სარჩევი

четверг, 22 ноября 2018 г.

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა


               პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
სსიპ. ბ. კაპანაძის სახელობის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ძლევიჯვარის საჯარო სკოლის ბიოლოგიის  მასწავლებელი- ია გიგუაშვილი



,,სწავლების მრავალფეროვნების, სასწავლო რესურსების და შეფასების მნიშვნელობა სიღრმისეული სწავლის მოტივაციისათვის ბიოლოგიაში’’




                              2017-2018სასწ/წელი.

სარჩევი:
1. საკითხის მიმოხილვა
2. ლიტერატურის მიმოხილვა
3. პრობლემა და კვლევის მიზანი
4.  კვლევის ამოცანები
5. კვლევის ანალიზი და შედეგები
6. ინტერვენცია და ინტერვენციის შედეგების მიმოხილვა
7. რეკომენდაციები
8. მიგნებები და კვლევის ნაკლოვანებები
9. დასკვნა









შესავალი:
სწავლება-სწავლის ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული ზრდაა.სკოლის ბაზაზე ამის უზრუნველსაყოფად ,სხვადასხვა ეფექტიან საშუალებათა შორის ერთ -ერთი მასწავლებლის მიერ საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევაა.
პე­და­გო­გი­­რიპრაქ­ტი­კისკვლე­ვაარისპე­და­გო­გე­ბისმი­ერჩა­ტა­რე­ბუ­ლინე­ბის­მი­­რი
სა­ხისმე­თო­დუ­რიგა­მოკ­­ლე­ვაკონ­­რე­ტუ­ლიმას­წავ­ლებ­ლის, სკო­ლისსაქ­მი­­ნო­ბის, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბი­სადამოს­წავ­ლე­თააკა­დე­მი­­რიმოს­­რე­ბისშე­სა­ხებინ­ფორ­მა­ცი­ისშეგ­რო­ვე­ბი­სადაგა­უმ­ჯო­ბე­სე­ბისმიზ­ნით.
პე­და­გო­გი­­რიპრაქ­ტი­კისკვლე­ვამარ­ტოწა­მოჭ­რი­ლისიძ­ნე­ლე­­ბისდროსკიარარის
სა­ჭი­რო, არა­მედახა­ლიიდე­­ბის, ინო­ვა­ცი­­ბისგა­მო­საც­დე­ლად, სა­კუ­თა­რიძა­ლე­ბისგა­საძ­ლი­­რებ­ლად, სა­კუ­თა­რიძლი­­რიმხა­რი­სადაპო­ტენ­ცი­­ლისაღ­მო­სა­ჩე­ნად, სა­ჭი­როუნარ-ჩვე­ვე­ბისგა­სა­ვი­თა­რებ­ლად. ყვე­ლა­ფე­რიესკისწავ­ლა-სწავ­ლე­ბისხა­რის­ხისგა­უმ­ჯო­ბე­სე­ბასემ­სა­ხუ­რე­ბა.
პედაგოგიურიპრაქტიკისკვლევისეტაპები:
პედაგოგიურიპრაქტიკისკვლევაშეგვიძლიაშემდეგფაზებადდავყოთ:
1.კვლევისამოსავალიპუნქტისგანსაზღვრა/საკვლევითემისშერჩევადაკვლევისმიზნისჩამოყალიბება;
2.კვლევისპროცესისდოკუმენტირებაკვლევისდღიურისწარმოება;
3.საკითხთანდაკავშირებულიარსებულიკვლევებისადალიტერატურისშესწავლა
დაანალიზი;
4.კვლევისმეთოდისშერჩევადაექსპერტიზა (სხვაკოლეგებისთვისგაცნობაანმეთოდისმოსინჯვამცირეშერჩევაზესაპილოტეკვლევა);
5.მონაცემთაშეგროვება;
6.მონაცემთაანალიზი,რომელიცკვლევისყველაზესაინტერესოდაამავედროს
ყველაზერთულისაფეხურია;
7.მოქმედებისსტრატეგიისშემუშავებადამისიპრაქტიკაშიდანერგვა, რაცაუცილებლადყველაპრობლემისგადაჭრასკიარნიშნავს, არამედძიებას, გამოცდილებისშეძენას,რაღაცისგაუმჯობესებასდაკვლევისპროცესისახალფაზაშიგადასვლას;
8.მოპოვებულიცოდნისადაგამოცდილებისპრეზენტაცია, რაცშეიძლებაგანხორციელდესკვლევისანგარიშისშექმნითდაკათედრისსხდომასათუსემინარზემისიგანხილვით, კონფერენციაზეწარდგენით, პუბლიკაციითდაა..
ჩემი პრაქ­ტი­კისკვლე­ვისმი­ზა­ნიპე­და­გო­გი­­რიპრაქ­ტი­კისგა­უმ­ჯო­ბე­სე­ბაა.მკაფიოდ განვსაზღვრე  კვლევის ფოკუსი რის გარკვევასა და შესწავლას შევეცდებოდი  მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში.
  კითხვები რომლებითაც დავიწყე კვლევის ფოკუსის განსაზღვრა შემდეგი იყო :
Ø  რა მაწუხებს  ,მანერვიულებს ყველაზე მეტად სასწავლო პროცესთან  და ჩემს მოსწავლეებთან მიმართებაში?
Ø  სწავლა-სწავლების რა საკითხები მაინტერესებს ყველაზე მეტად კლასების მიხედვით ?
Ø  რას შევცვლიდი ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში და როგორ?
Ø  მნიშვნელოვანია თუ არა  სასწავლო რესურსების მრავალფეროვნება და მისი გამოყენება.( სასწავლო  რესურსების მოსწავლეების ხელით შექმნა და მათი დაინტერესება საგნის მიმართ).
Ø  რას მეუბნება შეფასების შედეგები? რა უნდა შევცვალო  სწავლებაში მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით?
Ø  არის თუ არა  საბაზო  საფეხურზე ,კერძოდ VII  კლასში  მოტივაციის დაქვეითება ინტეგრირებული სამი საგნის გაერთიანების  შემოღებით გამოწვეული?
Ø  არის თუ არა  დაწყებით საფეხურზე ,კერძოდ V კლასში  მოტივაციის დაქვეითება განმსაზღვრელი შეფასების შემოღებით გამოწვეული?
ხოლოკვლევისამოსავალიწერტილისწავლებისპრაქტიკაა,სტრატეგიები,რომლებსაც გამოვიყენებ , გავამრავალფეროვნებ  ,მნიშვნელოვანიამაღალი სააზროვნო უნარების განსავითარებლად , მოსწავლეთა ჩართულობის გასაზრდელად  სიღრმისეული სწავლის მოტივაციის შენარჩუნებისა და სასწავლო მიზნების  და შედეგების გაუმჯობესებისათვის. კვლევის ანგარიში და შედეგები მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის ,როგორც მასწავლებლისთვის ასევე ნებისმიერი ამ საკითხით დაინტერესებული სხვა მასწავლებლისათვის და სკოლისათვისაც ,რადგან  ამ შედეგიდან ყველაზე მეტ სარგებელს მიიღებს სკოლა ,ვინაიდან კვლევის შედეგი ხელს შეუწყობს ჯანსაღი ,მოსწავლეებზე ორიენტირებული სასკოლო კლიმატის ჩამოყალიბებას.
საკვლევი ჯგუფი:  V კლასის მოსწავლეები
VII-კლასის მოსწავლეები
                                  VIII-XI   -კლასის მოსწავლეები
დამხმარე ჯგუფი : საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის მასწავლებლები;
კათედრაზე დაგეგმილშეხვედრებზემოხდაამსაკითხისგარჩევადაგამოითქვავარაუდები, თურამიზეზებიიწვევსამპრობლემას.
ერთ-ერთივარაუდი, რომელსაცმიემხროჯგუფისწევრთაუმრავლესობაარის, სიღრმისეულიცოდნისარქონა, რაცგამოწვეულიაიმით, რომსწავლაარისნიშანზეორიენტირებული.
ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაზე დაკვირვებამმიჩვენა, რომდიდიგანსხვავებაასაშინაოდავალებისდასაკლასოაქტივობებისშეფასებასადაშემაჯამებელიწერებისშეფასებებსშორისხდებანიშნებისვარდნა. განსაკუთრებით, ესშესამჩნევიატექნიკური და საბუნებისმეტყველო საგნებისშემთხვევაში.
   ასევე განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდესმე- V - კლასში  განმსაზღვრელი შეფასების შემოღებით გამოწვეულ სიძნელეებზე და ინტერვენციებზე რომლებიც იქნება შედეგის მომტანი.



                                    წინამდებარე კვლევის  მიზანია:
სწავლების პრაქტიკის  გაუმჯობესებაა. სტრატეგიები,რომლებსაც გამოვიყენებ ,  გავამრავალფეროვნებ  ,მნიშვნელოვანია   მაღალი სააზროვნო უნარების განსავითარებლად , მოსწავლეთა ჩართულობის გასაზრდელად  სიღრმისეული სწავლის მოტივაციის შენარჩუნებისა და სასწავლო მიზნების  და შედეგების გაუმჯობესებისათვის.
შესაბამისად უნდა დავადგინო:
Ø რამდენადიყენებსმასწავლებელისწავლებისმრავალფეროვანმეთოდებს;
Ø რამდენადარისგამოყენებულიმოსწავლისმიერშექმნილისასწავლორესურსიდაროგორაისახებაისსწავლისხარისხზე .
Ø რამდენადინტენსიურიასასწავლორესურსებისგამოყენებადაუწყობსთუარახელსესრესურსებისწავლისმიმართმოტივაციისგაზრდას;
Ø პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს საშუალო, საშუალოზე დაბალი და დაბალი  შედეგების მქონე მოსწავლეები, მათი შედეგები მიმდინარე საკლასო, საშინაო და შემაჯამებელ სამუშაოებშიც არადამაკმაყოფილებელია, თუმცა მაღალი შედეგების მქონე მოსწავლეებსაც ზოგჯერ უჭირთ შემაჯამებელი დავალებების მაღალ ქულაზე დაძლევა, რაც ბოლო წლების შედეგებით ჩანს.რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და შენარჩუნებაზე.
Ø თუ როგორ აისახება საგნების ინტეგრირებულად სწავლება მოსწავლეთა სასწავლო შედეგებზე და მოტივაციაზე მე -VII კლასში.

