გაკვეთილის მთავარი გეგმა |
ნაერთთა კლასები (შემაჯამებელი გაკვეთილი) |
სწავლების საფეხური |
საბაზო. VIII
კლასი. |
მოსწავლეთა პროფილი |
კლასში 10 მოსწავლეა. არც
ერთი საჭიროებს განსაკუთრებულ
მიდგომას. |
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა |
ამ გაკვეთილში მოსწავლე
დაახასიათებს რთულ ნივთიერებებს
(ოქსიდს, მჟავას, ფუძეს,
მარილს ) გაკვეთილი ხელს
შეუწყობს შეძენილი ცოდნის
სისტემაში მოყვანას. ცოდნის
შეჯამება- გაანალიზებას. კვლევით,
თანამშრომლობისა და კომუნიკაციის
უნარ-ჩვევებს . ხელს
შეუწყობს მიღებული ცოდნის
გაღრმავებას. არსებული ინფორმაციის
საფუძველზე თავადვე გააკეთებენ
კონკრტულ დასკვნებს. |
გაკვეთილის მიზნები და შედეგები |
გაკვეთილის მიზანია მოსწავლემ
შეძლოს შეძენილი ცოდნის
სისტემაში მოყვანა. შეძლოს
რთული ნივთიერებების კლასიფიკაცია
და დახასიათება. რა იყო
მათთვის საინტერესო, მოულოდნელი.
გამოუმუშავდეთ კვლევითი, კომუნიკაციის,
თანამშრომლობითი უნარ-ჩვევები.ასევე
მიზანია თუ როგორ
შეძლებენ მიღებული ცოდნის
გამოყენებას რეალურ ცხოვრებაში. გაკვეთილის შედეგი მიღწეულია თუ მოსწავლე დაახასიათებს რთულ ნივთიერებებს (ოქსიდებს, მჟავებს, ფუძეებს, მარილებს ) აღწერს ნაერთთა კლასების შედგენილობას , წერს ზოგად ფორმულას, აკეთებს კლასიფიკაციას, სწორად წარმოთქვამს სახელწოდებას, გამოხატავს სტრუქტურულ ფორმულებს. |
წინასწარი ცოდნა |
ამ გაკვეთილის ამოცანების
წარმატებით შესასრულებლად მოსწავლეებმა
უნდა იცოდნენ ნაერთთა
კლასების შედგენილობა, ფორმულის
დაწერა, სახელწოდებები.ასევე
შეეძლოთ სტრუქტურული ფორმულებით
გამოსახვა და იცოდნენ
როგორ დამოკიდებულებაშია ისინი
ერთმანეთთან. |
შეფასების საგანი და პროცედურები |
მოსწავლეთა წარმატებების დასადგენად
მოეწყოს დისკუსია. პრეზენტაცია,
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა
გამოვიყენებ განმსაზღვრელ და განმავითარებელ
შეფასებებს. : კრიტერიუმები: 1) აზრის დამოუკიდებლად ჩამოყალიბება: 2)მსჯელობის უნარი: 3)მონაცემთა სხვადასხვა სახით წარმოდგენა: 4 ) დასკვნების გამოტანის უნარი : |
სასწავლო მასალა და ტექნიკური
რესურსები |
გაკვეთილის მსვლელობისას დაგვჭირდება
სახელმძღვანელო, თაბახის ფურცლები,
დაფა, ცარცი, საკითხის
დამუშავებაში დამჭირდება კომპიუტერი. |
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო
მენეჯმენტი |
გაკვეთილს ვიწყებ ცხრილის
დახაზვით დაფაზე: 3 -რამ,
რამაც დამაინტერესა: 2- რამ, რაზეც მინდა მეტი გავიგო: 1-რამ, რაც ბუნდოვანი დარჩა; დავავალებ წყვილებს პატარა ფურცლებზე დაწერო ცხრილის პირველი სვეტის შესაბამისი ტექსტი.შემდეგ მეორე სვეტის და ბოლოს მესამე სვეტის შესაბამისი ტექსტი. მოახდინონ მონაცემების შეჯამება---15 წუთი. ვქმნით 4 ჯგუფს. თითოეულს ეძლევათ დავალებად, დაახასიათონ რთული ნივთიერებები შემდეგი ნიშნების მიხედვით: შედგენილობა,წესი, ზოგადი ფორმულა, სახელწოდება, სტრუქტუტული ფორმულა, კლასიფიკაცია (გამოსახოს სქემით ) I -ჯგუფი ოქსიდი II -ჯგუფი ფუძე III -ჯგუფი მჟავა IV -ჯგუფი მარილი ----15 წუთი. კომპიუტერით თან ვაჩვენოთ ნიმუშებიც. პრეზენტაცია---10 წუთი შეფასება--5 წუთი. თითოეული ჯგუფიდან გამოთქვამენ საკუთარ აზრს და არგუმენტირებულად ასაბუთებენ თავიანთ მოსაზრებებს.და აფასებენ ’’+’’ და ‘’-‘’ ნიშნებით. |
გაკვეთილის
თემა
|
კატალიზატორები ჩვენს ორგანიზმში
|
სწავლების საფეხური
|
საშუალო საფეხური X კლასი
( ბიოლოგია/ ქიმია )
|
მოსწავლეთა პროფილი
|
10 მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
ამ გაკვეთილში მოსწავლე შეისწავლის ქიმიური
რეაქციების მიმდინარეობის კანონზომიერებებს,
კატალიზატორების მოქმედების მექანიზმებს. ფერმენტების როგორც
ბიოკატალიზატორების მოქმედების არეალს
და პირობებს , რომელიც სჭირდება მათ ფუნქციონირებისათვის. ატარებენ
ექსპერიმენტებს და თვითონვე გამოაქვს
დასკვნები .ეს კი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა კრიტიკული ანალიზის დაკვირვების,მონაცემთა ინტერპრეტაციის უნარების განვითარებას . ისინი შეძლებენ წინა სასწავლო წელს მიღებული ცოდნის გაღრმავებას,არსებული ინფორმაციის ბაზაზე თავადვე გააკეთებენ კონკრეტულ დასკვნებს.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
ბიოლ.X.5.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს უჯრედში მიმდინარე პროცესებზე და დაასაბუთოს
მათი მნიშვნელობა ორგანიზმისათვის.
