხრობის პარალელურად მონიტორზე  ვიზუალურად წარმოდგენილ შესაბამის მასალას, ან power point-ში გამზადებულ საპრეზენტაციო მასალას. მაგალითად  „მიტოზის“ და „მეიოზის“ შესწავლისას თუ პარალელურად ვაჩვენებთ ვიდეოს youtube- დან ამ თემასთან დაკავშირებით , ვიზუალური შთაბეჭდილება   კარგად ჯდება მოსწავლეთა მეხსიერებაში და განამტკიცებს თეორიულ ცოდნას. ასევე ძალიან საინტერესო  პროგრამაა learningapp.org სადაც შეგიძლიათ თქვენ თვითონ შექმნათ ტესტები და გამოიყენოთ მრავალჯერადად თემის გამეორებისათვის ან კონკრეტული გაკვეთილისთვის.  მე პირადად აქტიურად ვიყენებ  და მომავალშიც ვაპირებ გამოვიყენო რადგანაც ამ მეთოდით დავინახე თუ რამდენად აქტიურად არიან ჩართული მოსწავლეები. შევადგინე  ცოდნის განმტკიცებისათვის  ტესტები ,რომლებსაც ქონდა დაფარული პასუხები და ვთხოვე მოსწავლეებს ჩაენიშნათ სწორი პასუხები და ბოლოს გამოვაჩინოთ და დაითვალეთ სწორი პასუხების რაოდენობა და თქვენ ვერ წარმოიდგენთ თუ როგორ აქტიურად ჩაერთო მთელი კლასი, ყველა ბავშვი ინტერესით აკვირდებოდა ტესტებს და ინიშნავდა პასუხებს უკეთესი შედეგის მისაღწევად.  
        რეფერატების,  პროექტებისთვის კი აუცილებელია ისტ-ის გამოყენება. ინფორმაციის მოსაძიებლად , სურათების კოლაჟისთვის და სხვა. თითქმის ყველა გაკვეთილზე  რა თქმა უნდა შესაძლებლობების ფარგლებში ვცდილობ გამოვიყენო ისტ-ი ,რათა გაკვეთილები უფრო საინტერესო გავხადო , გავზარდო მოტივაცია და  მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხი ბიოლოგიის გაკვეთილებზე.  კონფერენციის ფორმატი ყველა მეთოდის აღწერის საშუალებას არ იძლევა ,მაგრამ მინდა კიდევ ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიება წარმოგიდგინოთ:  ვიქტორინა- კონკურსები.  
       ვიქტორინა- კონკურსები,  ზრდის როგორც გარეგან , ისე შინაგან მოტივაციას, ცოდნას და ინტერესს საგნის მიმართ. ამიტომ მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად მნიშვნელოვანია სახალისო-შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარება. მაგ. მეშვიდე კლასში თემა: პროკარიოტების( ბაქტერიების, ვირუსების...) განმტკიცების მიზნით ჩავატარე  ვიქტორინა: „ჩვენი უხილავი მტრები“, რომელიც შედგებოდა მოსამზადებელი ეტაპისაგან  და თვითონ კონკურსისაგან სადაც მოსწავლეებმა შეძლეს თავიანთი ცოდნის  რეალიზება საზოგადოების წინაშე  არსებულ კონკრეტულ გარემოში, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და კონკრეტული თემის უკეთესად განმტკიცებასა და ხანგრძლივი დროით დამახსოვრებას.
       ვიქტორინის დაგეგმვა საკმაოდ შრომატევადია, რადგან მას წინ უძღვის მოსამზადებელი სამუშაოები. ჯერ უნდა შეირჩეს თემა, მოსწავლეთა დახმარებით დადგინდეს ორგანიზების ფორმა( წყვილები, ინდივიდუალური, ჯგუფური).
       ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე სასურველია ჩატარდეს  ჯგუფებში , სადაც განაწილებული იქნება ყველანაირი შესაძლებლობების მქონე მოსწავლეები. მასწავლებელმა მოსწავლეებთან ერთად უნდა შეარჩიოს ცალ-ცალკე ჯგუფებში დავალებები, რათა არ მოხდეს  კითხვების დამთხვევა. კითხვა დავალებები მრავალფეროვანი უნდა იყვეს და მოიცავდეს იმ სასწავლო თემას ან მასალებს რაც მოსწავლეებს გავლილი აქვთ.
   ვიქტორინა უნდა ემსახურებოდეს თემის განმტკიცებას. სასურველია თითოეული კითხვა წარმოდგენილი იყოს ვიზუალურად power point-ში საპრეზენტაციო სლაიდებით. თან წამყვანიც თუ ეყოლება უკეთესი იქნება. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე წამყვანი ორჯერ უმეორებს გუნდებს  კითხვას და წამზომის ჩართვის შემდეგ ელოდება ,როდის წარმოადგენენ პასუხებს თითოეული გუნდი, შემდეგ აცნობს სწორ პასუხებს. აქ საინტერესოა ჟიურის მუშაობაც.
     ვიქტორინა ეს არის გუნდური მუშაობა და თითოეული მოსწავლე აქტიურადაა ჩართული  და ცდილობს გუნდს მოუტანოს ქულა. მოტანილი ქულის სიხარული კი გუნდისთვის მნიშვნელოვანია ,ხოლო მოსწავლეს აუმაღლებს თვითშეფასებისა და ღირსების გრძნობას.