ჩემი მიზანია, ჩავატარო  კვლევა, ინდივიდულაურად ყველა მოსწავლის მონაწილეობით, ამით მინდა გავარკვიო ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემები, როგორიცაა შემაჯამებელ სამუშაოებში დაბალი შედეგები, მიმდინარე საკლასო და საშინაო დავალებებში მიღწეული შედეგების გაუმჯობესების გზების ძიება, გარემოება, რაც გავლენას ახდენს მოსწავლეთა მოტივაციაზე. ანკეტა ღია და დახურული ტიპის კითხვებით შევადგინე (ანკეტა) კვლევაში მოსწავლეთა ჩართვა და მათთან თანამშრომლობა ვფიქრობ, დადებითად განაწყობდა მოსწავლეებს და აამაღლებდა მათ ჩართულობას, მივიღებდი პასუხებს ინდივიდუალურად ყველა მოსწავლისგან და კიდევ უფრო ახლოს გავიცნობდი მათ ინდივიდუალ საჭიროებებს, რასაც გავითვალისწინებ გაკვეთილების დაგეგმვის და წარმართვის დროს უკვე მეორე სემესტრიდან.

კვლევის ამოცანებია:
·         კათედრაზე კვლევის მიზნების გაცნობა და განხილვა;
·         პრაქტიკული კვლევების შესახებ ინფორმაციის შეგროვება- ანალიზი;
·         ძირითადი საკვლები თემის ირგვლივ კითხვარების მომზადება;
·         მიმდინარედაშემაჯამებელნიშნებზედაკვირვება: მონაცემთაშეგროვებადამათიანალიზი;
·         მოსწავლეთა ინფორმირებულობა კვლევის შესახებ;
·         კვლევის კითხვარების შევსება;
·         ინტერვენცია
·         მონაცემების ანალიზი;
·         კვლევის საბოლოო შედეგების განხილვა
კვლევის მეთოდებად  ავირჩიე:
·        ფოკუს ჯგუფთან შეხვედრა;
·        გამოკითხვა
·        ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილებზე:
Ø  ფოკუს ჯგუფის ( V კლასის მშობლები )საშუალებით ჩამოვაყალიბეთ კითხვარები,რომლითაც მინდოდა გამერკვია არის თუ არა  დაწყებით საფეხურზე ,კერძოდ V კლასში  მოტივაციის დაქვეითება განმსაზღვრელი შეფასების შემოღებით გამოწვეული?
Ø  გამოკითხვის მეთოდით მინდოდა პასუხი მიმეღო ისეთ მნიშვნელოვან კითხვებზე ,რომლებიც ხელს უწყობს ან სირთულეებს უქმნის სიღრმისეული სწავლის მოტივაციას  ბიოლოგიაში.
Ø  ფოკუსირებული დაკვირვებით გაკვეთილზე ,მინდოდა
დაკვირვება საგაკვეთილო პროცესში განსაკუთრებით ორი მიმართულებით
 ა) სწორად ვიყენებდი თუ არა ორგანიზების ფორმებს და სწავლების სტრატეგიებს და
 ბ) მოსწავლეებთან მასწავლებლის ურთიერთობა და მათთან დამოკიდებულება.
სამივე მეთოდის გამოყენება  ერთ ძირითად მიზანს ემსახურებოდა სიღრმისეული სწავლის მოტივაციასა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების გზების ძიებას. ამოსავალი წერტილი კი ის შედეგები იყო რომლებსაც წლების განმავლობაში ვაგროვებდი და ვაანალიზებდი,ამას დაემატა მე -7 კლასის ინტეგრირებული საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შედეგები წლების გან-ში და წელს კიდევ მე - 5 კლასი თავისი სირთულეებით , რომლებიც განმსაზღვრელი შეფასების შემოღებითაა გამოწვეული და პირველ სემესტრში მოტივაციის დაქვეითება გამოიწვია, ამას დაერთო მშობლების უკმაყოფილება მოგეხსენებათ მე-4 კლასში არ იწერება ქულები და ის განმავითარებელი შეფასება საკმარისი იყო იმისათვის რომ მოსწავლეების მოტივაცია ყოფილიყო შენარჩუნებული .ამიტომ დავიწყე ჯერ მშობლებთან შეხვედრითდა მათი უკმაყოფილების მიზეზის გარკვევით და შემდეგ დავგეგმე ინტერვენციები.
რა თქმა უნდა საჭირო იყო მე-4 კლასის მასწავლებლებთან  თანამშრომლობაც ,ამ საკითხში კი დეკრეტულ შვებულებაში გასული ჩემი თანამშრომელი და დირექცია დამეხმარა რომ შევსულიყავი  ამ კლასში და პირადად დავკვირვებოდი ორივე კლასს.
მე-5 კლასის მშობლებთან შეხვედრისას კითხვარები ასეთი სახით ჩამოვაყალიბე:
Ø  არის თუ არა მარტივი ენით დაწერილი კომენტარი ,რომელსაც თქვენი შვილი იღებს  ეფექტიანი ?
ამ კითხვაზე მშობლების უმეტესობამ 95 % უპასუხა, რომ  ,,არა“
Ø  გეხმარებათ თუ არა კომენტარები ბავშვის აკადემიური დონის განსაზღვრაში?
მშობლების 85 % აღნიშნა ,რომ ეხმარება
Ø  გეხმარებათ თუ არა ქულასთან ერთად კომენტარი ბავშვის აკადემიური დონის განსაზღვრაში?( მე-5  კლასის მშობლებისთვის)
მშობლების 75 % აღნიშნა ,რომ  ეხმარებოდა
(მშობლებთან შეხვედრაში დახმარებისათვის  დიდი მადლობა მე-5 კლასის დამრიგებელს)
მოსწავლეებთან ინტერვიუს შედეგების ანალიზისას გამოიკვეთა ,რომ მოსწავლეები ვრცელ განმავითარებელ შეფასებას იშვიათად იღებენ ,თუმცა თვლიან , რომ განმავითარებელი შეფასება ეხმარებათ შემდეგი დავალებების უკეთ მომზადებაში, რაც შეეხება განმსაზღვრელ შეფასებას  ორივე კლასის მოსწავლეები აღნიშნავდნენ ,რომ მაღალი ქულის მიღება მოტივაციას შეუქმნიდათ  მომდევნო გაკვეთილის უკეთ მოსამზადებლად.მეოთხე კლასელებმა კი დაამატეს რომ მოტივატორი მათთვის ის სტიკერებიცაა,რომლებიც მათთვის მაღალ აკადემიურ მოსწრებასთან ასოცირდება და მაღალი აკადემიური შედეგების მაჩვენებელია.
საბუნებისმეტყველო  საგნების სწავლებისას, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება შემეცნების პროცესში მოსწავლის აქტიურად ჩართვას. ეს მოსწავლეებს საშუალებას აძლევს ,მიღებული ცოდნა და შეძენილი უნარ-ჩვევები კონკრეტულ სიტუაციას მიუსადაგოს, პრაქტიკულად გამოიყენოს და გადაჭრას მის წინაშე მდგომი პრობლემები. ამ მიზნის მისაღწევად საჭირო ცოდნის მიღება და უნარ-ჩვევების განვითარება სწავლების პროცესის გარდაქმნას მოითხოვს.
სიახლეები სხვა მრავალ ასპექტთა შორის, გულისხმობს ყურადღების გამახვილებას კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებაზე. თუ აქამდე გაკვეთილზე მუშაობის დროს მოსწავლე ძირითადად დამკვირვებლის როლში გამოდიოდა, ხოლო შემსრულებელი მასწავლებელი იყო, ახლა თითოეულმა  მოსწავლემ  უნდა შეძლოს გაკვეთილზე მაქსიმალურად მუშაობა, კვლევების ჩატარება, მისი შედეგების აღრიცხვა და  გაანალიზება,  სათანადო დასკვნების გამოტანა.
       მოსწავლეთა სწავლის მოტივაცია თანამედროვე სკოლის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს.საქმეისაა,რომ მოსწავლის აკადემიურ მოსწრებას განაპირობებს არა მხოლოდ მოსწავლეთა უნარები და შესაძლებლობები,არამედ სწავლისა და სწავლების სხვადასხვა კომპონენტი.
სწავლის მოტივაცია არის ტენდენცია,განახორციელო მნიშვნელოვანი და ღირებული აკადემიური აქტივობები და მიიღო მათგან სარგებელი.
                                               მონაცემთა ანალიზი:
კვლევის კითხვარები განვიხილე სათითაოდ, ყველა მოსწავლის და კლასის მიხედვით, დავაჯგუფე ძირითადი საკვლევი თემის ირგვლივ პასუხები და დავითვალე რაოდენობრივად მსგავსი პასუხები.
სულ  დაწყებით საფეხურზე -7 მოსწავლე,  საბაზო საფეხურზე მყავს   24 მოსწავლე, საშუალო საფეხურზე- 29, ჯამში 60 მოსწავლე, ბუნებრივია არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს კვლევის შედეგების დათვლა და განხილვა.
სიღრმისეული სწავლის მოტივაციის შენარჩუნებისა და სასწავლო მიზნების  და შედეგების გაუმჯობესებისათვის დაბრკოლებას წარმოადგენს შემდეგი :
რაც გამოიკვეთა პასუხებში ეს არის:
Ø  საგნის სირთულეVII კლასში ,(ინტეგრირებული სამი საგანი)
Ø  მასწავლებლის როლი/ფაქტორი სწავლების დროს;
Ø  მოტივაციის ასამაღლებელი საშუალებების ნაკლებობა  ( მრავალფეროვანი აქტივობები და რესურსების მრავალფეროვნება)
Ø  მე-5 კლასში განმსაზღვრელი შეფასების შემოღებით გამოწვეული სიძნელეები და მოტივაციის დაქვეითება;