·
ატარებს ცდებს და ავლენს კატალიზური
პროცესების ინტენსივობის დამოკიდებულებას ზოგიერთ ფაქტორზე (მაგ., ტემპერატურა, pH), მონაცემებს გამოსახავს გრაფიკულად და აანალიზებს
შედეგებს;
ბიოლ.X.7.მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს კვების და მონელების მნიშვნელობა ორგანიზმის
ზრდა-განვითარებისათვის და ენერგიით უზრუნველსაყოფად.
·
ექსპერიმენტულად
ასაბუთებს ფერმენტების მოქმედებას საკვების ქიმიურ დაშლის პროცესზე და მსჯელობს ტემპერატურისა და pH-ის
ზემოქმედებით ფერმენტული აქტივობის ცვლილებაზე;
|
წინასწარი ცოდნა
|
ამ გაკვეთილის წინასწარი ამოცანების წარმატებით შესასრულებლად მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ ,
ქიმიიდან კატალიზატორის ცნება , კატალიზური რეაქციები, შესაძლებელია იცოდნენ
ფერმენტის ცნებაც...
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
გამოვიყენებ განმსაზღვრელ,განმავითარებელ და ინდივიდუალურ შეფასებას
შეფასების კრიტერიუმებია: (თან ერთვის)
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური
რესურსები
|
სახელმძღვანელო, სამუშაო რვეული,
ბიოლოგიის
ილუსტრირებული ლექსიკონი,
საფუვრიანი ცომის ნაჭერი, ერთჯერადი პოლიეთილენის
პარკი,
უმი და მოხარშული (სტაფილო, კარტოფილი, ქათმის ხორცი)
წყალბადის
პეროქსიდი 3% იანი ,
ქიმიური ჭიქები 7 ცალი
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
გაკვეთილის ხანგრძლივობა ----
45 წუთი
გაკვეთილის მსვლელობა...
მინი ლექცია თემაზე : კატალიზატორები და მისი გავლენა ქიმიური რეაქციის სიჩქარეზე...
ვთხოვ მოსწავლეებს გაიხსენონ
რა იციან ნასწავლიდან კატალიზატორების შესახებ... შემდეგ ერთად კითხვა-პასუხებით
მივდივართ იმ აზრამდე ,რომ ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე ყველა ბიოლოგიური პროცესები
ბიოკატალიზატორების (ფერმენტების ) ანუ ენზიმების მოქმედებით მიმდინარეობს. შემდეგ
ვწერ დაფაზე სიტყვას „ფერმენტი’’ და ვთხოვ მოსწავლეებს გამოთქვან მოსაზრება ,რას
უნდა ნიშნავდეს ეს სიტყვა. მოსწავლეები მპასუხობენ : დამაჩქარებელს, კატალიზატორს
,დამშლელს.
შემდეგ ვუკითხავ ისტორიულ ინფორმაციას „ ევროპელი ალქიმიკოსი (XV -ს -ში) ვასილი ვალენტინი ცომის გაფუებას და ქერის
ექსტრაქტის დუღილს მიაწერდა უხილავ სულს, რომელსაც ეს ცომი და ექსტრაქტი „შინაგანი
სიცოცხლის’’ და მოძრაობის მდგომარეობაში მოჰყავს, ამ სულს ალქიმიკოსმა სახელი დაარქვა
‘’ამას მოჰყვება კითხვა ამ ინფორმაციიდან
...
რა უნდა ყოფილიყო ეს „უხილავი სული?’’
პასუხი ყველა მოსწავლისაგან
მოდის ერთხმად რომ ეს არის ფერმენტი... განმარტება --ლათ. და მას შეესაბამება არაერთი
სიტყვა...
დედა(მაწვნის), ხაში,ცომის საფუარი ,პურის დედა (ეს არ იცოდნენ და განუმარტე)
, საკვეთი (ყველის) მკვეთი, დვრიტა(კვეთი)
სახლში დამზადებული.
შემდეგ განუმარტავ ,რომ პირველად
1812 წელს ქერის ექსტრაქტში აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელიც სახამებელს შაქრად გარდაქმნიდა.დღეისათვის ცნობილია დაახლოებით 2000 ფერმენტი უცნობი და შეუსწავლი
კი გაცილებით მეტია. (10 წთ)
შემდეგ კლასი იყოფა ორ
ჯგუფად, თითოეულს ურიგდებათ შესაბამისი რესურსები ცდებისათვის, მიეცად მითითებები
და დაიწყეს ცდების ჩატარება. მე შეძლებისდაგვარად
ვეხმარები.
ცდა 1: პოლიეთილენის პარკში გახვეული ცომის პატარა გუნდას
5 წთ- ით ცხელ წყალში ათავსებენ ... რას
შენიშნავთ?
რამ გამოიწვია
აღნიშნული პროცესი?
რომელი აირი გამოიყოფა ამ დროს?
ცდა 2: სამ ქიმიურ ჭიქაში ჩაასხან
2-3 მლ წყალბადის პეროქსიდი (3%
-იანი) პირველმა ჯგუფმა მასში ჩაყარონ მოუხარშავი
სტაფილოს, კარტოფილის და ქათმის ხორცის ნაჭერი და დააკვირდნენ ... რა პროცესები
წარიმართება სინჯარებში აღწერონ და ჩაინიშნონ.
მეორე ჯგუფმა იგივე გაიმეოროს
,ოღონდ სინჯარებში ჩაყაროს მოხარშული იგივე პროდუქტი და დააკვირდნენ...
შედეგები აღწერონ ორივე ჯგუფმა და გამოიტანონ დასკვნები...
შემდეგ გაიმართება დისკუსია....
კითხვები: სად არის ჭიქებში კატალიზატორი?
განმარტებას ვაძლევ, რომ ყველა ცოცხალი ორგანიზმი შეიცავს ფერმენტ კატალაზას,რომელიც ასრულებს კატალიზატორის
როლს წყალბადის პეროქსიდის დაშლის რეაქციაში. ის კატალიზატორის გავლენით სწრაფად
იშლება , გამოყოფილი ჟანგბადი კი „ აქაფებს ‘’ ხსნარს.