  გამარჯვების სიხარული  კი იმდენად დიდია და გადამდებია დამსწრე საზოგადოებისათვის ,რომ სურვილი მიჩნდება  უფრო მეტი გააკეთო,რათა მოსწავლეთა თვალებში ის გამარჯვების სიხარული არ ჩაქრეს.
     ბოლო ეტაპი კი დაჯილდოვებაა(სიგელებით) , რომელიც ძალიან  ახარებთ  ხოლმე გამარჯვებულ გუნდებს და წახალისების მიზნით არ ვტოვებ მეორე გუნდსაც. მათ შესაბამისად მოკრძალებულ პრიზს შევთავაზებ მაგ. „ვიქტორინაში მონაწილეობისათვის“, რათა  სტიმული მივცე და მოტივაციაც ავიმაღლო, რომ მეტი იმუშაონ, მეტი მოიძიონ და  შემდეგში  შედეგიც  მეტი  ექნებათ.
   ამ ვიქტორინის შემდეგ გაჩნდა იდეა  ინტეგრირებული ვიქტორინის ჩატარების შესახებ( ორ ან ორზე მეტ საგანთან ერთად) და ავირჩიეთ საბუნებისმეტყველო საგნები( ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) .დავიხმარე ფიზიკის მასწავლებელიც და ჩავატარე ვიქტორინა  VIII-  IX კლასის მოსწავლეთა გუნდებს შორის.  ეს კიდევ უფრო საინტერესო იყო რადგან კონკურენციამ მეტად გაამძაფრა გამარჯვების სურვილი. კლასი ან გუნდი უკეთესად რომ წარმოჩენილიყო  ჩართულობა ,თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა უფრო მეტად გამოიკვეთა.
   მიმაჩნია რომ ასეთი ვიქტორინები კარგ შედეგს იძლევა, პირველ რიგში მოტივაციის ამაღლების მიზნით და ხელს უწყობს მშობელთა ჩართულობას სასწავლო პროცესებში.
   ისტ-ის გამოყენება ზრდის მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხს , სწავლა უფრო მიმზიდველია , ვინაიდან უფრო ახლოსაა რეალურ სამყაროსთან. მისი გამოყენებით მოსწავლე არა მხოლოდ სწავლობს, არამედ მონაწილეობს ცოდნის შექმნაში. ასეთი შესაძლებლობა მოსწავლეებს ადრე იშვიათად ეძლეოდათ.  ტექნოლოგიები გვაძლევს თანამშრომლობის რეალურ შესაძლებლობებს, მოსწავლეებს შორის ,მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის. ასევე ხელს უწყობს კრეატიულობის ზრდას , დისკუსიის, კრიტიკული და  ანალიტიკური აზროვნების განვითარებას ასევე იმასაც ვიტყვი რომ ურთიერთობა რეალურ აუდიტორიასთან მოითხოვს მოსწავლეთაგან გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას.
   აღნიშნული მეთოდების გამოყენებით ბიოლოგიის გაკვეთილები უფრო სახალისოა და სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებს პოზიტიურად განაწყობს საგნის/ გაკვეთილების მიმართ. ინტერესი და მოტივაცია მაღლდება ისეთ მოსწავლეებშიც კი რომლებიც უინტერესოდ სხდანან გაკვეთილებზე ან ცდილობენ მოაბეზრონ მასწავლებლებს თავი. აქვე უნდა ავღნიშნო რომ ისტ-ის გამოყენება ზომიერად უნდა მოვახდინოთ შესაბამისი მასალით და არ უნდა გადავტვირთოთ, რათა მოსაბეზრებელ ან გასართობ გაკვეთილად არ გადაიქცეს. ამიტომ გაკვეთილების დაგეგმვის დროს ზუსტად უნდა განვსაზღვროთ დრო, როგორ ჩავრთოთ ვიზუალური მასალის ჩვენება, რა დროს იქნება ოპტიმალური.
   და ბოლოს, თუ გვინდა რომ გაკვეთილები მართლაც საინტერესო  იყოს და ნასწავლი მასალა დიდი ხნით შემორჩეთ მეხსიერებაში ჩვენს მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ კეთების , კვლევით , ძიებით სწავლება. ჩვენს დროში ამის უამრავი საშუალება არსებობს : ინტერნეტ სივრცე, საინტერესო პროგრამები, თანამედროვე აპარატურა, ენციკლოპედიები და  მრავალფეროვანი დამხმარე ლიტერატურა.
     შეიძლებოდა ჩემი პედაგოგიური გამოცდილება კიდევ გამეშალა და გამეზიარებინა კოლეგებისათვის მაგრამ კონფერენციის ფორმატით ეს შეუძლებელია.
         ვმუშაობ ჩემს ელექტრონულ პორტფოლიოზე, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს მიეცემა  ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობის უფრო ვრცელი სახით გაცნობის საშუალება.
      
                                         გამოყენებული ლიტერატურა :
1.      ე.ს.გ. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სტანდარტი
2.      ბიოლოგიის წიგნები  ( VII- VIII- IX)კლასები- მ. სეხნიაშვილი
3.       ისტ-ის ტრენინგ-პროგრამა(მასწავლებელთა პროფ. განვით. ცენტრი)
4.      ჟურნალი „ მასწავლებელი“ -სხვადასხვა ნომრები
5.      „მოტივაცია“-მანანა მელიქიშვილი(მასწ. პროფ.განვით. ცენტრი)

6.      ინტერნეტი





Комментариев нет:

Отправить комментарий