 მოსწავლეთა მონაცემები შევაგროვე და დავამუშავე კლასების მიხედვით, გამოიკვეთა განსხვავებული მოთხოვნები თითოეულ კლასში, მე-11 და მე-9 კლასებში მოსწავლეთა უმრავლესობამ მუშაობის ფორმად აირჩია დამოუკიდებელი სამუშაო,  აღმოჩნდნენ  ისეთი მოსწავლეებიც , რომლისთვისაც ყველანაირი სამუშაო სახალისოა და არანაირი სირთულე არ არსებობს.ყველაზე დიდი რაოდენობა კი ჯგუფური მუშაობის მომხრე აღმოჩნდა.
კითხვარებმა მიჩვენა მოსწავლეთა სუსტი მხარე- გენეტიკური ამოცანების ამოხსნა, არგუმენტირებული  თხრობა,შემაჯამებელ დავალებების  კრიტერიუმებში  უკეთესად გაცნობიერება და რესურსების  მრავალფეროვნების მნიშვნელობა.
  ასევე გამოიკვეთა ,რომ მაღალ კლასებში მოსწონთ  ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილები ვიქტორინები  და სხვა...
 ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა მოსწავლეთა სრული უმრავლესობისგან, რომ ჩემი განწყობა და დამოკიდებულება მნიშვნელოვანი ფაქტორი ყოფილა მათთვის, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ სწავლების პროცესში, საინტერესო იყო ჩემთვის, რამდენად შეუძლია მოსწავლესსხვისი დახმარების გარეშე სწავლა, ასევე, იცნობდნენ თუ არა შეფასების სისტემებს, მოსწავლეთა პასუხებიდან გამომდინარე მხოლოდ რამდენიმე მოსწავლე არ იცნობს, რასაც ასევე გავითვალისწინებ. მასწავლებლისთვის გასათვალისწინებელ თხოვნად მივიღე, რომ შევიტანო მეტი დახურულბოლოიანი სახის ტესტები შემაჯამებელ დავალებებში. რაც შეეხება მე -5 კლასს ფოკუსირებული დაკვირვებისას გამოიკვეთა რომ მე-4 კლასში მასწავლებლები განმავითარებელი შეფასების მიცემის დროს იყვნენ უფრო ლმობიერები,ვიდრე მეხუთეში ქულებით შეფასების დროს ,მათ გადაჭარბებული მოთხოვნები  და მოლოდინები აქვთ მოსწავლეთა მიმართ.
ასე გამოიყურება ძირითადი  გამოკითხვისშედეგებიდიაგრამებში :



რომელია თქვენთვის საუკეთესო აქტივობა /მეთოდი
მასწავლებლის მიერ შექმნილი რესურსი უნდა ითვალისწინებდეს მოსწავლეების გამოცდილებას,მათ გარშემო არსებულ სინამდვილეს.
რესურსებმა უნდა მოახდინოს ინტერაქციის სტიმულირება  უნდა აძლევდეს ბავშვს მუშაობის  და ინტერაქციის საშუალებას.
რესურსმა უნდა უბიძგოს და გეზი მისცეს მოსწავლეებს სწავლის უნარებისა და სტრატეგიების განსავითარებლად და დასახვეწად.,მეტაკოგნიტური უნარების განსავითარებლად.
შედეგები (რესურსებზე)


                        სადიაგნოსტიკო ტესტი   შეფასებასა და რუბრიკებზე
სასწავლო პროცესში ერთერთი ყველაზე რთული აქტივობაა შეფასება,რომელიც 
პედაგოგისაგამოითხოვს დიდ დაკვირვებასა და დროს.ასევე სირთულეს 
წარმოადგენს ისეთი შეფასებისრუბრიკების შედგენა რომელიც 
მოსწავლეებისათვის იქნება ადვილად გასაგები და სანდო.
კვლევის ერთ-ერთი მიზანი, სანდო და ვალიდური შეფასების რუბრიკების შემუშავებაა, სადაც თვითონ მოსწავლეებიც მიიღებდნენ მონაწილეობას და
დიაგნოსტიკურმა კითხვარმა აჩვენა მოსწავლეთა მზაობა რუბრიკების შედგენაში მონაწილეობის მისაღებად. 

პედაგოგიურ პრაქტიკაში უმნიშვნელოვანესია მოსწავლის შეფასება, თუმცა შეფასებები, განსაკუთრებით განმსაზღვრელი, როგორც წესი არაერთგვაროვანია და განსხვავებული. ცხადია ნებისმიერი კლასი აერთიანებს განსხვავებული შესაძლებლობების მოსწავლეებს, ამის გამო შეფასებებიც განსხვავებულია. ჩემი პედაგოგიური მუშაობის პრაქტიკიდან ბოლო წლების სემესტრული და წლიური შეფასების შედეგებიდან ირკვევა ,რომ  მყავს მაღალქულიანი, საშუალო, საშუალოზე მაღალქულიანი და საშუალოზე დაბალქულიანი მოსწავლეები არათანაბარი რაოდენობით, გარდა ამისა აღმოჩნდა, რომ ერთიდაიგივე კლასის მოსწავლეებს მომდევნო კლასში გადასვლის შემდეგ აქვთ ან შედარებით მაღალი მოსწრება, ანდა პირიქით დაბალი შედეგები. პრაქტიკიდან ამ შედეგების გადახედვამ გამიჩინა კითხვა: რა არის მიზეზი ერთი კლასის მოსწავლეთა განსხვავებული შედეგების? და მეორე, რატომ იცვლება მოსწავლეთა დამოკიდებულება სწავლების პროცესში საგნის მიმართ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზები?
სასწავლო აქტივობის შეფასებისას,მასწავლებლის შეფასება უნდა იყოს კონკრეტული,ნათელი და არ უნდა ეხებოდეს აწმყო დროში განხორციელებულ აქტივობას. ძალიან მნიშვნელოვანია ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბება,ვინაიდან თვითშეფასება გავლენას ახდენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე,სწავლაზე,სოციალურ ურთიერთობებზე.
 მასწავლებლის მიერ გაკეთებული კომენტარები ორიენტირებული უნდა იყოს მოსწავლის შედეგების გაუმჯობესებაზე და გაკეთებული კომენტარები უნდა იყოს დროული.  რაც უფრო გვიან მივაწვდით უკუკავშირს,უფრო ნაკლებ  გავლენას  მოახდენენ ისინი მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე. კომენტარები კონკრეტულ კრიტერიუმებს უნდა უკავშირდებოდეს  ,შესაბამისად მოსწავლეებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა  შეფასების კრიტერიუმების შექმნაში.








                    შემაჯამებელი დავალებების სირთულე
 შემაჯამებელი სამუშაოების ანალიზი
2016-2017 სასწავლო წელს ბიოლოგიაში გათვალისწინებული მქონდა 5 შემაჯამებელი სამუშაო. სამუშაოებში გამოვიყენე კომბინირებული ტესტი ყველა კლასთან და ამოცანები მე 9 და მე 11 კლასებში.შედეგების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა რომ:
Ø  მე 7 კლასში კლასს გაუჭირდა ფიზიკის ნაწილში, შესაბამისი ცნებები და ფორმულები გამოეყენებინა ამოცანების ამოსახსნელად,ასევე ღია დავალებები,რომლებიც მაღალ სააზროვნო უნარებზეა გათვლილი.
Ø  მე 8 კლასში გაუჭირდათ ცხრილებში ინფორმაციის გადატანა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დავალებები.
Ø  მე 9 კლასში კლასის უმეტესობას გაუჭირდა პოსტემბრიონული განვითარების ტიპების მიხედვით დაენაწილებინაორგანიზმები,ასევე ზოგს გაუჭირდა შინაგანი და გარეგანი განაყოფიერების მქონე ორგანიზმების დაჯგუფება.
Ø  მე 10 კლასში  ღია დავალებები სისხლის ჯგუფებზე და საჭმლის მომნელებელ სისტემაზე,  ასევე ცხრილებში  ინფორმაციის  გადატანა გაუჭირდათ.
Ø  მე 11 კლასში შედარებით გაუჭირდათ ამოცანები სისხლის ჯგუფებზე ასევე  ქრომოსომული აბერაციები
შემაჯამებელი სამუშაოების ანალიზი ხდებოდა ყოველი სემესტრის ბოლოს,რის შემდეგაც   ვცდილობდი შემეთავაზებინა ისეთი აქტივობები რომლების ხელს შეუწყობდა გამოვლენილი სუსტი მხარეების დაძლევას. თუმცა ,უნდა აღინიშნოს ,რომ ასეთ დავალებებზე  მუშაობას   ვერ ვუთმობდით  დიდ დროს,რადგან მომდევნო მომდევნო შემაჯამებელში შესული იყო სხვა ტიპის დავალებები და უნდა გვევარჯიშა მსგავსი ტიპის დავალებებზე.

  შედეგების დიაგრამა ასე გამოიყურება კლასების მიხედვით:
მე 7 კლასი შედეგები ასე გამოიყურება :
VIII კლასის  შედეგები:
IX კლასის შედეგია:
    X     კლასის შედეგია
XI     კლასის შედეგია
ყველა კლასის შედეგების გაანალიზებით ირკვევა ,რომ   შეინიშნება შედეგების გაუმჯობესება  განსაკუთრებით მაღალ კლასებში. ასევე ვფიქრობ დავგეგმო მომავალი წლისათვის შემაჯამებელი სამუშაოები,არამარტო კომბინირებული ტესტებით,  არამედ პროექტებით ან სხვა შესაფასებელი  აქტივობებით,რომლებიც ესგ სტანდარტით მისაღწევ შედეგებზე გაგვიყვანს.
მუშაობის როგორი  ფორმა მოგწონთ?


მასწავლებლის გუნება-განწყობილების გავლენა მოსწავლეთა მოტივაციაზე

სასწავლო პროცესზე დაკვირვების პირველი სემესტრი დაეთმო საკვლევ საკითხების კლასიფიცირებას და მონაცემების აღრიცხვას, ხოლო მეორე  სემესტრში დავგეგმე კოლეგებთან ერთად ინტერვენციები და დავიწყე განხორციელება

                                      ინტერვენცია:

შედეგების გადახედვის შემდეგ დავგეგმე ინტერვენციები ,  რაც გულისხმობს ქმედებას, ჩარევას, ანუ პრაქტიკაში დანერგვას და მიღწეული შედეგების შეფასებას, რაც არ ნიშნავს ყველა პრობლემის გადაჭრას, ეს იქნება ძიება, გამოცდილების შეძენა, გაუმჯობესება და კვლევის პროცესის ახალ ფაზაში გადასვლა.