შეიძლება თუ არა დავასკვნათ, რომ ფერმენტის
აქტივობა დამოკიდებულია ტემპერატურულ რეჟიმზე?
რა განსხვავებაა ფერმენტსა
და სხვა არაორგანულ კატალიზატორს შორის?( მაგ. MnO2 საგან )
გაიხსენეთ ბიოლოგიიდან რომელი
ფერმენტები შედის ნერწყვის შემადგენლობაში?
კუჭში რომელი ფერმენტი მოქმედებს
და როგორი არე უნდა იყოს რომ გააქტიურდეს ფერმენტი?
როდის კარგავს ფერმენტი აქტიურობას?
ბოლოს მასალის განვრცობისა და განმტკიცების მიზნით მოსწავლეებს
ვაძლევ დავალებას კითხვებს და საშინაო ცდას...
კითხვები: ახსენით, რატომ „ქაფდება ‘’ ხოლმე წყალბადის პეროქსიდი მისი ხსნარით
ჭრილობების დამუშავებისას?’
თუ რძის აჭრა არ უნდათ
, ადუღების წინ მასში მცირეოდენ შაქარს ჩაყრიან ხოლმე , რა ფუნქციას ასრულებს შაქარი
ამ შემთხვევაში?
უმცირესი მასის გაფუებულ ცომიც
კი საკმაოდ დიდი მასის ცომის გაფუებას იწვწვს . უკვე გამომცხვარ პურს კი ასეთი უნარი
აღარ აქვს. ახსენით, რატომ?
საშინაო ცდა : რძე გარდავქმნათ მაწვნად და ჩავინიშნოთ მისი ოპტიმალური
პირობები და შედეგები ჩავინიშნოთ რვეულში.
ბოლოს ვთხოვ მოსწავლეებს შეაფასონ დღევანდელი
გაკვეთილი და გამოეკვეთათ ის მოსწავლეები,
რომლებმაც მეტად იაქტიურეს გაკვეთილის მსვლელობის დროს.
მოსწავლეთა დიდმა ნაწილმა
დადებითად შეაფასეს გაკვეთილი , მათ აღნიშნეს ,რომ გაკვეთილი საინტერესო და ხალისიანი
იყო. ამ გაკვეთილიდან ბევრი გავიგეთ ფერმენტების შესახებ. გამოკვეთეს 7 მოსწავლე ,რომლებმაც იაქტიურეს დღევანდელ გაკვეთილზე
და შევაფასეთ...
|
კრიტერიუმები
|
დაბალი
1-2 ქულა
|
საშუალოზე დაბალი 3-4 ქულა |
საშუალო
5-6 ქულა
|
საშუალოზე მაღალი 7-8 ქულა |
მაღალი
9-10 ქულა
|
აზრის დამოუკიდებლად ჩამოყალიბება. მსჯელობა |
ვერ აყალიბებს დამოუკიდებლად აზრს. უჭირს კონკრეტული საკითხის შესახებ მსჯელობა.
|
იშვიათად
ლოგიკურად,
დამაჯერებლად
აყალიბებს
აზრს.იშვიათად მსჯელობს კონკრეტული საკითხის შესახებ.
|
ზოგჯერ ლოგიკურად,დამაჯერებლად აყალიბებს აზრს.ზოგჯერ
მსჯელობს კონკრეტული საკითხის შესახებ.
|
საუბრობს თანამიმდევრულად, ხშირად ლოგიკურად, დამაჯერებლად აყალიბებს აზრს.ხშირად მსჯელობს კონკრეტული საკითხის შესახებ.
|
ყოველთვის საუბრობს თანამიმდევრულად,ლოგიკურად, დამაჯერებლად აყალიბებს აზრს.
ყოველთვის
მსჯელობს კონკრეტული საკითხის შესახებ.
|
საკითხის
განხილვა
|
ვერ წარმოაჩენს საკითხის არსს, უჭირს ბიოლოგიური პროცესების აღწერა, ვერ პასუხობს დასმულ კითხვებს,უჭირს ბიოლოგიური ტერმინების გამოყენება.
|
ინფორმაციის
გადმოცემისას
იშვიათად შეუძლია საკითხის არსის წარმოჩენა. იშვიათად აღწერს და ადარებს ერთმანეთს ბიოლოგიურ პროცესებს. დასმულ შეკითხვებზე იშვიათად ლოგიკურად/ ადეკვატურად პასუხობს.
|
ინფორმაციის
გადმოცემისას
ზოგჯერ შეუძლია საკითხის არსის წარმოჩენა. ზოგჯერ აღწერს და ადარებს ერთმანეთს ბიოლოგიურ პროცესებს.დასმულ შეკითხვებზე ზოგჯერ ლოგიკურად/ადეკვტურად პასუხობს.
|
ინფორმაციის
გადმოცემისას
ხშირად შეუძლია საკითხის არსის წარმოჩენა. ხშირად აღწერს ადარებს ერთმანეთს ბიოლოგიურ პროცესებს. დასმულ შეკითხვებზე ხშირად ლოგიკურად/ადეკვატურად პასუხობს.
|
ინფორმაციის
გადმოცემისას
ყოველთვის
შეუძლია საკითხის არსის წარმოჩენა.ყოველთვის აღწერს და ადარებს ერთმანეთს ბიოლოგიურ პროცესებს.საუბრისას ყოველთვის იყენებს ბიოლოგიურ ტერმინებს, ცნებებს.
|
კვლევითი პროცედურის განხორციელება/ მონაცემების
აღრიცხვა და ანალიზი |
უჭირს კვლევის ჩატარება,აწარმოებს დაკვირვებას, უჭირს
მონაცემების დამუშავება.
ვერ აკეთებს მონაცემთა ანალიზს
|
სათანადო ხელსაწყოების/ აღჭურვილობის /ინსტრუმენტების
გამოყენებით იშვიათად ატარებს დაგეგმილ კვლევას,იშვიათად აკეთებს მონაცემთა ანალიზს
და წარმოადგენს სხვადასხვა ხერხით(დიაგრამებით,გრაფიკებით,ცხრილებით და სხვა)
იშვიათად აკეთებს მონაცემთა ანალიზს და წარმოადგენს სხვადასხვა ხერხით(დიაგრამა, ცხრილი )
|
სათანადო ხელსაწყოების/ აღჭურვილობის /ინსტრუმენტების
გამოყენებით ზოგჯერ ატარებს დაგეგმილ კვლევას,
ზიგჯერ აკეთებს მონაცემთა ანალიზს და წარმოადგენს სხვადასხვა ხერხით(დიაგრამებით,გრაფიკებით,ცხრილებით
და სხვა)
ზოგჯერ აკეთებს მონაცემთა ანალიზს და წარმოადგენს სხვადასხვა ხერხით(დიაგრამა, ცხრილი )
|
სათანადო ხელსაწყოების/ აღჭურვილობის /ინსტრუმენტების
გამოყენებით ხშირად ატარებს დაგეგმილ კვლევას,
ხშირად აკეთებს მონაცემთა ანალიზს
და წარმოადგენს სხვადასხვა ხერხით(დიაგრამებით,გრაფიკებით,ცხრილებით და სხვა)
ხშირად აკეთებს მონაცემთა ანალიზს და წარმოადგენს სხვადასხვა ხერხით(დიაგრამა, ცხრილი )
|
სათანადო ხელსაწყოების/ აღჭურვილობის /ინსტრუმენტების
გამოყენებით ატარებს დაგეგმილ კვლევას,აწარმოებს
დაკვირვებას, სისტემატურად აღრიცხავს და ამუშავებს ( თვისებრივი, რაოდენობრივი) მონაცემებს.
აკეთებს მონაცემთა ანალიზს და წარმოადგენს სხვადასხვა ხერხით(დიაგრამა, ცხრილი )
|
დასკვნების
გაკეთება
|
უჭირს დასკვნების გაკეთება
|
მონაცემთა
ანალიზის საფუძველზე იშვიათად აკეთებს სათანადო დასკვნებს.
|
მონაცემთა
ანალიზის საფუძველზე ზოგჯერ აკეთებს სათანადო დასკვნებს.
|
მონაცემთა
ანალიზის საფუძველზე ხშირად აკეთებს სათანადო დასკვნებს.
|
მონაცემთა
ანალიზის საფუძველზე აკეთებს სათანადო დასკვნებს.
|
გაკვეთილის მთავარი გეგმა
|
უჯრედი
1. რა არის უჯრედი?
2. რა დამოკიდებულებაა უჯრედის ფორმასა და მის მიერ შესრულებულ ფუნქციებს შორის?
3. რა მსგავსება და განსხვავებაა მცენარეების,ცხოველების და სოკოს უჯრედებს შორის?
4. რა მეთოდები არსებობს უჯრედებს შორის?
5. როგორ მზადდება უჯრედის პრეპარატები მიკროსკოპული კვლევისთვის?
|
სწავლების საფეხური
|
საშუალო. X კლასი.
|
მოსწავლეთა პროფილი
|
კლასში 12 მოსწავლეა.არცერთი არ საჭიროებს განსაკუთრებულ მიდგომას.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალურობა/
|
ამ გაკვეთილში მოსწავლე შეისწავლის ყველა ცოცხალი ორგანიზმის უმცირესი მორფოლოგიური ერთეულის უჯრედის აგებულებას,დააკავშირებს უჯრედის სტრუქტურებს ფუნქციებთან.გაკვეთილი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა კრიტიკული ანალიზის დაკვირვების,მონაცემთა ინტერპრეტაციის,ინფორმაციის მოძიების უნარების გამომუშავებას.ისინი შეძლებენ წინა სასწავლო წელს უჯრედის შესახებ მიღებული ცოდნის გაღრმავებას,არსებული ინფორმაციის ბაზაზე თავადვე გააკეთებენ კონკრეტულ დასკვნებს. ყურადღებას მიაქცევენ მცენარეული და ცხოველური უჯრედების გარდა,სოკოს უჯრედების აგებულებას და ფუნქციონირების თავისებურებებს.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მოსწავლეები დაეუფლებიან ცოდნას ცოცხალი ორგანიზმების მორფოლოგიური ერთეულის უჯრედის აგებულებისა და ფუნქციების შესახებ.გაავლებენ პარალელებს მცენარეულ,ცხოველურ,სოკოს უჯრედების აგებულება-ფუნციონერებას შორის.
გაკვეთილის შემდეგ მოსწავლეები განივითარებენ დაკვირვების,ანალიზის,კრიტიკული აზროვნების,მასალის მოძიების და ინტერპრეტაციის უნარებს.ისინი მიეჩვევიან ინდივიდუალურ მუშაობას.
გაკვეთილის შედეგი მიღწეულია,თუ მოსწავლე ილუსტრაციების და მიკროსკოპის საშუალებით იკვლევს სხვადასხვა სახის უჯრედის(მაგ.მცენარეული,ცხოველური და სოკოს) აგებულებას.მზა პრეპარატზე ამოიცნობს უჯრედთა ტიპს ასახელებს მათ მსგავს და განმასხვავებელ სტრუქტურებს.ილუსტრაციზე ამოიცნობს უჯრედის ძირითად სტრუქტურულ კომპონენტებს და ასახელებს მათ ფუნქციებს.
ბიოლ.X.5. მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს უჯრედში მიმდინარე პროცესებზე და დაასაბუთოს მათი მნიშვნელობა ორგანიზმისათვის.
|
წინასწარი ცოდნა
|
ამ გაკვეთილის წინასწარი ამოცანების წარმატებით შესასრულებლად მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ უჯრედი ყოველი ცოცხალი ორგანიზმის მორფოლოგიური ერთეულია,რომ მისი ძირითადი სტრუქტურებია ციტოპლაზმა,ბირთვი,მემბრანა.მათ უნდა იცოდნენ როგორ დამოკიდებულებაშია უჯრედის ფორმა და ზომა მის მიერ შესრულებულ ფუნქციებთან.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეთა წარმატებების დასადგენად მოეწყო დისკუსია,პრეზენტაცია და ტესტირება.
გამოვიყენებ განმსაზღვრელ,განმავითარებელ და ინდივიდუალურ შეფასებას
შეფასების კრიტერიუმებია:
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
გაკვეთილის მსვლელობისას დაგვჭირდება სახელმძღვანელო,რვეული,თაბახის ფურცლები,ფერადი ფანქრები,ცარცი, დაფა.