Ø  სწავლების პრაქტიკის  გაუმჯობესება,  გაკვეთილების დაგეგმვით  დავიწყე მრავალფეროვანი აქტივობებით და რესურსებით ,რომლის შექმნაშიც ბავშვებიც მიიღებდნენ მონაწილეობას.( სტრატეგიები,რომლებსაცგამოვიყენებ ,  გავამრავალფეროვნებ  ,მნიშვნელოვანია   მაღალი სააზროვნო უნარების განსავითარებლად , მოსწავლეთა ჩართულობის გასაზრდელად  სიღრმისეული სწავლის მოტივაციის შენარჩუნებისა და სასწავლო მიზნების  და შედეგების გაუმჯობესებისათვის.)ამაში დიდი დახმარება გამიწია მილენიუმის პროექტმა,სადაც აქტიურად ვიხილავდით იმ საკითხებს რაც ჩემი კვლევისათვის მნიშვნელოვანი იყო.
Ø  დაგვგეგმე ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილზე, კოლეგის დასწრება და დაკვირვებასაგაკვეთილო პროცესში განსაკუთრებით ორი მიმართულებით.
1)   სწორადვიყენებდი თუ არა ორგანიზების ფორმებს და სწავლების სტრატეგიებს და
2)   მოსწავლეებთან მასწავლებლის ურთიერთობა და მათთან დამოკიდებულება.
    კოლეგები სიამოვნებითდამთანხმდნენ . ფოკუსირებული დაკვირვებისას მიზნად დავისახე, მიმეღო რჩევა რამდენად ეფექტური იქნებოდა ჩემს მიერ ჩატარებულ გაკვეთილზედაგეგმილი აქტივობები, დამოუკიდებელი ან ჯგუფური მუშაობა და მეორე, რამდენად ახდენს გავლენას ჩემი განწყობა-დამოკიდებულება ან ხასიათი მოსწავლეების მოტივაციაზე. ( კვლევის მიგნებებიდან გამომდინარე )
Ø  მე -5 კლასში შეხვედრები მოსწავლეებთან , მშობლებლებთან. შეფასების შეთანხმებული კრიტერიუმების შემუშავება,რაც დამეხმარება მოსწავლეთა შესაძლებლობების რეალური მოლოდინების დანახვაში. ხოლო  მშობლებს, მოსწავლეებს  და რა თქმა უნდა მეც დამეხმარება გავზომო მოსწავლეთა მიღწევის დონე,რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით. ასევე შექმნილი რუბრიკებით ინტენსიური შეფასება   კარგი შესაძლებლობაა პროგრესის მონიტორინგისათვის.
განხორციელებული ცვლილებები:
სწავლების ნებისმიერ საფეხურზე   ბიოლოგიის  გაკვეთილები საინტერესო და შთამბეჭდავი რომ იყოს ორ  საუკეთესო მეთოდის გამოყენებით ჩავატარებ გაკვეთილებს  :  პირველი-ინფორმაციული- საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში და მეორე _ კონკურსი / ვიქტორინები ,რომლებსაც მოსწავლეთა უმეტესობა დადებითად აფასებდა და მოტივაციისათვის მნიშვნელოვან ფაქტორად ასახელებდა.
Ø  ისტ-ის გამოყენებით იცვლება სასწავლო გარემოს ხედვა.  ბუნებრივია მოსწავლეთა დაინტერესება და ჩართულობა მატულობს  თუ მასწავლებელი წარმოადგენს თხრობის პარალელურად მონიტორზე  ვიზუალურად წარმოდგენილ შესაბამის მასალას, ან powerpoint-ში გამზადებულ საპრეზენტაციო მასალას. მაგალითად  „მიტოზის“ და „მეიოზის“ შესწავლისას  პარალელურად ვაჩვენებდი  ვიდეოს youtube- დან ამ თემასთან დაკავშირებით , ვიზუალური შთაბეჭდილება   კარგად ჯდებოდა მოსწავლეთა მეხსიერებაში და განამტკიცებდა სიღრმისეულ თეორიულ ცოდნას. ასევე ძალიან საინტერესო  პროგრამაა learningapp.org სადაც მე  თვითონ შექმნილი მაქვს  ტესტები და ვიყენებ  მრავალჯერადად თემის გამეორებისათვის ან კონკრეტული გაკვეთილისთვის.  მე პირადად აქტიურად ვიყენებ  და მომავალშიც ვაპირებ გამოვიყენო რადგანაც ამ მეთოდით დავინახე თუ რამდენად აქტიურად არიან ჩართული მოსწავლეები. შევადგინე  ცოდნის განმტკიცებისათვის  ტესტები ,რომლებსაც ქონდა დაფარული პასუხები და ვთხოვე მოსწავლეებს ჩაენიშნათ სწორი პასუხები და ბოლოს გამოვაჩინოთ და დაითვალეთ სწორი პასუხების რაოდენობა და თქვენ ვერ წარმოიდგენთ თუ როგორ აქტიურად ჩაერთო მთელი კლასი, ყველა ბავშვი ინტერესით აკვირდებოდა ტესტებს და ინიშნავდა პასუხებს უკეთესი შედეგის მისაღწევად.
რეფერატების,  პროექტებისთვის კი აუცილებელია ისტ-ის გამოყენება. ინფორმაციის მოსაძიებლად , სურათების კოლაჟისთვის და სხვა. თითქმის ყველა გაკვეთილზე  რა თქმა უნდა შესაძლებლობების ფარგლებში ვცდილობდი ყველა კლასში გამომეყენებინა ისტ-ი ,რათა გაკვეთილები უფრო საინტერესო გამეხადა , გამეზარდა სიღრმისეულ სტადიაზე  მოტივაცია და  მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხი ბიოლოგიის გაკვეთილებზე.
მინდა კიდევ ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი აქტივობა  წარმოგიდგინოთ:  ვიქტორინა- კონკურსები. 
     ვიქტორინა- კონკურსებიც,  ზრდის როგორც გარეგან , ისე შინაგან მოტივაციას, ცოდნას და ინტერესს საგნის მიმართ. ამიტომ მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად მნიშვნელოვანია სახალისო-შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარება. მაგ. მეშვიდე კლასში თემა: პროკარიოტების( ბაქტერიების, ვირუსების...) განმტკიცების მიზნით ჩავატარე  ვიქტორინა: „ჩვენი უხილავი მტრები“, რომელიც შედგებოდა მოსამზადებელი ეტაპისაგან  და თვითონ კონკურსისაგან სადაც მოსწავლეებმა შეძლეს თავიანთი ცოდნის  რეალიზება საზოგადოების წინაშე  არსებულ კონკრეტულ გარემოში, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და კონკრეტული თემის უკეთესად განმტკიცებასა და ხანგრძლივი დროით დამახსოვრებას.
ვიქტორინის დაგეგმვა საკმაოდ შრომატევადია, რადგან მას წინ უძღვის მოსამზადებელი სამუშაოები. ჯერ უნდა შეირჩეს თემა, მოსწავლეთა დახმარებით დადგინდეს ორგანიზების ფორმა( წყვილები, ინდივიდუალური, ჯგუფური).
   ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე სასურველია ჩატარდეს  ჯგუფებში , სადაც განაწილებული იქნება ყველანაირი შესაძლებლობების მქონე მოსწავლეები. მასწავლებელმა მოსწავლეებთან ერთად უნდა შეარჩიოს ცალ-ცალკე ჯგუფებში დავალებები, რათა არ მოხდეს  კითხვების დამთხვევა. კითხვა დავალებები მრავალფეროვანი უნდა იყვეს და მოიცავდეს იმ სასწავლო თემას ან მასალებს რაც მოსწავლეებს გავლილი აქვთ.
ვიქტორინები ემსახურება  თემის განმტკიცებას. სასურველია თითოეული კითხვა წარმოდგენილი იყოს ვიზუალურად power point-ში საპრეზენტაციო სლაიდებით. თან წამყვანიც თუ ეყოლება უკეთესი იქნება. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე წამყვანი ორჯერ უმეორებს გუნდებს  კითხვას და წამზომის ჩართვის შემდეგ ელოდება ,როდის წარმოადგენენ პასუხებს თითოეული გუნდი, შემდეგ აცნობს სწორ პასუხებს. აქ საინტერესოა ჟიურის მუშაობაც.
ვიქტორინა ეს არის გუნდური მუშაობა და თითოეული მოსწავლე აქტიურადაა ჩართული  და ცდილობს გუნდს მოუტანოს ქულა. მოტანილი ქულის სიხარული კი გუნდისთვის მნიშვნელოვანია ,ხოლო მოსწავლეს აუმაღლებს თვითშეფასებისა და ღირსების გრძნობას.
გამარჯვების სიხარული  კი იმდენად დიდია და გადამდებია დამსწრე საზოგადოებისათვის ,რომ სურვილი მიჩნდება  უფრო მეტი გააკეთო,რათა მოსწავლეთა თვალებში ის გამარჯვების სიხარული არ ჩაქრეს.
ყველა კლასში ვიქტორინების ჩატარების შემდეგ გაჩნდა იდეა  ინტეგრირებული ვიქტორინის ჩატარების შესახებ( ორ ან ორზე მეტ საგანთან ერთად) და ავირჩიეთ საბუნებისმეტყველო საგნები( ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) .დავიხმარე ფიზიკის მასწავლებელიც და დაგეგმილი მაქვს  ვიქტორინა  VIII-  IX კლასის მოსწავლეთა გუნდებს შორის.  ვფიქრობ ეს  უფრო საინტერესო იქნება,  რადგან კონკურენციამ შეიძლება მეტად გაამძაფროს გამარჯვების სურვილი. კლასი ან გუნდი უკეთესად რომ წარმოაჩინონ მათი   ჩართულობა ,თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა უფრო მეტად გამოიკვეთება.
 მიმაჩნია რომ ასეთი ვიქტორინები კარგ შედეგს იძლევა, პირველ რიგში მოტივაციის ამაღლების მიზნით და ხელს უწყობს მშობელთა ჩართულობას სასწავლო პროცესებში.
   ისტ-ის გამოყენება ზრდის მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხს , სწავლა უფრო მიმზიდველია , ვინაიდან უფრო ახლოსაა რეალურ სამყაროსთან. მისი გამოყენებით მოსწავლე არა მხოლოდ სწავლობს, არამედ მონაწილეობს ცოდნის შექმნაში. ასეთი შესაძლებლობა მოსწავლეებს ადრე იშვიათად ეძლეოდათ.  ტექნოლოგიები გვაძლევს თანამშრომლობის რეალურ შესაძლებლობებს, მოსწავლეებს შორის ,მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის. ასევე ხელს უწყობს კრეატიულობის ზრდას , დისკუსიის, კრიტიკული და  ანალიტიკური აზროვნების განვითარებას ასევე იმასაც ვიტყვი რომ ურთიერთობა რეალურ აუდიტორიასთან მოითხოვს მოსწავლეთაგან გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას.
აღნიშნული მეთოდების გამოყენებით ბიოლოგიის გაკვეთილები უფრო სახალისო გახდა  და სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებიც  პოზიტიურად განეწყვნენ  საგნის/ გაკვეთილების მიმართ. ინტერესი და მოტივაცია ამაღლდა ისეთ მოსწავლეებშიც კი რომლებიც უინტერესოდ თვლიდნენ გაკვეთილებს.აქვე უნდა ავღნიშნო რომ ისტ-ის გამოყენება ზომიერად უნდა მოვახდინოთ შესაბამისი მასალით და არ უნდა გადავტვირთოთ, რათა მოსაბეზრებელ ან გასართობ გაკვეთილად არ გადაიქცეს. ამიტომ გაკვეთილების დაგეგმვის დროს ზუსტად უნდა განვსაზღვროთ დრო, როგორ ჩავრთოთ ვიზუალური მასალის ჩვენება, რა დროს იქნება ოპტიმალური.
გაკვეთილები მართლაც საინტერესო  იყოს და ნასწავლი მასალა დიდი ხნით შემორჩებათმეხსიერებაში . მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ კეთების , კვლევით , ძიებით სწავლება.ჩვენს დროში ამის უამრავი საშუალება არსებობს : ინტერნეტ სივრცე, საინტერესო პროგრამები, თანამედროვე აპარატურა, ენციკლოპედიები და  მრავალფეროვანი დამხმარე ლიტერატურა.
Ø  მშობლებისათვის მოსწავლეთა შეფასების სისტემის გაცნობა (დიდი მადლობა დამრიგებელს დახმარებისათვის) თანამშრომლობის გაღრმავება მე-4 და მე-5  კლასის მასწავლებლებს შორის. შეფასების სისტემის დაახლოება და ეფექტიანი უკუკავშირის მიცემა.
როგორც კვლევის მიგნებებში გამოიკვეთა  ორივე კლასის  მოსწავლეთა მშობლები  ასევე ამ კლასში  შემსვლელი მასწავლებლები უკეთესად  უნდა გაგვეთვითცნობიერებინა შეფასების პრინციპებში, რუბრიკებსა და კრიტერიუმებში, დაეახლოებინათ კრიტერიუმები და გაეაზრებინათ შეფასების პროცესში წარმოქმნილი სირთულეები.
                  ინტერვენციის შეფასება:
კოლეგებმა, რომლებიც მეოთხე   გაკვეთილს ესწრებოდნენმე V კლასში მიმდინარე სასწავლო წელს, ამ გაკვეთილის შემდეგაც, მომცა საკმაოდ ეფექტური უკუკავშირი, მისი შეფასებითკლასში შესვლისთანავე იგრძნობა მოსწავლეთა მხრიდან მოლოდინი, თუ რას მოიმოქმედებს მასწავლებელი და მათ ეტყობოდათ დადებითი განწყობა და თითქოს მასწავლებლისგანაც მოითხოვენ წამოვიდეს დადებითი მუხტი, კარგია, რომ აქტივობები არის მრავალფეროვანი და ენაცვლება ერთმანეთს, მაგალითად, რუკაზე სამუშაო,ინდივიდუალური დავალებები, სქემები და სხვა ... ჩანს მოსწავლეები მოტივირებული არიან თუ მასწავლებელი სწორად და ეფექტურად აქებს, აფასებს, მუშაობის სტრატეგია კარგად იყო შეჩეული, რადგან მოსწავლეებს მიეცათ ცოდნის გამოვლენის და აზრის დამოუკიდებლად ჩამოყალიბების შესაძლებლობა, სხვადასხვა ტიპის სააზროვნო კითხვები მოსწავლეებსმეტი აქტიურობისაკენ უბიძგებდა , ჩანს, რომ მოსწავლეებს უყვართ რუკა, როგორც რესურსი და ვურჩევ მასწავლებელს ეს რესურსი გამოიყენოს მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად.
          ინტერვენციამ მომცა კარგი შედეგი, რადგან კოლეგების  თვალით დანახული გაკვეთილის მიმდინარეობა რასაც ზოგჯერ საკმარისად ვერ აღვიქვამ, იყო საკმაოდ ეფექტური. პირველი, რაც ჩემი მოსწავლეებისაგან წამოვიდა, ეს იყო მოლოდინი გაკვეთილის დასაწყისში, რაც უნდა გამემართლებინა, შემდეგ კი აქტივობები, მრავალფეროვანი და საინტერესო, რაც ხალისიან და დადებით განწყობას ქმნიდა   კლასში.
         თანამშრომლობამ  და ერთმანეთთან გამოცდილების გაზიარებამ  გამოკვეთა ბევრი ისეთი დეტალი ,რომელიც აქამდე ბუნდოვანი იყო.მე -4 კლასში ჩემმა ჩატარებულმა გაკვეთილებმა დახმარება გამიწიეს საკუთარი იდეების სტრუქტურირებაში. ეფექტიანი უკუკავშირები ,კრიტერიუმებზე დაყრდნობით ამჯერად უფრო ზუსტი და განმავითარებელი იყო ვიდრე კვლევის მონაცემების შეგროვების ეტაპზე.ასევე მოვახდინე მოსწავლეთა რვეულებში გაკეთებული კომენტარების ანალიზი ,რომელიც კვლევის საწყის ეტაპთან შედარებით გაცილებით გაუმჯობესებული იყო. გაცემული რეკომენდაციები და კრიტერიუმებით შეფასებები დამეხმარნენ დამედგინა მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეები და შედეგმაც არ დააყოვნა და შემაჯამებელ დავალებებში მიღებულ ქულებშიც ჩანს რომ სირთულეები გამოსწორებისაკენ მიდის და თუ ასე გაგრძელდაბა აღმოიფხვრება კიდეც.