საკითხის დამუშავებაში დიდ დახმარებას გამიწევს საინფორმაციო ტექნოლოგიები:მასალის ახსნის დროს დამჭირდება კომპიუტერი რადგან ვაჩვენო power-point-ში გამზადებული slaide show-უჯრედის აგებულება.ცხრილის საშუალებით მოსწავლეებს გაუადვილდებათ პარალელების გავლება სხვადასხვა სახის უჯრედების აგებულებასა და ფუნქციებს შორის.
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
გაკვეთილს დავიწყებ საშინაო დავალების შემოწმებით 5 წთ
მინი დისკუსია. რა ვიცით თემის შესახებ- 10 წთ.
თემის ახსნა. ლექცია.პრეზანტაციით ვაჩვენებთ თითოეულ ორგანოიდზე: ფორმა, აგებულება და მოკლე ინფორმაციებს. ვაკეთებთ შედარებას მცენარეული და ცხოველური უჯრედის -15 წთ.
კითხვები გაკვეთილის შესახებ და პასუხები:
გაკვეთილის შეჯამება(მონაწილეობს მთელი კლასი) -10 წთ
მოსწავლეები აკეთებენ დასკვნებს უჯრედების აგებულებებისა და ფუნქციების დამოკიდებულებების, სხვადასხვა სახის უჯრედების აგებულების თავისებურებების შესახებ.
საშინაო დავალების მიცემა-5 წთ. მოიძიონ ინფორმაცია გოლჯის აპარატის აღმოჩენის, აგებულების და ფუნქციების შესახებ.
|
კრიტერიუმები
|
დაბალი
1-2 ქულა
|
საშუალოზე დაბალი
3-4 ქულა
|
საშუალო
5-6 ქულა
|
საშუალოზე
დაბალი
7-8 ქულა
|
მაღალი
9-10 ქულა
|
აზრის დამოუკიდებლად
ჩამოყალიბება
|
ვერ აყალიბებს დამოუკიდებლად აზრს.
|
იშვიათად ლოგიკურად, დამაჯერებლად აყალიბებს აზრს.
|
ზოგჯერ ლოგიკურად,დამაჯერებლად აყალიბებს აზრს.
|
საუბრობს თანამიმდევრულად, ხშირად ლოგიკურად, დამაჯერებლად აყალიბებს აზრს.
|
ყოველთვის საუბრობს თანამიმდევრულად,ლოგიკურად, დამაჯერებლად აყალიბებს აზრს.
|
მსჯელობა
|
უჭირს უჯრედის შესახებ შესახებ მსჯელობა.
|
.იშვიათად მსჯელობს უჯრედის, მისი ორგანოიდების ფუნქციების შესახებ.
|
.ზოგჯერ მსჯელობს უჯრედზე, მის აგებულებასა და ფუნქციების შესახებ.
|
.ხშირად მსჯელობს უჯრედის და მისი ორგანოიდების აგებულებისა და ფუნქციების შესახებ.
|
ყოველთვის მსჯელობს უჯრედის და მისი ორგანოიდების აგებულებისა და ფუნქციების შესახებ.
|
დასკვნების გაკეთება
|
უჭირს დასკვნების გაკეთება
|
მონაცემთა ანალიზის (ცხრილი, დიაგრამა ) საფუძველზე იშვიათად აკეთებს სათანადო დასკვნებს.
|
მონაცემთა ანალიზის (ცხრილი, დიაგრამა) საფუძველზე ზოგჯერ აკეთებს სათანადო დასკვნებს.
|
მონაცემთა ანალიზის
(ცხრილი, დიაგრამა) საფუძველზე ხშირად აკეთებს სათანადო დასკვნებს.
|
მონაცემთა ანალიზის (ცხრილი, დიაგრამა) საფუძველზე აკეთებს სათანადო დასკვნებს
|
ნუკლეინის მჟავები
გაკვეთილის მთავარი
თემა |
ნუკლეინის მჟავები 1.რა არის დნმ ? 2.როგორი აგებულებისაა დნმ ? 3.როგორ გამოვყოთ დნმ-ი ? 4.დნმ-ის როლი მემკვიდრული ნიშან-თვისებების გადაცემაში ? 5.რა როლი აქვს დნმ-ის ანალიზს მამობის დადგენაში ? |
სწავლების საფეხური |
საშუალო . X კლასი |
მოსწავლეთა პროფილი |
კლასში 11 მოსწავლეა.
შშს მქონე არ არის. |
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა |
ამ გაკვეთილიდან მოსწავლე შეისწავლის უჯრედში შემავალი
ნუკლეინის მჟავების
დნმ - ისა და რნმ- ის შემადგენლობას, აგებულებას და მათ კავშირს
მემკვიდრული ინფორმაციის შენახვასა და გადაცემაში. გაკვეთილი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, ანალიზის, დაკვირვების, მონაცემთა ინტერპრეტაციის, ინფორმაციის მოძიების უნარის გამომუშავებას. ისინი შეძლებენ ნუკლეოტიდების განლაგებას ჯაჭვში კომპლემენტარობის პრინციპის დაცვით, როგორც დნმ-ის ორმაგი ჯაჭვის ასევე რნმ-ის ერთი ჯაჭვის. ასევე შეძლებს ჩაატაროს პრაქტიკული ცდა და დნმ გამოყოს ხახვის უჯრედიდან |
გაკვეთილის მიზნები
და შედეგები |
მოსწავლეები დაეუფლებიან ცოდნას უჯრედში
ნუკლეინის მჟავების
შედგენილობის , აგებულების და ფუნქციების მრავალფეროვნების შესახებ.
ასევე დნმ-ის როლის მემკვიდრული ინფორმაციის შენახვასა
და გადაცემაში. ეს გაკვეთილი
ხელს შეუწყობს
მოსწავლეებში ისეთი სპეციფიკური უნარ-ჩვევების
გამომუშავებაში, როგორიცაა,
აღწერა, კლასიფიკაცია, განჭვრეტა, ჰიპოთეზის
გამოთქმა, მოდელის
შექმნა. მასალის
მოძიების და ინტერპრეტაციის უნარებს. ისინი მიეჩვევიან დამოუკიდებელ მუშაობას. შედეგი მიღწეულია თუ, მოსწავლე ბიოლ. X. 5 Ø ასაბუთებს უჯრედის შემადგენლობაში შემავალი არაორგანული და ორგანული ნივთიერებების აუცილებლობას ორგანიზმისათვის. Ø ილუსტრაციის და /ან მოდელის საშუალებით აჩვენებს ბიოპოლიმერების აგებულებებს შორის მსგავსებასა და განსხვავებას და მსჯელობს მათ მნიშვნელობაზე თითოეული უჯრედისათვის და მთელი ორგანიზმისათვის. |
წინასწარი ცოდნა |
მოსწავლეებმა იციან,
რომ ორგანიზმებში ნიშან-თვისებების გამოვლენა დამოკიდებულია მთელ რიგ ბიოქიმ იურპროცესებზე. ამ ინფორმაციის მატარებელი კი გენებია.
გენი ლოკალიზებულია ქრომოსომაში. ქრომოსომები კი შედგებიან
ცილებისა და დნმ-ისაგან.
დნმ-ში შენახულია
მემკვიდრული ინფორმაცია |
შეფასების საგანი
და პროცედურები |
მოსწავლეს შევაფასებ
გაკვეთილში ჩართულობისა და მსჯელობის
უნარით.ასევე რამდენად
შესძლებს ნასწავლი
მასალა( მაგ. კომპლემენტარობის პრინციპი)
გამოიყენოს პრაქტიკულად. განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებას გამოვიყენებ. შეფასების კრიტერიუმები იქნება: · აზრის დამოუკიდებლად ჩამოყალიბება. · მსჯელობა. · შესაბამისი ბიოლოგიური ტერმინების გამოყენება. · დასკვნების გაკეთების უნარი. |
სასწავლო მასალა
და ტექნიკური
რესურსები |
გაკვეთილის მსვლელობისას დამჭირდება სახელმძღვანელო, რვეულები, თაბახის
ფურცლები, ფერადი
ცარცები, დაფა, კომპიუტერი, საპრეზენტაციო პროგრამა-power
poi nt. Slaide show |
გაკვეთილის მსვლელობა
/საკლასო მენეჯმეტი |
გაკვეთილს ვიწყებ
საშინაო დავალების
შემოწმებით - 5წთ. მიზნობრივი კითხვები ნასწავლი მასალიდან-10წთ. თემის წარდგენა: მინი ლექცია-კომპლემენტარობის პრინციპის დაცვა დნმ-ის ორჯაჭვიანი მოდელის შესაქმნელად. ნუკლეოტიდების განლაგება დნმ-ში და რნმ-ში. სლაიდების ჩვენება-ინფორმაციით-15 წთ მასალის განმტკიცება - ბარათები თითოეული მოსწავლისათვის (დნმ-ის ერთი ჯაჭვია და უნდა ააგონ მეორე ჯაჭვი კომპლემენტარობის პრინციპის დაცვით-10 წთ. საშ.დავ. მიცემა-5 წთ.(საშინაო ცდა-დნმ-ის გამოყოფა ხახვის უჯრედიდან). |
კრიტერიუმები |
დაბალი 1-2 ქულა |
საშუალოზე დაბალი 3-4 ქულა |
საშუალო 5-6 ქულა |
საშუალოზე მაღალი 7-8 ქულა |
მაღალი 9-10 ქულა |
აზრის დამოუკიდებლად ჩამოყალიბება. მსჯელობა |
ვერ აყალიბებს დამოუკიდებლად აზრს. უჭირს კონკრეტული საკითხის შესახებ მსჯელობა. |
იშვიათად ლოგიკურად, დამაჯერებლად აყალიბებს აზრს.იშვიათად მსჯელობს კონკრეტული საკითხის შესახებ. |
ზოგჯერ ლოგიკურად,დამაჯერებლად აყალიბებს აზრს.ზოგჯმსჯელობს კონკრეტული საკითხის შესახებ. |
საუბრობს თანამიმდევრულად, ხშირად ლოგიკურად, დამაჯერებლად აყალიბებს აზრს.ხშირად მსჯელობს კონკრეტული საკითხის შესახებ. |
ყოველთვის საუბრობს თანამიმდევრულად,ლოგიკურად, დამაჯერებლად აყალიბებს აზრს. ყოველთვის მსჯელობს კონკრეტული საკითხის შესახებ. |
საკითხის განხილვა |
ვერ წარმოაჩენს საკითხის არსს, უჭირს ბიოლოგიური პროცესების აღწერა, ვერ პასუხობს დასმულ კითხვებს,უჭირს ბიოლოგიური ტერმინების გამოყენება. |
ინფორმაციის გადმოცემისას იშვიათად შეუძლია საკითხის არსის წარმოჩენა. იშვიათად აღწერს და ადარებს ერთმანეთს ბიოლოგიურ პროცესებს. დასმულ შეკითხვებზე იშვიათად ლოგიკურად/ ადეკვატურად პასუხობს. |
ინფორმაციის გადმოცემისას ზოგჯერ შეუძლია საკითხის არსის წარმოჩენა. ზოგჯერ აღწერს და ადარებს ერთმანეთს ბიოლოგიურ პროცესებს.დასმულ შეკითხვებზე ზოგჯერ ლოგიკურად/ადეკვტურად პასუხობს. |
ინფორმაციის გადმოცემისას ხშირად შეუძლია საკითხის არსის წარმოჩენა. ხშირად აღწერს ადარებს ერთმანეთს ბიოლოგიურ პროცესებს. დასმულ შეკითხვებზე ხშირად ლოგიკურად/ადეკვატურად პასუხობს. |
ინფორმაციის გადმოცემისას ყოველთვის შეუძლია საკითხის არსის წარმოჩენა.ყოველთვის აღწერს და ადარებს ერთმანეთს ბიოლოგიურ პროცესებს.საუბრისას ყოველთვის იყენებს ბიოლოგიურ ტერმინებს, ცნებებს. |
მონაცემთა ანალიზი |
ვერ აკეთებს მონაცემთა ანალიზს |
იშვიათად აკეთებს მონაცემთა ანალიზს და წარმოადგენს სხვადასხვა ხერხით(დიაგრამა, ცხრილი ) |
ზოგჯერ აკეთებს მონაცემთა ანალიზს და წარმოადგენს სხვადასხვა ხერხით (დიაგრამა,ცხრილი) |
ხშირად აკეთებს მონაცემთა ანალიზს და წარმოადგენს სხვადასხვა ხერხით(დიაგრამა, ცხრილი ) |
აკეთებს მონაცემთა ანალიზს და წარმოადგენს სხვადასხვა ხერხით (დიაგრამა, ცხრილი) |
დასკვნების გაკეთება |
უჭირს დასკვნების გაკეთება |
მონაცემთა ანალიზის საფუძველზე იშვიათად აკეთებს სათანადო დასკვნებს. |
მონაცემთა ანალიზის საფუძველზე ზოგჯერ აკეთებს სათანადო დასკვნებს. |
მონაცემთა ანალიზის საფუძველზე ხშირად აკეთებს სათანადო დასკვნებს. |
მონაცემთა ანალიზის საფუძველზე აკეთებს სათანადო დასკვნებს |
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის
მთავარი
თემა
|
დრეკადობის ძალა.