                                     რეკომენდაციები:
რჩევებისა და რეკომენდაციებისათვის დახმარება ვთხოვე ჩემს კოლეგებს და დიდი მადლობა მათ დახმარებისათვის.
Ø  მასწავლებელი უნდა თანამშრომლობდეს მოსწავლეებთან, სისტემატიურად გამოიკითხოს მათი მოსაზრება საკითხებთან მიმართებაში, შესაბამისად მოსწავლეებიც მიაჩვიოს თანამშრომლობით ურთიერთობას, აზრის გაცვლა-გამოცვლას, რაც მოსწავლეებს უქმნის საგნის და მასწავლებლის მიმართ დადებით დამოკიდებულებას, უჩნდებათ  აზრის გამოთქმის სურვილი და მოტივაციაც უმაღლდებათ.
Ø  კლასის მოტივირებაგაკვეთილის ყველა ეტაპზე და მასწავლებლის დადებითი, განწყობით დაწყებული გაკვეთილი საკმაოდპოზიტიურად და ინტერესით განაწყობს მოსწავლეებს, თუმცა მოსწავლეებისათვის კარგია თუ თვითმოტივირებულებიიქნებიან  და საკუთარ მიღწევებზეც  გაკეთებდნენ აქცენტს.
Ø  მასწავლებელმა უნდა დაანახოს მოსწავლეებს, რომ ყველა სახის მუშაობას, ჯგუფურს, თუ ინდივიდუალურს, აქვს თავისი მიზანი, და მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, ყოველთვის მათ საყვარელ ორგანიზების ფორმას ვერ ექნება ეფექტი, მითუმეტეს, თუ თავის წარმოჩენა და ცოდნის დემონსტრირებაა
საჭირო.
Ø  თანამშრომლობის მნიშვნელობა მასწავლებლებს შორის განსაკუთრებით მე-4 და მე-5 კლასში,შეთანხმებულ შეფასების სისტემაზე მუშაობა,ასევე მირჩიეს რომ პირველ სემესტრში  მასწავლებლებმა თავი შეიკავონ ოფიციალურად დაბალი ქულების დაწერისაგან,რადგან ეს უფრო უქვეითებს მოსწავლეებს მოტივაციას და უარყოფითად განაწყობს სწავლის მიმართ
Ø  კვლევის პროცესში იყოს მეტი ჩართულობა კოლეგების და მშობლების. მათი შეფასებები მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს მასწავლებელს მოსწავლეთა შედეგების ხარისხის ასამაღლებლად;