ჰუკის კანონი
.
როგორია გარეშე ძალისა
და დეფორმაციის სიდიდის დამოკიდებულება...
|
სწავლების
საფეხური
|
საბაზო. VII
კლასი. საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლები
|
მოსწავლეთა
პროფილი
|
კლასში 14
მოსწავლეა . არცერთი არ საჭიროებს
განსაკუთრებულ მიდგომას
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
ამ გაკვეთილში
მოსწავლე შეძლებს ჩაატაროს ცდები. დაასკვნას რა იწვევს დეფორმაციას, როგორი
და როგორი დეფორმაცია არსებობს , მოიყვანოს მაგალითები. გაიგებს რაზეა დამოკიდებული დრეკადობის
ძალა. ჩამოაყალიბებს ჰუკის კანონს, ფორმულით გამოსახავს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებს...
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მოსწავლეები დაეუფლებიან ცოდნას დრეკადობის ძალის
შესახებ, ჩაატარებენ ცდებს, გამოიტანენ შესაბამის დასკვნებს, რაოდენობრივად ჩამოაყალიბებენ ჰუკის კანონს.
განუვითარდებათ
სააზროვნო და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები. ბუნ. VII 1, 2, 4, 9 .
|
წინასწარი ცოდნა
|
ამ გაკვეთილის წინასწარი ამოცანების წარმატებით შესასრულებლად მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომელია ზამბარიანი
სასწორი,რა არის ტვირთი? იციან ძალის ერთეულით გამოსახვა, ერთეულები,რა ამოძრავებს ზამბარიან
კალამს... და ა.შ.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
გამოვიყენებ , როგორც განმსაზღვრელ ისე განმავითარებელ
შეფასებას. ინდივიდუალურად ( დავალების შემოწმება), (ჯგუფური). შეფასების კრიტერიუმების
გამოყენებით...
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
გაკვეთილის მსვლელობისათვის დამჭირდება: ზამბარიანი
სასწორი, სახაზავი,ხუთი ცალი ერთნაირი ტვირთი ( საწონები) 100-გრ იანი.ტელეფონი სურათების
გადასაღებად, ზამბარიანი კალმები-3 ცალი მაინც...
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
გაკვეთილს ეთმობა 2 სთ. 1 სთ გაკვეთილის არის თეორიული
მასალა. მე-2 სთ კი პრაქტიკული სამუშაო.
1)
გაკვეთილს
ვიწყებ საშ. დავალების შემოწმებით- 5 წთ, შემდეგ კლასს ვყოფ 3 ჯგუფად.თითოეული ჯგუფს
ვაცნობ დავალების პირობას და იწყებენ ცდის დაგეგმვას, საჭირო რესურსების გადანაწილებას.
იწყებენ მუშაობას. აკეთებენ აწონვებს სასწორით,იწერენ ჩვენებებს (1,2,3,4,5 ტვირთის)
ზომავენ ზამბარის წაგრძელებას სახაზავით. ანათვალი და გაზომილი შეაქვთ ცხრილში, რომელიც
მოსწავლეთა რვეულებშია მოცემული. ცხრილის
მიხედვით აგებენ დიაგრამას, დიაგრამაზე წერტილების შეერთებით აკეთებენ დასკვნებს,რომ
სასწორის ზამბარის სიგრძეში მატება დეფორმაციის ძალის( საწონების რაოდენობის) პირდაპირპროპორციულია.
შემდეგ
დაკვირვებას აწარმოებენ ზამბარიანი კალმის ზამბარაზე, მსჯელობენ და პასუხობენ
შესაბამის კითხვებს -30 წთ.
ბოლოს ჯგუფები წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს
სამუშაო რვეულებში, ვაკეთებთ შეფასებას,შეფასების კრიტერიუმების დახმარებით-10 წთ.
|
გაკვეთილის შეფასების სქემა
შეფასების
კრიტერიუმები
|
1-3
ქულა
|
3-4
ქულა
|
5-6
ქულა
|
7-8
ქულა
|
9-10
ქულა
|
კვლევის
მიზნის განსაზღვრა
|
ვერ განსაზღვრავს კვლევის მიზანს
|
იშვიათად განსაზღვრავს კვლევის მიზანს
|
ზოგჯერ განსაზღვრავს კვლევის მიზანს
|
ხშირად განსაზღვრავს კვლევის მიზანს
|
განსაზღვრავს კვლევის მიზანს ახდენს შედარებით ანალიზს.
|
კვლევის
შედეგის ვარაუდი
|
ვერ გამოთქვამს ვარაუდებს შედეგების შესახებ
|
იშვიათად გამოთქვამს ვარაუდებს შედეგების შესახებ
|
ზოგჯერ გამოთქვამს ვარაუდებს შედეგების შესახებ
|
ხშირად გამოთქვამს
ვარაუდებს შედეგების შესახებ
|
გამოთქვამს ვარაუდებს ახდენს კვლევის შედეგების ანალიზს.