                   მიგნებები და კვლევის მიმდინარეობა
სხვადასხვა სახის კვლევები ჩემი მუშაობის მანძილზე ჩამიტარებია ,მაგრამ ასეთი სრული სახით არ წარმომიდგენია ფართო საზოგადოების წინაშე. ამ საკითხის კვლევა თავისთავად მიგნება იყო ჩემთვის და მოსწავლეებთან    თანამშრომლობა , შედეგების გაუმჯობესების ძიებაში, ვთვლი, რომ მიღწევაა,. რაც შეეხება კვლევის შედეგებსყველაზე საინტერესო აღმოჩნდა.  ჩატარებული კვლევა ვფიქრობ, რომ სხვა სახეს მიიღებს მომავალში, აუცილებლად გავითვალისწინებ რეკომენდაციებს, კოლეგების რჩევებს, მითითებებს, შევეცდები კვლევის მეთოდების დახვეწას და გამრავალფეროვნებას, ასევე სხვადასხვა სახის ინტერვენციის დაგეგმვას, რათა უფრო მეტად ეფექტური იყოს ჩემი მუშაობა, არა მხოლოდ კოლეგებთან, არამედ მშობლებთანაც. კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ მოსწავლეებთან თანამშრომლობითი ურთიერთობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა სწავლების პროცესში.
კვლევის მიმდინარეობისას მხვდებოდა დაბრკოლებებიც .მაგ. არ  მქონდა სისტემატიური სხდომები  კათედრის წევრებთან ( მათი გადატვირთული გრაფიკის გამო),თუმცა ინდივიდუალურ საუბრებში კლასტერების დროს იმ საკითხების განხილვა ანალიზი მიმდინარეობდა. თავიდან არ იყო  მრავალფეროვანი ინტერვენცია, თუმცა კვლევის პროცესში თანდათან ჩნდებოდა ახალ-ახალი ინტერვენციების საჭიროება. ანკეტას რაც შეეხება, ვფიქრობ შეიძლება კიდევ უფრო მეტად დახვეწილი ყოფილიყო ,რასაც მომავალში აუცილებლად გავითვალისწინებ. რაც შეეხება კვლევის მიზანს დასაწყისისთვის  ის 3 პუნქტიანი იყო მაგრამ კვლევის მიმდინარეობის პროცესში საკმაოდ მრავლის მომცველი გახდა , რაც რთულიც კი აღმოჩნდა გამოსაკვლევად, რადგან რამდენიმე მიმართულებას მოიცავდა. თუმცა  შეძლებისდაგვარად  ვეცადე წარმოდგენას და ანალიზის საფუძველზე დასკვნების გამოტანას.

დასკვნა:
ჩემს მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე,რაც გულისხმობდასწავლების მრავალფეროვნების, სასწავლო რესურსების და შეფასების მნიშვნელობასსიღრმისეული სწავლის მოტივაციისათვის ბიოლოგიაში გამოიკვეთა შემდეგი მიზეზები:
Ø  მოსწავლეები ხალისით აკეთებენ იმას, რაც მოსწონთ და უყვართ, ამიტომ უფრო მეტად გამოვიყენო კლასთან მიმართებაში ის მრავალფეროვანი აქტივობები/მეთოდები, რაც მოსწავლეებს მოსწონთ და გაკვეთილსაც სახალისოს  გახდის;
Ø  მოსწავლეთა ნაწილი ვერ ართმევს თავს სწავლების პროცესში ისეთ  დავალებებს, როგორიცაა გენეტიკური და ფიზიკური ამოცანების ამოხსნა,არგუმენტირებული თხრობა, ცხრილების შევსება  და ანალიზი, რაც უნდა გავითვალისწინო და დავნერგო ისეთი სტრატეგიები , რომლებიც გაუადვილებთ ამ საკითხების უკეთ გაგება-გააზრებას.
Ø  მოსწავლეების მოტივაციაზე გავლენას ახდენს, ისიც თუ რამდენად კომფორტულად გრძნობენ თავს ამა თუ იმ აქტივობის პროცესში ჯგუფში ან დამოუკიდებლად.
Ø  გავამდიდრო რესურსებით და შევცვალო სტრატეგიებისისტემატიურად, მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად;ასევე მნიშვნელოვანი იყო მათი მხრიდან მზაობა რესურსების  თვითონ შექმნისა და ამას აუცილებლად გავითვალისწინებ.
Ø  მოსწავლეების აზრი  სწავლებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი მიგნებაა მოსწავლეები და მასწავლებელი უნდა თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან, უნდა იყოს მუდმივად ინფორმაციის გაცვლა და აზრის გათვალისწინება.
Ø  მე-4 და მე-5 კლასებში განსხვავებული შეფასების სისტემის გამოყენება და წერილობითი კომენტარის გამოყენების დაბალი სიხშირე და კომენტარების არაეფექტურობა.
აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები.შევიმუშავეთ რეკომენდაციები. გატარებული ინტერვენციების შეფასებისას გამოვლინდა ,რომ მათი უმრავლესობა შედეგიანი იყო. მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის კულტურის გაუმჯობესებაზე ორიენტირებამ , ურთიერთანამშრომლობამ ,როგორც პედაგოგებს შორის ასევე მოსწავლეებთანაც, მრავალფეროვანი აქტივობებით და რესურსებით გამდიდრებულმა გაკვეთილებმა გამოიწვია მოსწავლეებში სიღრმისეული მოტივაციის ამაღლება და შენარჩუნება ,რასაც მოჰყვა სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება.

ბიბლიოგრაფია:
·         პედაგოგიური კვლევის მეთოდები. სატრენინგო მასალა;
·         როგორწარვმართოთპედაგოგიურიკვლევები, ჟურნალი ,,მასწავლებელი’’, ს. ლობჟანიძე, 2012 წ. 3 მაისი.
·         მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი, ნაწილი II.

·         პედაგოგიურიპრაქტიკისკვლევა: თემასგამოცდილებაგვკარნახობს
·         როგორ ვაწარმოოთ პრაქტიკის კვლევა. ,,ახალი განათლება’’ 2016-05-26.ლობჟანიძე
·         სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება -პრაქტიკული გზამკვლევი-მანანა ბოჭორიშვილი, მაია ინასარიძე  2014 წელი.
·         ჟურნალი „ მასწავლებელი“ -სხვადასხვა ნომრები
·         „მოტივაცია“-მანანა მელიქიშვილი(მასწ. პროფ.განვით. ცენტრი)






სსიპ ბესიკ კაპანაძის სახელობის ძლევიჯვარის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებლის მიერ ჩატარებული კვლევის კითხვარი  ,,სწავლების მრავალფეროვნების, სასწავლო რესურსების და შეფასების მნიშვნელობა სიღრმისეული სწავლის მოტივაციისათვის ბიოლოგიაში
კითხვარი  ( რესურსებზე )
1)   რა სიხშირით იყენებს მასწავლებელი სასწავლო რესურსებს ( დაფა, მაკეტები, პოსტერები, ფლიფჩატი, კომპიუტერი,  პროექტორი ,მანიპულატივები და სხვა)

 ა) ხშირად                 ბ) იშვიათად       გ) საერთოდ არ იყენებს :
2)   გამოყენებული რესურსები არის თუ არა ეფექტიანი?
ა) დიახ             ბ) ნაკლებად                 გ) არაეფექტიანია:
3)   ჩართული ხართ თუ არა რესურსების შექმნაში?
ა) დიახ                ბ) არა            გ) იშვიათად :
4)   იწვევენ თუ არა მრავალფეროვანი რესურსებით ჩატარებული გაკვეთილები თქვენს  მოტივაციას ?
ა) დიახ                             ბ) არა აქვს მნიშვნელობა                 გ) არა;
5)   რა ურჩევდით მასწავლებელს ამ საკითხთან დაკავშირებით?
რა არის რთული შემაჯამებელ დავალებებში?
1)  ღია  დავალებები

2)  დახურული ტესტები

3)  ცხრილები

4)  ამოცანები გენეტიკური

სადიაგნოსტიკო კითხვარი მოსწავლეების შეფასებაზე
1)   აქვს თუ არა შეფასების მრავალფეროვან მეთოდებს მნიშვნელობა თქვენი მოტივაციისათვის გაკვეთილის სამივე ფაზაზე?
ა) აქვს                      ბ) არა აქვს მნიშვნელობა              გ) არა
2)   გსმენიათ თუ არა შეფასების რუბრიკების შესახებ?
ა) არ მსმენია        ბ) ვიყენებთ ზოგჯერ გაკვეთილზე       გ) ხშირად ვიყენებთ;
3)   რამდენად ეფექტიანია  შეფასების რუბრიკებით გაკვვეთილის /თქვენი ცოდნის გამოყენება?
ა)  ეფექტიანია                   ბ) ნაკლებად ეფექტიანია
4)   იღებთ თუ არა მონაწილეობას შეფასების რუბრიკების შექმნაში?
ა) კი                           ბ) არა
5)   გაქვთ თუ არა სურვილი მონაწილეობა მიიღოთ შეფასების რუბრიკების შედგენაში?
ა)  არ მაქვს სურვილი  ბ) სურვილი მაქვს   გ) ეჭვი მეპარება რომ შევძლებ
6)   გაზრდის თუ არა სანდოობას თქვენი მონაწილეობა რუბრიკების შედგენაში?
ა) ზრდის                ბ) გავლენას არ ახდენს              გ) ნაწილობრივ ახდენს გავლენას:
7)   როგორ ფიქრობთ,საჭიროა თუ არა ყველა აქტივობის შეფასება რუბრიკებით?
ა)  კი               ბ)     არა                       გ) გააჩნია აქტივობას;
8)   შეფასების რუბრიკების შედგენაში მონაწილეობა გაზრდის თუ არა თქვენს მოტივაციას?
ა) სრულიად       ბ) ნაწილობრივ    გ) არ შეიცვლება;
9)    თქვენი აზრით შემაჯამებელ დავალებებს უნდა ახლდეს თუ არა შეფასების რუბრიკები?
ა)   კი              ბ)  არა
10 )  რჩევა /რეკომენდაციები საკითხთან დაკავშირებით:


 თქვენთვის საუკეთესო აქტივობა / მეთოდი
1)  გონებრივი იერიში

2)  ცხრილების დიაგრამების შევსება

3)  პრეზენტაციები

4)  რეფერატები

5)  ვიქტორინები

მუშაობის როგორი ფორმა მოგწონთ?
1)   ჯგუფური

2)  დამოუკიდებელი

3)  წყვილებში

ახდენს თუ არა თქვენს მოტივაციაზე მასწავლებლის გუნება-განწყობილებას?
ა)  კი                    ბ)  არა აქვს მნიშვნელობა               გ) არა





რა არის სირთულე ან რა გიჭირს ბიოლოგიის სწავლების პროცესში?
 სირთულე სწავლებისას
აღნიშნეთ
   ,, X”
 დაწერეთ კომენტარი...
  გაკვეთილზე მოწოდებული ინფორმაციის დამახსოვრება


ტექსტზე მუშაობა


თხრობის /აზრის ან შინაარსის გადმოცემის პროცესი


წაკითხულის გააზრება/ტექსტის ანალიზი


ვიზუალურ მასალაზე/პოსტერებზე  მუშაობა


საშინაო დავალებების შესრულება


მსჯელობა და საკუთარი აზრის ჩამოყალიბება საკითხის ირგვლივ


შემაჯამებელი სამუშაოების შესრულება


დამატებითი მასალების მოძიება


გენეტიკური ამოცანების ამოხსნა





გმადლობთ  დახმარებისათვის !