|
კვლევის
მიმდინარეობის აღწერა
|
ვერ აღწერს თანამიმდევრულად კვლევის მიმდინარეობას
|
იშვიათად აღწერს თანამიმდევრულად კვლევის მიმდინარეობას
|
ზოგჯერ აღწერს თანამიმდევრულად კვლევის მიმდინარეობას
|
ხშირად აღწერს
თანამიმდევრულად კვლევის მიმდინარეობას
|
აღწერს თანამიმდევრულად კვლევის მიმდინარეობას
|
მონაცემთა
აღრიცხვა და ანალიზი
|
ვერ აღრიცხავს მონაცემებს და ვერ აკეთებს ანალიზს.
|
იშვიათად აღრიცხავს მონაცემებს და აკეთებს ანალიზს.
|
ზოგჯერ აღრიცხავს მონაცემებს და აკეთებს ანალიზს.
|
ხშირად აღრიცხავს
მონაცემებს და აკეთებს ანალიზს.
|
ახდენს კვლევის
მიმდინარეობის მონაცემთა აღწერასა და ანალიზს.
|
მასწავლებლის სახელი და გვარი
|
ია გიგუაშვილი
|
გაკვეთილის თემა
|
მიტოზი
|
სწავლების საფეხური
|
საბაზო საფეხური. IX კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
კლასში
10 მოსწავლეა.განსაკუთრებულ მიდგომებს არცერთი არ საჭიროებს
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
ამ გაკვეთილზე მოსწავლეებმა
წინასწარ იციან რომ გამრავლება ყველა ცოცხალი ორგანიზმის დამახასიათებელი თვისებაა,ასევე
გაეცნობიან გამრავლებას უჯრედულ დონეზე. გაეცნობიან მიტოზის ფაზებს და ინტერფაზას.
გააანალიზებენ მიტოზის სქემას,გამართავენ
დისკუსიას და იმსჯელებენ მიტოზის სქემის შესახებ .
ეს კი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა კრიტიკული ანალიზის დაკვირვების,მონაცემთა ინტერპრეტაციის
უნარების განვითარებას .
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მიზანი: მოსწავლე
დაკვირვების საფუძველზე აღწერს მიტოზის ფაზებს, მსჯელობს შვილეულ უჯრედებში ქრომოსომების
განაწილების კანონზომიერებებზე, მიტოზის ბიოლოგიურ როლზე;
ბიოლ.IX.6.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს მემკვიდრეობითობა და
ცვალებადობა, ჩამოაყალიბოს მემკვიდრეობითობის კანონები; იმსჯელოს გენეტიკის მნიშვნელობაზე
სელექციასა და მედიცინაში.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
Ø ადგენს მიტოზისა და
მეიოზის მარტივ სქემებს, ადარებს შვილეულ უჯრედებში ქრომოსომების განაწილების კანონზომიერებებს და განმარტავს მათ
მნიშვნელობას;
|
წინასწარი ცოდნა
|
ამ გაკვეთილის წინასწარი ამოცანების წარმატებით შესასრულებლად მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ , რომ
გამრავლება ყველა ცოცხალი ორგანიზმის დამახასიათებები თვისებაა, ასევე იციან რომ უჯრედულ დონეზე გამრავლება
გამოიხატება საწყისი-დედისეული უჯრედის ორად გაყოფასა და ახალი შვილეული უჯრედის
წარმოშობაში.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
გამოვიყენებ განმსაზღვრელ,განმავითარებელ და ინდივიდუალურ შეფასებას
შეფასების კრიტერიუმებია: (თან ერთვის)
აკვირდებიან მოდელს და აღწერენ
პროცესებს;
მსჯელობს მიტოზის ბიოლოგიურ
მნიშვნელობაზე;
არგუმენტირებულად აყალიბებს
მოსაზრებებს;
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური
რესურსები
|
სახელმძღვანელო, მარკერები
,თაბახის ფურცლები, დაფა ინტერნეტიდან რესურსი „მიტოზი“, ასევე power point- ში გამზადებული სლაიდები.
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
გაკვეთილის
ხანგრძლივობა--45 წუთი;
მიზნობრივი კითხვები: რა იციან... წინარე ცოდნის
გააქტიურება- 5 წთ
შემდეგ ვთხოვ ყურადღებით უყურონ ვიდეოს რადგან
უნდა დასახატად მივცე წყვილებს ფაზები დასახატად
ვაჩვენებ
ინტერნეტიდან ვიდეო რესურსს „მიტოზი“ --10
წთ
შემდეგ
ვთხოვ რომ ყურადღებით წაიკითხონ ტექსტი ხაზი გაუსვან ძირითად ცნებებს და შეადარონ ტექსტი და წიგნში მოცემული სქემები თავიანთ მიერ
შესრულებულ ნახატს,გამოთქვან მოსაზრებები.- 10 წთ
იმისათვის
რომ გავიგო რამდენად გაიაზრეს მასალა, ვთხოვ
მათინდივიდუალურად იმუშაონ სქემაზე, აღწერონ ფაზები,დაადგინონ მათ შორის მსგავსება-განსხვავებები,
გამოიტანინ დასკვნები.
კოგნიტური სქემა წინასწარ გამზადებული, გაკრულია
კედელზე და მოსწავლეები წინასწარ ჩაწერილ კითხვებს პასუხობენ და ავსებენ სქემებს... 10 წთ
ბოლოს... გაკვეთილის შეჯამება...
მოსწავლეთა პრეზენტაციების მოსმენა და ჩვენება
საპრეზენტაციო სლაიდებით... დასკვნების გაკეთება... 10 წთ
შემაჯამებელი კითხვები:
რამდენი ქრომოსომა
აქვს ადამიანს და რამდენი ექნემა მიტოზური გაყოფის შემდეგ?
რატომ თვლიან
რომ, ქრომოსომები ბირთვისა და ზოგადად უჯრედის უმთავრესი კომპონენტია? პასუხი დაასაბუთეთ...
საშ. დავ:
გაკვეთილის ბოლოს მოცემული სავარჯიშოები და ვთხოვ რომ ფერადი ფურცლებისაგან
შექმნან მიტოზის მოდელები
|
Комментариев нет:
Отправить комментарий