დამსწრე მასწავლებლის დაკვირვების კითხვარი
1.   მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის კეთილგანწყობილი და თანასწორობაზე აგებული ურთიერთობაა?
                        ა) დიახ                             ბ) არა
2.   საგაკვეთილო აქტივობები კლასის ინტერესების და შესაძლებლობების გათვალისწინებითაა შერჩეული და მიზნის შესაბამისია?
                        ა) დიახ                             ბ) არა
3.   შერჩეული რესურსები არის მიზნობრივი და აღძრავს მოტივაციას მოსწავლეებში?
  ა) დიახ                             ბ) არა
4.   როგორია მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა?
____________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
5.   მასწავლებლის გამომეტყველება ,საუბრის ტონი და ინტონაცია რა გავლენას ახდენს მოსწავლეთა მოტივაციაზე მთელი გაკვეთილის გან-ში  ___________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
6.   შეფასების რომელი ფორმა იწვევს მოტივაციის ამაღლებას ამ კლასის მოსწავლეებში?
ა) განმავითარებელი;         ბ) განმსაზღვრელი;  გ) ორივე

დამკვირვებელი:                 
კვლევის თემატიკიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია კოლეგების გამოცდილების გაზიარება და გთხოვთ თანამშრომლობას და წინასწარ გიხდით მადლობას
1.   ხშირად მოსწავლეების ნაწილი შემაჯამებელ სამუშაოებში შედარებით დაბალ შედეგებს იღებენ ვიდრე მიმდინარე შეფასებებში. თუ გქონიათ თქვენს საგანში ასეთი შემთხვევები და როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება?______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
2.   გამოცდილების გაზიარების მიზნით ,მოტივაციის ამაღლების რა მეთოდებსმიმართავთ?____________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
3.    თქვენი დაკვირვებით მრავალფეროვანი აქტივობები და რესურსები ახდენს თუ არა გავლენას მოსწავლეთა მოტივაციის შენარჩუნებაზე მთელი გაკვეთილის გან-ში?_____________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
4.    როგორ ფიქრობთ, რამდენად ახდენს გავლენას მოსწავლეთა მოტივაციაზე  მშობლის ჩართულობა სასწავლო პროცესში?
____________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
5.    რა რჩევას მისცემდით მასწავლებელს ,რომელსაც სურს სწავლის მოტივაციის ამაღლება და შედეგების გაუმჯობესება საგანში?
____________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო და თანამშრომლობთ
მასწავლებლის ხელმოწერა:

მე-5 კლასის მშობლებთან შეხვედრისას კითხვარები
Ø  არის თუ არა მარტივი ენით დაწერილი კომენტარი ,რომელსაც თქვენი შვილი იღებს  ეფექტიანი ?
Ø  გეხმარებათ თუ არა კომენტარები ბავშვის აკადემიური დონის განსაზღვრაში?
Ø  გეხმარებათ თუ არა ქულასთან ერთად კომენტარი ბავშვის აკადემიური დონის განსაზღვრაში?( მე-5  კლასის მშობლებისთვის)

 კვლევის კითხვები   მე- 7 კლასისათვის
რა გაგიჭირდათ /სირთულე ყველაზე მეტად მე-7 კლასში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლების შესწავლისას?
1.  ფიზიკის/ქიმიის/ბიოლოგიის ნაწილი
2.  ტექსტზე მუშაობა
3.  ამოცანები
4.  არგუმენტირებული თხრობა
5.  ცდები/დაკვირვებების ანალიზი
6.  ცხრილები/დიაგრამები გამოსახვა და ანალიზი

სსიპ. ბ. კაპანაძის სახელობის ძლევიჯვარის საჯარო სკოლის ბიოლოგიის  მასწავლებლის- ია გიგუაშვილის  მიერ ჩატარებული კვლევის

                                                                      რეფლექსია
სასწავლო წლის დასაწყისში მიზნად დავისახე ჩამეტარებინა პრაქტიკის კვლევა, თუმცა არ მქონდა გამოცდილება ამ საკითხთან მიმართებაში. ყოველთვის ვატარებდი შედეგების ანალიზს წლების მიხედვით როდის უფრო მეტი მაღალქულიანი,საშუალოზე მაღალქულიანი ან საშუალო შედეგების მოსწავლე მყავდა, თუმცა არასოდეს გამომიკვლევია მიზეზი, რატომ არ შეიძლება ყველა მოსწავლე იყოს მაღალქულიანი, ან რა უშლით ხელს შედეგების გაუმჯობესებაში. რადგან უფროსი მასწავლებლისთვის (წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად სქემის მიხედვით) სავალდებულო აქტივობაა პრაქტიკის კვლევა. როდესაც გავიაზრე  ჩემი პრაქტიკა, სწორედ ეს საკითხი აღმოჩნდა საკვლევად საინტერესო, რომ მოსწავლეებთან თანამშრომლობის გზით მიმეღო კითხვებზე გულახდილი პასუხები.
   ჩემი კვლევის ობიექტი იყო ყველა მოსწავლე საბაზო და საშუალო საფეხურზე, დამჭირდა გასაუბრება და კვლევის მიზნების გაცნობა თითოეულ კლასთან, რომ ანკეტირება აუცილებელი იყო მათი დამოკიდებულების შესასწავლად, შედეგების გასაუმჯობესებლად, რომ ეს ყველაფერი მათთვის იყო სასარგებლო. სასიმოვნოა, რომ მოსწავლეებმა გამოხატეს ინტერესი და ყურადღებით მოეკიდნენ საკითხს. ერთი კვირის ვადაში უკვე ყველა მოსწავლის მიერ შევსებული ანკეტა მქონდა. აქვე აღვნიშნავ, რომ ზოგიერთ მოსწავლეს, რომელსაც უჭირდა აზრის დაფიქსირება წერილობით, ზეპირი გამოკითხვის მეთოდით მოვინიშნე პასუხები. ამის შემდეგ წავიკითხე ყველა პასუხი და დავითვალე რაოდენობა.
    კვლევის შედეგები გავაანალიზე, მაგრამ მჭირდებოდა დახმარება, კოლეგის ჩარევა გაკვეთილზე, რომ შეეფასებინათ ჩემი მიდგომები  და დამოკიდებულებები, მჭირდებოდა უკუკავშირი. ამისთვის განვახორციელე ინტერვენცია და შემდეგ შედეგებიც განვიხილეთ. ანუ ის გარემოება, რაც ანკეტაში მოსწავლეებმა აღნიშნეს მასწავლებლის განწყობა, რომელიც ახდენდა მათზა გავლენას, გამართლდა, დამკვირვებელმა სწორედ ეს გარემოება შეაფასა დადებითად, რომ მოსწავლეებს ჰქონდათ დადებითი განწყობა მოლოდინები მასწავლებლისგან. გამოირკვა, რომ მოსწავლეების მოტივაციაზე გავლენას ახდენს, თუ  რამდენად კომფორტულად გრძნობენ თავს ამა თუ იმ აქტივობის პროცესში ჯგუფში ან დამოუკიდებლად. კოლეგის უკუკავშირი საკმაოდ შედეგიანი იყო ჩემთვის.
მომავალში, როდესაც დავგეგმავ კვლევას, აუცილებლად ჩავრთავ მეტ კოლეგას და მშობელს, რაც შედეგიანი იქნება მოსწავლეებისათვისაც, ჩვენი თანამშრომლობაც საქმიან ფაზაში მეტად ნაყოფიერი იქნება. აუცილებლად შევისწავლი მეტ მასალებს და პედაგოგების გამოცდილებას კვლევასთან მიმართებაში, გამოვიყენებ მეტ მეთოდებს და მონაცემებსაც უფრო მეტად საინტერესოდ წარმოვაჩენ.
კვლევის ანგარიშის შედგენის შემდეგ, მიზნად დავისახე შედეგების გაცნობა კოლეგებისათვის, ამისათვის მოვაწყვე პრეზენტაცია, სადაც ანგარიში ვუჩვენე, თან ვაცნობდი ჩემ მიზნებს, ამოცანებს და შედეგს. კოლეგებმა მოისმინეს, დამისვეს შეკითხვები და მომცეს რეკომენდაციები, რჩევები კვლევასთან დაკავშირებით, მომცეს მითითება კვლევის შეფასების კრიტერიუმებიდან გამომდინარე.




სსიპ. ბ. კაპანაძის სახელობის ძლევიჯვარის საჯარო სკოლის ბიოლოგიის  მასწავლებლის- ია გიგუაშვილის რეფლექსია  კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ
        2018 წლის   25 მაისს გაიმართა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის ,ია გიგუაშვილის მიერ წარმოებული  პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის პრეზენტაცია . მას ესწრებოდა შეფასების ჯგუფი და საკითხით დაინტერესებული პედაგოგები.
   კვლევის თემას წარმოადგენდა: ,,  ,,სწავლების მრავალფეროვნების, სასწავლო რესურსების და შეფასების მნიშვნელობა სიღრმისეული სწავლის მოტივაციისათვის ბიოლოგიაში’’
ჩემი პრაქ­ტი­კის კვლე­ვის მი­ზა­ნი პე­და­გო­გი­­რი პრაქ­ტი­კის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბაა.მკაფიოდ განვსაზღვრე  კვლევის ფოკუსი რის გარკვევასა და შესწავლას შევეცდებოდი  მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში.
  კითხვები რომლებითაც დავიწყე კვლევის ფოკუსის განსაზღვრა შემდეგი იყო :
Ø  რა მაწუხებს  ,მანერვიულებს ყველაზე მეტად სასწავლო პროცესთან  და ჩემს მოსწავლეებთან მიმართებაში?
Ø  სწავლა-სწავლების რა საკითხები მაინტერესებს ყველაზე მეტად კლასების მიხედვით ?
Ø  რას შევცვლიდი ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში და როგორ?
Ø  მნიშვნელოვანია თუ არა  სასწავლო რესურსების მრავალფეროვნება და მისი გამოყენება.( სასწავლო  რესურსების მოსწავლეების ხელით შექმნა და მათი დაინტერესება საგნის მიმართ).
Ø  რას მეუბნება შეფასების შედეგები? რა უნდა შევცვალო  სწავლებაში მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით?
Ø  არის თუ არა  საბაზო  საფეხურზე ,კერძოდ VII  კლასში  მოტივაციის დაქვეითება ინტეგრირებული სამი საგნის გაერთიანების  შემოღებით გამოწვეული?
Ø  არის თუ არა  დაწყებით საფეხურზე ,კერძოდ V კლასში  მოტივაციის დაქვეითება განმსაზღვრელი შეფასების შემოღებით გამოწვეული?

   კოლეგებისათვის პრაქტიკის კვლევის შედეგების გაზიარების გზები
     კვლევის დაგეგმვა დავიწყე ოქტომბრის თვეში. შეხვედრები შედგა კათედრის წევრებთან ,როგორც დასაწყისში ,ასევე  დეკემბერში.
    განხორციელებული კვლევის დასრულების შემდგომ  შედგა მასწავლებლებთან შეხვედრა. მასზე მოწვეული იყო კვლევის სტრუქტურითა და შინაარსობრივი თვალსაზრისით  დაინტერესებული  პედაგოგები.
   კვლევის ანგარიში აუდიტორიის წინაშე წარმოვადგინე პრეზენტაციის სახით. პრეზენტაციაზე გამოყენებული იყო  კომპიუტერი ,პროექტორი და მეხსიერების ბარათი.
   პრეზენტაციის დროს დაწვრილებით ვისაუბრე :
Ø  კვლევის საკითხის შერჩევის,
Ø   საკვლევი პრობლემის მიზნისა და ამოცანების განსაზღვრის,
Ø  კვლევის პრინციპების, მეთოდებისა და მიდგომების ,
Ø  კვლევის ტიპების
Ø  კვლევის თეორიული ცოდნის მნიშვნელობის
Ø  კვლევის პროცესში მიღებული გამოცდილების შესახებ.
    ასევე ხაზგასმით ავღნიშნე ,რომ პრაქტიკის კვლევის ანგარიშის სტრუქტურის დაცვა მნიშვნელოვანია  ,რაც ვეცადე ზედმიწევნით ზუსტად   ყოფილიყო სტრუქტურირებული.
    პრეზენტაციისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინტერვენციათა სწორად დაგეგმვის,განხორციელებისა და შეფასების მნიშვნელობაზე.იმდენად , რამდენადაც აუცილებელია სწორედ პრაქტიკის კვლევის ფარგლებში გახდეს შესაძლებელი პრობლემათა გადაჭრა.
    მსმენელთა ჩართულობა იყო საინტერესო ,როგორც პრეზენტაციის მსვლელობისას,ასევე მისი დასრულების შემდეგ.
   პრეზენტაციის დასრულებისას  შეხვედრის ყველა მონაწილის მხრიდან გამოითქვა პოზიტიური შეფასება შეხვედრის  ამგვარი ფორმით ორგანიზების ,კეთილგანწყობილი ურთიერთთანამშრომლობისა და საკუთარი გამოცდილების გაზიარების გამო. შეხვედრამ მასწავლებლებს აღუძრათ მოტივაცია. მათ  აღნიშნეს მიუხედავად  იმისა , რომ პრაქტიკის კვლევა რთული და საპასუხისმგებლო აქტივობაა,  მათაც  გაუჩნდათ სურვილი ,რომ დაგეგმონ  და განახორციელონ საკუთარი პრაქტიკის კვლევა და გაუზიარონ კოლეგებს.
მასწავლებელთა მიერ მოწოდებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიშის პრეზენტაციის საფუძველზე  მოწოდებული უკუკავშირი
  კვლევის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით  ჯგუფში გაჩნდა გარკვეული კითხვები, რომლებიც ასე ჩამოყალიბდა:
Ø  რამ მოგცათ ბიძგი, განგესაზღვრათ საკვლევი თემა?
Ø  როგორ და რა საშუალებებს მიმართეთ კვლევის პროცესში საჭირო ტერმინოლოგიისა და ინტერვენციების მოძიება-გამოყენებისათვის?
Ø  რა ვადები სჭირდება კვლევის დასრულებას და თქვენ რა ვადით ისარგებლეთ?
Ø  რა ლიტერატურა გამოიყენეთ  და რა ფორმით ჩადეთ იგი პრაქტიკის კვლევის ანგარიშში?
  ჩემს მიერ გაცემულ იქნა ადეკვატური პასუხები,იმის საფუძველზე ,რომ კვლევის პროცესის დაგეგმვის ,წარმართვის და განხორციელების დროს მეც მომიხდა ამ საკითხებთან შეხება და მისი გადაჭრის გზების ძიება კვლევის განხორციელების დროს.
         პასუხები კი შემდეგნაირად ჩამოვაყალიბე:
      საკვლევი თემის ჩამოყალიბებისას ბიძგი მომცა :
Ø  თვითშეფასების შედეგად გამოვლენილმა საჭიროებებმა,
Ø  სასწავლო პროცესზე დაკვირვებამ და არსებულმა გამოცდილებამ;
Ø  უკუკავშირის და შეფასების შედეგებმა;
Ø  ცნობისმოყვარეობამ და თეორიულმა ინტერესმა;
Ø  სკოლის განვითარების პროგრამებში ,  მილენიუმის პროექტში მონაწილეობამ.
  წარმოდგენილი კვლევის შემთხვევაში , საკვლევი თემა განისაზღვრა სასწავლო პროცესზე დაკვირვებისა და არსებული გამოცდილების ,ასევე განვითარების გეგმაში ჩადებული  მასწავლებლისათვის მისაღწევ შედეგებზე დაყრდნობით.
      კვლევის პროცესში საჭირო ტერმინოლოგიის შესწავლა- გააზრება და დაგეგმილი ინტერვენციების ჩამოყალიბება განვახორციელე შესაბამისი ლიტერატურის გაცნობით.
   პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა რთული და  ხანგრძლივი პროცესია,რომელიც მოიცავს მონაცემთა შეგროვებას ,ანალიზს, ინტერვენციების დაგეგმვა-განხორციელებას, მეორად დაკვირვებასა და კვლევის შედეგების  შეფასებას. ამდენად, იგი ხორციელდება არანაკლებ ერთი სემესტრი ,თუმცა წარმოდგენილი კვლევას  სრულყოფილად პრეზენტაციამდე დასჭირდა ორი სემესტრი, ხოლო საჭირო ტერმინოლოგიის მოძიება -გამოყენებისათვის გავეცანი ,როგორც სატრენინგო მასალებს და ლიტერატურას, ასევე ინტერნეტ სივრცეში არსებულ მასალებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
უკუკავშირი 1
     პრეზენტაციის მსვლელობისას ერთერთმა მსმენელმა გამოთქვა მოსაზრება,რამდენად სანდო და ობიექტური იყო მე-5 და მე-7 კლასში ანკეტური გამოკითხვა. მან საჭიროდ მიიჩნია დაზუსტებულიყო ამ გამოკითხვის ტიპი ,რათა მოსწავლეთა მიერ გამოთქმული შეფასებები და აზრები ყოფილიყო ობიექტური.
უკუკავშირის ანალიზი:
 ჩემს მიერ დაზუსტდა ,რომ  ანკეტირება განხორციელდა ანონიმურობის დაცვით,ეს კი შედარებით უზრუნველყოფდა კლასში არსებული კლიმატის ობიექტურ შეფასებას.რის მაჩვენებელსაც ადასტურებს კვლევის ანგარიშში წარმოდგენილი დიაგრამები.
 უკუკავშირი 2
კოლეგის მიერ მოწოდებულ იქნა რეკომენდაცია,რომ კვლევის მიმდინარეობისას მასწავლებელს წინასწარ კონკრეტულად ჩამოეყალიბებინა პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები,რითაც უფრო გააზრებული და ეფექტური იქნებოდა კვლევის ტიპები და მეთოდოლოგია.
უკუკავშირის ანალიზი:
 კვლევის მიმდინარეობის მანძილზე მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე ჩემს მიერ გარკვეული კორექტივები იქნა შეტანილი.კერძოდ , დაკონკრეტდა ვარაუდები,  რა შეიძლებოდა ყოფილიყო პრობლემის გამომწვები მიზეზები.  ასევე  უამრავი რჩევა კოლეგების ,რომელის გავითვალისწინე   კვლევის მიმდინარეობის პროცესში.
უკუკავშირი 3
კოლეგამ ივარაუდა,რომ კვლევის შედეგების ობიექტური სურათის მიღებისათვის ,ფოკუსირებული დაკვირვების დროს გაკვეთილზე დასწრების პროცესი შესაძლებელია რამდენჯერმე განხორციელებულიყო ,რაც რეალობის ადეკვატურობას განამტკიცებდა.
უკუკავშირის ანალიზი:
აღნიშნულ საკითხზე  მოგახსენებთ,რომ დასწრების დროითი ფაქტორის ორგანიზება სწრაფად მოხდა,თუმცა გაკვეთილზე დასწრება დაიგეგმა მასწავლებლებთან შეთანხმებით,მაგრამ ეს არ იყო წინასწარ განსაზღვრული კონკრეტული გაკვეთილისთვის, არამედ , ერთჯერადი ეფექტურობის თავიდან აცილების მიზნით. დამკვირვებელი მასწავლებლის რეკომენდაციები გათვალისწინებულ იქნა და ჩაემატა კვლევის ანგარიშში .  კარგი იქნებოდა ,რომ უფრო მეტი გაკვეთილი იყოს დაკვირვებისათვის წარდგენილი,ობიექტური და სანდო კვლევის შედეგების განხორციელების მიზნით.
        
      პედაგოგიური კვლევის  ავტორი :                              / ი.გიგუაშვილი/

                                             14/06/ 2018 წელი